Facebook Twitter

საქმე №ას-1193-2019 7 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის, 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობების გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით ა.ბ–ის, დ.დ–ის, ე.დ–ის, მ.ბ–ის, ე.ბ–ის, ვ.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძის, გ.ს–ძის, ს.ს–ძის, ა.ს–ძის, თ.ბ–ძის, მ.ხ–ას, ნ.ა–ას, შ.ო–ის, მ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.გ–ას, ნ.ბ–ძის, თ.ბ–ძის, ქ.ბ–ძის, დ.ხ–ის, ლ.ხ–ის, ს.ხ–ის, ლ.ხ–ის, თ.მ–ის, თ.დ–ის და მ.ს–ის საკასაციო საჩივარი, ფ.ხ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინებაზე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაიწლის მე-3 პუნქტში მითითებულ იქნა ლ.ო–ი, რომელსაც დაევალა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. თუმცა საქმის მასალების ირკვევა, რომ აღნიშნული კასატორი არის არასრულწლოვანი და მისი მშობლები არიან ნ.ა–ა და შ.ო–ი. შესაბამისად მის ნაცვლად საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ და ლ.ო–ის ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად საქათველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში, ერთ-ერთ კასატორად უნდა მიეთითოს ლ.ო–ი.

ამასთან მითითებულ განჩინებებში მოხდა ტექნიკური შეცდომა და გასაჩივრებულ განჩინებად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინების ნაცვლად, მითითებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინება.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, 2019 წლის 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში ყველგან, კასატორების "ა.ბ–ი, დ.დ–ი, ე.დ–ი, მ.ბ–ი, ე.ბ–ი, ვ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, გ.ს–ძე,, ს.ს–ძე, ა.ს–ძე, თ.ბ–ძე, მ.ხ–ა ნ.ა–ა, შ.ო–ი, მ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.გ–ა, ნ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, დ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ს.ხ–ი, ლ.ხ–ი, თ.მ–ი, თ.დ–ი, მ.ს–ი" ნაცვლად მიეთითოს "ა.ბ–ი, დ.დ–ი, ე.დ–ი, მ.ბ–ი, ე.ბ–ი, ვ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, გ.ს–ძე, ს.ს–ძე, ა.ს–ძე, თ.ბ–ძე, მ.ხ–ა, ნ.ა–ა, შ.ო–ი, მ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.გ–ა, ნ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, დ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ს.ხ–ი, ლ.ხ–ი, თ.მ–ი, თ.დ–ი, მ.ს–ი, ლ.ო–ი".

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის, 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში, ყველგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინების ნაცვლად, მიეთითოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის, 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობები;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის, 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, 2019 წლის 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში ყველგან, კასატორების "ა.ბ–ი, დ.დ–ი, ე.დ–ი, მ.ბ–ი, ე.ბ–ი, ვ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, გ.ს–ძე,, ს.ს–ძე, ა.ს–ძე, თ.ბ–ძე, მ.ხ–ა ნ.ა–ა, შ.ო–ი, მ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.გ–ა, ნ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, დ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ს.ხ–ი, ლ.ხ–ი, თ.მ–ი, თ.დ–ი, მ.ს–ი" ნაცვლად მიეთითოს "ა.ბ–ი, დ.დ–ი, ე.დ–ი, მ.ბ–ი, ე.ბ–ი, ვ.ჯ–ძე, ნ.ჯ–ძე, გ.ს–ძე, ს.ს–ძე, ა.ს–ძე, თ.ბ–ძე, მ.ხ–ა, ნ.ა–ა, შ.ო–ი, მ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.გ–ა, ნ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ქ.ბ–ძე, დ.ხ–ი, ლ.ხ–ი, ს.ხ–ი, ლ.ხ–ი, თ.მ–ი, თ.დ–ი, მ.ს–ი, ლ.ო–ი".

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის, 2 დეკემბრის და 2020 წლის 13 მარტის განჩინებებში, ყველგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინების ნაცვლად, მიეთითოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე