საქმე №ას-1193-2019 2 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. (დ.) ა–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ხ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ძე, მ. (დ.) ა–ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ.ხ–ის სარჩელი ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ის, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, ლ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, ო.ხ–ის, დ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, თ.მ–ის, თ.დ–ის, მ.ბ–ის და მ.ს–ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მინდა (დ. ა–ამ), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მ. (დ.) ა–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ის, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, ლ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, ო.ხ–ის, დ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, ს.ხ–ის, წლ.ხ–ის, თ.მ–ის, თ.დ–ის, მ.ბ–ის და მ.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე, მ. (დ.) ა–ამ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. (დ.) ა–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 391.1-ე, 364-ე, 264.1(ბ) მუხლებს მოიხმობს და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით მ. (დ.) ა–ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, განუხილველად იქნა დატოვებული, რაც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. აქედან გამომდინარე მ. (დ.) ა–ა არ არის ის სუბიექტი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრება შეეძლო, რადგან სააპელაციო სასამართლოში მისი სააპელაციო საჩივარი არ განხილულა, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სხვა აპელანტების სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიიღო. შესაბამისად, მ. (დ.) ა–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს (სსსკ-ის 187-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. (დ.) ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი