საქმე №ა-2754-შ-55-2020 16 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინბეკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის 035/14 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინბეკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის 035/14 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), ქ.ჩ–ძესა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი) და ა.გ–ს შორის, 2011 წლის 1 დეკემბერს, დანიაში (ლანგელანის მუნიციპალიტეტის, რუდკიობინგის მმაჩის ბიუროში, 2011 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით 1228) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. შუამდგომლობის ავტორმა, 2020 წლის 1 სექტემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე, დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 10 თებერვლიდან.
4. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით, მხარეთა მოსმენის საფუძველზე დადგენილია, რომ მხარეები 2012 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და არ აპირებენ ოჯახური ურთიერთობის გაგრძელებას, ამასთან უარყოფენ ოჯახურ კავშირს.
5.საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ჩ–ძის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინბეკის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის 035/14 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2011 წლის 1 დეკემბერს, დანიაში ლანგელანის მუნიციპალიტეტის, რუდკიობინგის მმაჩის ბიუროში, 2011 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით 1228;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე