Facebook Twitter

საქმე №ას-698-2020 24 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –შპს ''რ.წ–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ყ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ.ყ–ის სარჩელი შპს "რ.წ–ის" წინააღმდეგ, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მის ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა: 1440 (ათას ოთხას ორმოცი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი დასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით;

აღნიშნული განჩინება, ფოსტის მეშვეობით, გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს მ.პ–ს 2020 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ჩაბარდა მის მეუღლეს გ.ლ–ძეს, 2020 წლის 26 აგვისტოს.

2020 წლის 12 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტი, მხარეთა ხელმოწერებით და ითხოვა მორიგების დამტკიცება წარმოდგენილი პირობებით.

2020 წლის 2 სექტემბერს, კასატორის წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

2020 წლის 24 სექტემბერს შპს "რ.წ–ის" საკასაციო საჩვარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ გაცხადებულ მორიგების აქტს, ამასთან, 2020 წლის 21 დეკემბერს, სატელეფონო შეტყობინებით მხარეებს განემარტათ, რომ მორიგების პირობებიდან ამოღებული იქნებოდა პუნქტი 9 („მხარეები“ უარს აცხადებენ, წინამდებარე „მორიგების აქტის“ შესაბამისად მორიგების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების შემდგომ გასაჩივრებაზე და წინასწარ ეთანხმებიან მას), ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნულს დაეთანხმა, როგორც შპს "რ.წ–ის" წარმომადგენელი მ.პ–ი, ისე დ.ყ–ი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს მხარეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. 2020 წლის 24 დეკემბერს საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მორიგების აქტის პირობები და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:

1. „კასატორი“ თანახმაა „მოწინააღმდეგე მხარეს“ გადაუხადოს საკომპენსაციო თანხა (შემდგომში „კომპენსაცია“) ხელზე ასაღები 11,000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

2. „მოწინააღმდეგე მხარე“ „კომპენსაციის“ მიღების სანაცვლოდ უარს ამბობს სამუშაოზე აღდგენაზე.

3. „კომპენსაცია“ „კასატორის“ მიერ გადაიხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე „მორიგების აქტის“ შესაბამისად მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული განჩინების/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

4. „კასატორის“ მიერ „მოწინააღმდეგე მხარისათვის“ „კომპენსაციის“ გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით: ბანკის დასახელება: სს საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000161291900; მიმღები: ყ.დ.

5. „კასატორის“ მიერ „კომპენსაცია“ გადახდილად ჩაითვლება „მორიგების აქტის“ მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „კომპენსაციის“ ჩარიცხვისთანავე, მიუხედავად იმისა, შეეზღუდება თუ არა „მოწინააღმდეგე მხარეს“ აღნიშნული თანხით სარგებლობა საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის, სხვა ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის/აკრძალვის არსებობის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამო.

6. „მოწინააღმდეგე მხარე“ უპირობოდ და გამოუთხოვადად უარს აცხადებს „კასატორის“ მიმართ ყველა სახის პრეტენზიასა და მოთხოვნაზე, რაც უკავშირდება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (სამსახურიდან გათავისუფლებას) ან/და აღნიშნული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად ან მისგან გამომდინარე მისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანს (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი ზიანი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი, თუ მიუღებელი შემოსავალი და სხვა).

7. „მხარეები“ კისრულობენ ვალდებულებას, შეასრულონ ყველა ქმედება, რაც აუცილებელია უმოკლეს ვადაში წინამდებარე „მორიგების აქტის“ სასამართლოს მიერ დასამტკიცებლად და მის ნებაყოფლობით აღსასრულებლად.

8. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ არ აუნაზღაურებენ ერთმანეთს მათ მიერ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).

9. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „მორიგების აქტის“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „მორიგების აქტის“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.

10. წინამდებარე „მორიგების აქტი“ ცვლის და აუქმებს „მხარეთა“ შორის მანამდე არსებულ ყველა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას, გარიგებას ან/და დათქმას ამ „მორიგების აქტის“ საგანთან დაკავშირებით.

11. წინამდებარე ,,მორიგების აქტი“ შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლიდანაც თითო ეგზემპლარი რჩება „მხარეებთან“, ხოლო ერთი გადაეცემა დავის განმხილველ სასამართლოს მორიგების დამტკიცების მიზნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებული მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა მორიგებას საქმის არსებით განხილვამდე მიაღწიეს, კასატორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 218-ე მუხლებით, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს "რ.წ–სა" (შემდგომში "კასატორი" და დ.ყ–ს (შემდგომში "მოწინააღმდეგე მხარე")შორის შემდეგი პირობებით:

1. „კასატორი“ თანახმაა „მოწინააღმდეგე მხარეს“ გადაუხადოს საკომპენსაციო თანხა (შემდგომში „კომპენსაცია“) ხელზე ასაღები 11,000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

2. „მოწინააღმდეგე მხარე“ „კომპენსაციის“ მიღების სანაცვლოდ უარს ამბობს სამუშაოზე აღდგენაზე.

3. „კომპენსაცია“ „კასატორის“ მიერ გადაიხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე „მორიგების აქტის“ შესაბამისად მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული განჩინების/გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

4. „კასატორის“ მიერ „მოწინააღმდეგე მხარისათვის“ „კომპენსაციის“ გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით: ბანკის დასახელება: სს საქართველოს ბანკი; ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000161291900; მიმღები: ყ.დ.

5. „კასატორის“ მიერ „კომპენსაცია“ გადახდილად ჩაითვლება მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „კომპენსაციის“ ჩარიცხვისთანავე, მიუხედავად იმისა, შეეზღუდება თუ არა „მოწინააღმდეგე მხარეს“ აღნიშნული თანხით სარგებლობა საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის, სხვა ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის/აკრძალვის არსებობის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამო.

6. „მოწინააღმდეგე მხარე“ უპირობოდ და გამოუთხოვადად უარს აცხადებს „კასატორის“ მიმართ ყველა სახის პრეტენზიასა და მოთხოვნაზე, რაც უკავშირდება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას (სამსახურიდან გათავისუფლებას) ან/და აღნიშნული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად ან მისგან გამომდინარე მისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანს (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი ზიანი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი, თუ მიუღებელი შემოსავალი და სხვა).

7. „მხარეები“ კისრულობენ ვალდებულებას, შეასრულონ ყველა ქმედება, რაც აუცილებელია უმოკლეს ვადაში წინამდებარე „მორიგების აქტის“ სასამართლოს მიერ დასამტკიცებლად და მის ნებაყოფლობით აღსასრულებლად.

8. „მხარეები“ თანხმდებიან, რომ არ აუნაზღაურებენ ერთმანეთს მათ მიერ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).

9. „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „მორიგების აქტის“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „მორიგების აქტის“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.

10. წინამდებარე „მორიგების აქტი“ ცვლის და აუქმებს „მხარეთა“ შორის მანამდე არსებულ ყველა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას, გარიგებას ან/და დათქმას ამ „მორიგების აქტის“ საგანთან დაკავშირებით.

11. წინამდებარე ,,მორიგების აქტი“ შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლიდანაც თითო ეგზემპლარი რჩება „მხარეებთან“, ხოლო ერთი გადაეცემა დავის განმხილველ სასამართლოს მორიგების დამტკიცების მიზნით.

12. შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

13. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

14. შპს "რ.წ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1440 ლარი (საგადახდო დავალება N32, გადახდის თარიღი 2020 წლის 1 სექტემბერი);

15. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური