28 დეკემბერი, 2020 წელი
საქმე №ას-1068-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.შ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სამკივდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, ვ.შ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, დაკმაყოფილდა;
1.1. ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N2-14), რომლის საფუძველზეც ვ.ნ–მა (პირადი N .....; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N ......) მიიღო გ. ნ–ის (პირადი N......; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N0......) სამკვიდრო ქონება;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 6 ივნისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (რეგისტრაციის N1.....) ვ.ნ–სა (პირადი N......) და ლ.შ–ას (პირადი N......) შორის; ზემოაღნიშნულის თანახმად გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი;
1.3. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს მ.რ–ის მიერ გ. შ–ზე (დაბადების თარიღი 07.11.1938 წელი; პირადი N.......) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N171332648) - 2016 წლის 6 ივნისს ვ.ნ–სა (პირადი N......) და ლ.შ–ას (პირადი N......) შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N160606795; ნოტარიუსი ნ.ს–ძე) მიღების ნაწილში;
1.4. ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 ივლისს ნოტარიუსი მ.რ–ის მიერ ვ.შ–აზე (პასპორტის № C/N 71 31..) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N1...) 2016 წლის 6 ივნისს ვ.ნ–სა (პირადი N0....) და ლ.შ–ას (პირადი N0.....) შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N......; ნოტარიუსი ნ.ს–ძე) მიღების ნაწილში;
1.5. გაუქმდა საჯარო რეესტრში ვ.შ–ას (პასპორტის № C/N 71 310..) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: თბილისი, ქუჩა ....., N6 /საკადასტრო კოდი N ....../;
1.6. აღიარებულ იქნა ნ.ნ–ი (პასპორტის № LV445....) გ. ნ–ის (პირადი N0......; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N02....) ანდერძისმიერ მემკვიდრედ; აღიარებულ იქნა ნ.ნ–ის (პასპორტის № LV445....) მიერ გ. ნ–ის (პირადიN ....; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N022008....) სამკვიდრო ქონების მიღება;
1.7. ნ.ნ–ი (პასპორტის № LV44.....) ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ქუჩა ....., N6 /საკადასტრო კოდი №....../ - მესაკუთრედ, რის შესაბამისადაც მოხდა ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება;
3.2. ნ.ნ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3.3. ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N2-14), რომლის საფუძველზეც ვ.ნ–მა (პირადი N....; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი N.... ) მიიღო გ. ნ–ის (პირადი N.....; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N0.....) სამკვიდრო ქონების 3/4 ნაწილი;
3.4. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 6 ივნისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება (რეგისტრაციის N16.....) ვ.ნ–სა (პირადი N ....) და ლ.შ–ას (პირადი N .....) შორის ქონების 3/4 ნაწილში და ამის შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი;
3.5. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს მ.რ–ის მიერ გ.ი შ–ზე (დაბადების თარიღი 07.11.1938 წელი; პირადი N ....) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N1713...) - 2016 წლის 6 ივნისს ვ.ნ–სა (პირადი N ....) და ლ.შ–ას (პირადი N....) შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N16060..; ნოტარიუსი ნ.ს–ძე) 3/4 წილის მიღების ნაწილში;
3.6. ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 20 ივლისს ნოტარიუს მ.რ–ის მიერ ვ.შ–აზე (პასპორტის № C/N 71 3107..) გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N18...) 2016 წლის 6 ივნისს ვ.ნ–სა (პირადი N....) და ლ.შ–ას (პირადი N....) შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1606...; ნოტარიუსი ნ.ს–ძე) 3/4 წილის მიღების ნაწილში;
3.7. 3/4 ნაწილში გაუქმდეს საჯარო რეესტრში ვ.შ–ას (პასპორტის №C/N71 3107...) სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე: თბილისი, ქუჩა ....., N6 /საკადასტრო კოდი N....;
3.8. აღიარებულ იქნა ნ.ნ–ი (პასპორტის № LV445....) გ. ნ–ის (პირადი N0......; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N022.....) ანდერძისმიერ მემკვიდრედ;
3.9. აღიარებულ იქნა ნ.ნ–ის (პასპორტის № LV445....) მიერ
გ. ნ–ის (პირადი N ......; გარდაცვალების სააქტო ჩანაწერის N .....) სამკვიდრო ქონების მიღება;
3.10. ნ.ნ–ი (პასპორტის № LV445.....) ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ქუჩა ....., N6 /საკადასტრო კოდი N ..... - 3/4 წილის მესაკუთრედ, რის შესაბამისადაც მოხდა ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 1 575 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2020 წლის 15 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2020 წლის 15 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 16 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 ოქტომბერს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
7.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
7.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა