Facebook Twitter

№ას-1661-2018 16 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი (მოსარჩელეები) – გ.პ–ძე, ა.ქ–ძე, ა.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ზესტაფონის მუნიციპალიტიტის მერია

მეორე კასატორი (მოპასუხე) – ზესტაფონის მუნიციპალიტიტის მერია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – გ.პ–ძე, ა.ქ–ძე, ა.გ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით:

- გ.პ–ძის, ა.ქ–ძისა და ა.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9817 გაფრთხილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე გ.პ–ძესა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტი ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;

- გ.პ–ძე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მინიციპალიტეტის სოფელ ........ ადმინისტრაციულ ერთეულში;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე გ.პ–ძის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე ა.ქ–ძესა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;

- ა.ქ–ძე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... ადმინისტრაციულ ერთეულში;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე ა.ქ–ძის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე ა.გ–სა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 29 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტი ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესახებ;

- ა.გ–ი აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე ა.გ–ის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: გ.პ–ძე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულში; ა.ქ–ძე აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ......

ადმინისტრაციულ ერთეულში და ა.გ–ი აღდგენილ იქნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის თანამდებობაზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

- გ.პ–ძის, ა.ქ–ძისა და ა.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გ.პ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 12000 ლარის გადახდა;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ა.ქ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 13000 ლარის გადახდა;

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ა.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 13000 ლარის გადახდა;

- გ.პ–ძის, ა.ქ–ისა და ა.გ–ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საკასაციო სასამართლოს მომართეს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

8. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

ერთის მხრივ კასატორები: გ.პ–ძე (.....), ა.ქ–ძე (.....),ა.გ–ი (.....) და მეორე მხრივ მოპასუხე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მერის გ.გ–ძის მიერ, ითვალისწინებენ, რა, კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის გამო მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს აწერენ და ეთანხმებიან მორიგების აქტს, შემდეგი პირობებით:

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იღებს ვალდებულებას, რომ მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, კასატორები უვადოდ დაინიშნებიან საჯარო მოსამსახურის შემდეგ თანამდებობებზე: 1. გ.პ–ძე დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ ადმინისტრაციულ ერთეულში; 2. ა.ქ–ძე დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ..... ადმინისტრაციულ ერთეულში; 3. ა.გ–ი დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. შ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში.

2. ზემოაღნიშნული კასატორები უარს ამბობენ, მოწინააღმდეგე მხარისაგან მოითხოვონ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან იძულებითი მოცდენის დროის განმავლობაში, განაცდურის ანაზღაურება, გარდა სამი თვის განაცდურისა, რომელიც მიღებული აქვთ კასატორებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გამო.

3. ზესტაფონის მერიის მიერ მოცემული მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში პირობების შემუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილი არიან მოითხოვონ სააღსრულებო ფურცელი და მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულებითი წესით აღსრულება.

4. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

5. წინამდებარე მორიგების აქტი შეუსწულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 (ხუთ) ეგზემპლიარად, საიდანაც 4 ეგზემპლიარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლიარი დავის განმხილველ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

8. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის არსებით განხილვამდე, შესაბამისად, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

ერთის მხრივ კასატორები: გ.პ–ძე (....), ა.ქ–ძე (....),ა.გ–ი (......) და მეორე მხრივ მოპასუხე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი მერის გ.გ–ძის მიერ, ითვალისწინებენ, რა, კასატორების მიერ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის გამო მხარეებს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი დავის გადაწყვეტის ერთობლივ სურვილს, ხელს აწერენ და ეთანხმებიან მორიგების აქტს, შემდეგი პირობებით:

1.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იღებს ვალდებულებას, რომ მოცემული მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, კასატორები უვადოდ დაინიშნებიან საჯარო მოსამსახურის შემდეგ თანამდებობებზე: 1. გ.პ–ძე დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ ადმინისტრაციულ ერთეულში; 2. ა.ქ–ძე დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ...... ადმინისტრაციულ ერთეულში; 3. ა.გ–ი დაინიშნოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. შ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში.

1.2. ზემოაღნიშნული კასატორები უარს ამბობენ, მოწინააღმდეგე მხარისაგან მოითხოვონ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროიდან იძულებითი მოცდენის დროის განმავლობაში, განაცდურის ანაზღაურება, გარდა სამი თვის განაცდურისა, რომელიც მიღებული აქვთ კასატორებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გამო.

2. ზესტაფონის მერიის მიერ მოცემული მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში პირობების შემუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორები უფლებამოსილი არიან მოითხოვონ სააღსრულებო ფურცელი და მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულებითი წესით აღსრულება.

3. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

4. წინამდებარე მორიგების აქტი შესრულებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 5 (ხუთ) ეგზემპლიარად, საიდანაც 4 ეგზემპლიარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლიარი დავის განმხილველ სასამართლოს.

5. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;

6. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;

7. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

8. კასატორს ა.ქ–ძეს (.....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი - 10.12.2018) – 300 ლარი;

9. კასატორს გ.პ–ძეს (.....) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება №2, გადახდის თარიღი - 10.12.2018) – 300 ლარი;

10. კასატორს ა.გ–ს (.......) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი - 10.12.2018) – 300 ლარი;

11. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი