Facebook Twitter

საქმე #ას-972-2020 24 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.თ–ის, შ.ს–ძისა და ი.ს–ძის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი, საქმეზე _ თ.ლ–ძის სარჩელის გამო, მ.თ–ის, შ.ს–ძისა და ი.ს–ძის მიმართ, საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის, გამოსახლებისა და მესაკუთრისათვის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

მ.თ–ის, შ.ს–ძისა და ი.ს–ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოს ვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მ.თ–ის, შ.ს–ძისა და ი.ს–ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში წარმოედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნათ განმცხადებლებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად განცხადებაში მათ მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ი.ს–ძეს (პირადი #......). საფოსტო უკუგზავნილზე, ჩაბარების თარიღად მითითებული 6 ოქტომბერი. იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის განჩინება მხარეებს გაეგზავნათ 2020 წლის 3 ნოემბერს, ცხადია 6 ოქტომბერს ვერ ჩაბარდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ინფორმაცია გადაამოწმა შპს „ს-ს“ ოფიციალურ საიტზე, საიდანაც დადგინდა, რომ ი.ს–ძემ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაიბარა 2020 წლის 6 ნოემბერს (იხ.ჩაბარების დასტური).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 7 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 9 ნოემბერს.

საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მხარეებმა სასამართლოს განცხადებით მომართეს 2020 წლის 20 ნოემბერს, ხოლო განცხადებაზე დართული კონვერტის ასლით ირკვევა, რომ საფოსტო განყოფილებას განცხადება ჩაბარდა 2020 წლის 19 ნოემბერს - სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.თ–ის, შ.ს–ძისა და ი.ს–ძის განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე