საქმე №ა-4256-შ-100-2020 15 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ს–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ას ნ.ე. ასული ს–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 9 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - გ.ლ. ძე მ–ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა მყარ ფულად თანხაში 5 370 რუბლისა და 85 კაპიკის ოდენობით. ლ.მ–ას არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 26 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, სანქტ-პეტერბურგში ბავშვებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობის პროპორციული ზრდის ინდექსაციით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2020 წლის 28 ოქტომბრის №58656 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გადმოგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2020 წლის 28 ოქტომბერს შეცდომით შესული ნ.ს–ას №75920 განცხადება (შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები) რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე.
3. ნ.ს–ას შუამდგომლობით მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება, რომლითაც ლ.მ–ას დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
4. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
5. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 11 დეკემბერს, ხოლო ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ.ს–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ლ.მ–ას გაეგზავნა 2020 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. წალენჯიხა, ..... და 2020 წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა ლ.მ–ას დედას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ს–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
13. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ლ.მ–ა საქართველოს მოქალაქეა.
14. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
15. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ას ნ.ე. ასული ს–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 9 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - გ.ლ. ძე მ–ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა მყარ ფულად თანხაში 5 370 რუბლისა და 85 კაპიკის ოდენობით. ლ.მ–ას არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 26 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, სანქტ-პეტერბურგში ბავშვებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობის პროპორციული ზრდის ინდექსაციით; ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 11 დეკემბერს. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
21. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის №148 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის ტატიანა ივანეს ასული სიტნიკოვას 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: ლ.მ–ას ნ.ე. ასული ს–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 9 ნოემბერს დაბადებული ვაჟიშვილის - გ.ლ. ძე მ–ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა მყარ ფულად თანხაში 5 370 რუბლისა და 85 კაპიკის ოდენობით. ლ.მ–ას არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 26 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, სანქტ-პეტერბურგში ბავშვებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობის პროპორციული ზრდის ინდექსაციით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი