Facebook Twitter

საქმე №ას-347-2020 18 ნოემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ვლადიმერ კაკაბაძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ი–ა....” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.მ–ი, თ.ხ–ძე, მ.გ–ი, ი.გ–ძე, მ.ჩ–ძე, თ.შ–ძე, ს.ე–ი, მ.ვ–ძე, თ.ტ–ძე, თ.უ–ძე, შ.ფ–ი, ნ.ს–ძე, ბ.პ–ი, თ.პ–ი, ლ.ბ–ა, გ.ს–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოსა და კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.მ–ი, თ.ხ–ძე, მ.გ–ი, დ.ჩ–ძე, ი.გ–ძე, მ.ჩ–ძე, თ.შ–ძე, ს.ე–ი, მ.ვ–ძე, თ.ტ–ძე, თ.უ–ძე, შ.ფ–ი, მ.კ–ი, ნ.ს–ძე, ბ.პ–ი, თ.პ–ი, ლ.ბ–ა და გ.ს–ძე (შემდეგში: მოსარჩელეები, დასაქმებულები) შპს ,,ი–ა....”-ში (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი, ან კასატორი) მუშაობდნენ ჟურნალისტის პოზიციაზე.

2. ჟურნალისტის ფუნქციები განისაზღვრა ხელშეკრულების N1 დანართით.

3. ხელშეკრულების შესაბამისად, თ.უ–ძე და ბ.პ–ი შპს ,,ი–ა....’’-ში მუშაობდნენ წამყვანის, ხოლო ნ.ს–ძე, ლ.ბ–ა და გ.ს–ძე პროდიუსერის პოზიციაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სამუშაოს შესრულების ადგილი, ხელშეკრულების ხანგრძლივობა, სამუშაო დღეები.

4.ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მოსარჩელეების მიერ ყოველთვიურად მისაღები თანხის ოდენობები, კერძოდ, ქ.მ–ს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად უნდა მიეღო 1000 ლარი; თ.ხ–ძეს - 1250 ლარი; მ.გ–ს - 1250 ლარი; დ.ჩ–ძეს - 500 ლარი; ი.გ–ძეს - 625 ლარი; მ.ჩ–ძეს - 1500 ლარი; თ.შ–ძეს - 1000 ლარი; ს.ე–ს - 1375 ლარი; მ.ვ–ძეს - 1000 ლარი; თ.ტ–ძეს - 1000 ლარი; თ.უ–ძეს - 3125 ლარი; შ.ფ–ს - 1875 ლარი; ნ.ს–ძეს - 2500 ლარი; მ.კ–ს - 812.50 ლარი; ბ.პ–ს - 2125 ლარი; თ.პ–ს - 1875 ლარი; ლ.ბ–ას -2125ლარი; გ.ს–ძეს 1250 ლარი.

5. ხელშეკრულების 1.6. პუნქტის მიხედვით, შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს წესი და ინსტრუქცია განსაზღვრულია კომპანიის მიერ, მისაღებია და ცნობილია შემსრულებლისათვის. ამავე ხელშეკრულების 2.5. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებლის ბრალით გამოწვეული სამუშაოს იძულებითი მოცდენა ანაზღაურდება, გაცდენილი დღეების ანაზღაურება გამოაკლდება/დაითვლება ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული თანხის პროპორციულად. იმავე ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ დანიშნულ სამუშაო თათბირში, რომელზეც განიხილება სამუშაოს მიმდინარეობის მდგომარეობა. ხელშეკრულების 3.1.5. და 3.19. პუნქტით გათვალისწინებულია შემსრულებლის ვალდებულება, კომპანიის მოთხოვნისთანავე და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს კომპანიას ყველა მასალა, იარაღი, მოწყობილობა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომლებიც მას გადასცა კომპანიამ და რომლებიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. არ იმუშაოს სხვა კონკურენტ კომპანიაში წინამდებარე ხელშერულების მოქმედების განმავლობაში, ხოლო 3.2.1. და 3.2.2. პუნქტების თანახმად, კომპანია ვალდებულია მიიღოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაო ყოველი თვის ბოლოს. კომპანია ვალდებულია დროულად გადასცეს შემსრულებელს სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი სახის ტექნიკური აღჭურვილობა, საშუალებები, ინფორმაცია და მასალები ამგვარის არსებობის შემთხვევაში.

6. ხელშეკრულების N1 დანართის (რომელიც განსაზღვრავს ჟურნალისტის ფუნქციებს) მე-5-7 პუნქტების თანახმად, ჟურნალისტის სამუშაო ხშირად გულისხმობს არანორმირებულ სამუშაო საათებს. ჟურნალისტებს ხშირ შემთხვევაში არ აქვს დადგენილი სამუშაო გრაფიკი და ხელმჟღვანელობს შექმნილი სიტუაციდან გამომდინარე. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს სწრაფი რეაგირების, დეტალებისადმი ყურადღების და რამდენიმე თემაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

7. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2018 წლის 22 ოქტომბერს.

8. დამსაქმებელს არ მოუხდენია საბოლოო ანგარიშსწორება, 2018 წლის 15 ოქტომბრიდან ამავე წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე.

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. დასაქმებულებმა 2018 წლის 27 ნოემბერს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს:

9.2. სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.7%-ისა და ორი თვის შრომის ანაზღაურება კომპენსაციის სახით.

10. მოპასუხის პოზიცია

10.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

11.2. შპს ,,ი–ა...."-ს ქ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 233 ლარის და 33 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 2000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს თ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 291 ლარის და 67 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 2500 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს დ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 116 ლარის და 67 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით, 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების 1000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს მ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 291 ლარის და 67 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების 2500 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს ი.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 145 ლარის და 83 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 1250 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს მ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 350 ლარის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების 3000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს თ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 233 ლარის და 33 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 2000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს ს.ე–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 320 ლარის და 83 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 2750 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს მ.ვ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 233 ლარის და 33 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის - 2000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს თ.ტ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 233 ლარის და 33 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 2000 ლარის გადაახდა; შპს ,,ი–ა...."-ს თ.უ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 729 ლარის და 17 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების 6250 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს შ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 393 ლარის და 75 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 3750 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს ნ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 583 ლარის და 33 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 5000 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს მ.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 189 ლარის და 58 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 1625 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს ბ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 495 ლარის და 83 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 4 300 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს მოსარჩელე, თ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 393 ლარის 75 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 3 750 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა...."-ს ლ.ბ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 495 ლარის 83 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების - 4 250 ლარის გადახდა; შპს ,,ი–ა....-ს გ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით სახელფასო დავალიანების - 291 ლარის და 67 თეთრის, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის მოსარჩელისთვის გადასახდელი დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კომპენსაციის სახით 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების -2500 ლარის გადახდა.

12. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.

13.3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სადავო სამართალურთიერთობის შრომის ხელშეკრულებად მიჩნევის თაობაზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (სსსკ-ის 105-ე მუხლი) და სწორად გამიჯნა ერთმანეთისაგან სსკ-ის 629-ე- 656-ე მუხლებით განსაზღვრული რეგულაცია შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან.

13.4. პალატის განმარტებით მიუხედავად იმისა, შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იქნება დამსაქმებლის ბიუჯეტით თუ რომელიმე სახელმწიფო სოციალური პროგრამით (ან სხვა), მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები შრომის კოდექსში უნდა იქნას მოძიებული. შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ანაზღაურების წესზე შეთანხმების სპეციალური პირობის არარსებობის შემთხვევაში, ანაზღაურება დასაქმებულს მიეცემა თვეში ერთხელ. ანაზღაურების გაცემის საკითხი შრომითი ურთიერთობის მაკვალიფიცირებელი აუცილებელი ნიშანია, რადგანაც თავად შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

13.5. სააპელაციო პალატამ სშკ-ის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებსა და ამავე კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-6 მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ისინი მიჩნეული იქნეს ნარდობის ხელშეკრულებად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს არ უსარგებლიათ შვებულებით, რაც წარმოადგენდა მათი თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას და დამოკიდებული იყო მხოლოდ მათ სურვილზე და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულები ხელშეკრულებაში მოხსენიებულნი არიან, როგორც შემსრულებლები.

13.6. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კომპანიის დირექტორის 2017 წლის 1 სექტემბრის N25-კ ბრძანებაზე, რომლის მიხედვით, შპს ,,ი–ა....’’-ში 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიღებული იქნა ნ.ს–ძე ახალი ამბების მთავარი პროდიუსერის თანამდებობაზე ექვს თვიანი გამოსაცდელი ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2500 ლარით. 2018 წლის 1 მარტის N47-კ ბრძანებით ნ.ს–ძეს გაუგრძელდა მუშობის ვადა 2018 წლის 1 მარტიდან 1 წლის ვადით. ასევე, 2017 წლის 1 სექტემბრის N141-კ ბრძანება, რომლის შესაბამისად, ქ.მ–ი მიღებული იქნა ჟურნალისტის თანამდებობაზე ექვს თვიანი გამოსაცდელი ვადით და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1000 ლარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტს.

13.7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსი და ხელშეკრულების პირობების ანალიზი ცალსახად მიუთითებს, მხარეთა შორის არა როგორც დამკვეთსა და მენარდეს/შემსრულებელს, არამედ, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის არსებობაზე, ვინაიდან მოპასუხე კომპანია, ისევე როგორც შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი, თავად იღებს ვალდებულებას მოსარჩელეებს გადასცეს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი ინფორმაცია და მასალები; მოპასუხის მიერ მოსარჩელეებს განესაზღვრათ კონკრეტული ფუნქციები, მათი პოზიციების გათვალისწინებით და შესაბამისი უნარ-ჩვევებიც, რაც ასევე ცალსახად მიუთითებს მოპასუხის, არა როგორც დამკვეთის, არამედ როგორც დამსაქმებლის არსებობაზე. საგულისხმოა ისიც, რომ ხელშეკრულებაში გამოყენებულია ისეთი ცნებები და პირობები, როგორიც არის: ,,სამუშაოს იძულებითი მოცდენა’’, ,,სამუშაო თათბირი’’ და ,,ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის სხვა კონკურეტს კომპანიაში მუშაობის აკრძალვა’’, წარმოადგენს მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურებას.

13.8. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს (მოწინააღმდეგე მხარეებს) არ მიუღიათ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისათვის (7 დღე) სახელფასო ანაზღაურება. შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2018 წლის 22 ოქტომბრიდან, არსებობდა მოსარჩელეთა მოთხოვნის - 7 დღის ხელფასის ანაზღაურების დაკმაყოფილების წინაპირობა.

13.9. სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. სააპელაციო პალატამ სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 7 დღის შრომის ანაზღაურების - 0.07%-ის გადახდა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან (შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტიდან მე-7 დღე) გადაწყვეტილების აღსრულებამდე მართებულად მიიჩნია.

13.10. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის (აღნიშნული საფუძვლით შრომით ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარულიდღის ვადაში) შესაბამისად მიიჩნია, რომ დასაქმებულებს უნდა აუნაზღაურდეთ ორი თვის შრომის ხელფასიც.

14. დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას არ გაითვალისწინა საქმის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და შესაბამისად არასწორად მიეცა სამართალურთიერთობას შრომითსამართლებრივი კვალიფიკაცია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნარდობის (მომსახურების), არამედ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა.

14.3. მოსარჩელეები ანაზღაურებას იღებდნენ გაწეული მომსახურებისათვის და ანაზღაურება გაიცემოდა კონკრეტული პროდუქტის შექმნის მიზნებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის. მოსარჩელეები კომპანიაში არ იკავებდნენ თანამდებობრივ პოზიციას, არ იყო გათვალისწინებული მათი თანამდებობრივი ინსტრუქცია. ხელშეკრულებების დანართით რეგულირდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე გასაწევი მომსახურების შინაარსი. მოსარჩელეებს არასდროს უსარგებლიათ შვებულებით, რაც ცხადად ადასტურებს, რომ ისინი აცნობიერებდნენ, თუ რა სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შედავებული არ არის, სადავოა მხოლოდ მათი სამართლებრივი შეფასება.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ნარდობის, ისე _ შრომითი ხელშეკრულების უმთავრესი მსგავსება სამუშაოს შესრულებაა (მომსახურების გაწევა), თუმცა ამ ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაცაა: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა). რაც შეეხება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას, აღნიშნული საკითხი სრულად რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლებით, ასევე, სახელშეკრულებო სამართლის ყველა იმ ზოგადი დანაწესებით, რომლებიც ზემოხსენებული სპეციალური ნორმებით არაა მოწესრიგებული. ამ ურთიერთობის ნამდვილობისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი ისაა, რომ ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი ურთიერთობა ხასიათდება კონსესუალური ბუნებით, ანუ წარმოშობილად ითვლება მხარეთა მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან (სკ-ის 327.1 მუხლი) და ნარდობის მთელი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია მისი სუბიექტების თანასწორობა (დამოუკიდებლობა), რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების მიზნის მიღწევაზე და არ ახასიათებს ორგანიზაციული დაქვემდებარება, ხოლო შრომითი ურთიერთობა, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, წარმოშობილად ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ვალდებულების დარღვევის თვალსაზრისით, განსხვავებულია კრედიტორისა და მოვალის როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნებიც: თუკი შრომით ურთიერთობაში დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული სანქციები ან ცალმხრივად შეწყვიტოს ურთიერთობა (შკ-ის 37-ე მუხლი), ნარდობიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისას, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ხელშეკრულების საგანს, გამოიყენება, როგორც სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებით გათვალისწინებული, ისე _ უშუალოდ ნარდობის სპეციალური რეგულაციები (სკ-ის 636-ე-637-ე; 642-ე-644-ე მუხლები). (იხ. სუსგ. ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ; )

20. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, ვინაიდან დასაქმებულთა მხრიდან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო სშკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთობაზე მიუთითებს და არა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ მხარეთა შეთანხმებაზე.

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმების მართებულობასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ მოპასუხესთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში და მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, მოპასუხის მხარეზე იყო, რისი მტკიცების რეალიზება ვერ უზრუნველყო.

22. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2018 წლის 22 ოქტომბერს. დამსაქმებელს არ მოუხდენია საბოლოო ანგარიშსწორება, 2018 წლის 15 ოქტომბრიდან ამავე წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.მ-ო–ის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 6 აპრილი), 70% – 210 ლარი და ა.ს–ძის (.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 785.31 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 15 ივლისი) 70% – 1 949.71 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი–ა....-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ი–ა...-ის“ (2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ა.მ-ო–ის (......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 6 აპრილი), 70% – 210 ლარი და ა.ს–ძის (.......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 785.31 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 15 ივლისი) 70% – 1 949.71 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ვ. კაკაბაძე