Facebook Twitter

საქმე №ას-1353-2020

8 თებერვალი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი დ.ა–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე დ.ა. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

დ.ა–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სასამართლოში დ.ა–ის მიმართ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც დ.ა–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დ.ა–ამ წარადგინდა საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ.ა–ას საჩივარი და ძალაში დარჩა 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით დ.ა–ას სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაზე დ.ა–ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დ.ა–ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დ.ა–ას სააპელაციო საჩივრის განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით დ.ა–ას სააპელაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით დ.ა–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ.ა–ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით დ.ა–ას მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.ა–ას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1644 აშშ დოლარის შესაბიმისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ა–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემრბრის განჩინებით დ.ა–ას მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დ.ა–ას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 1644 აშშ დოლარის შესაბიმისი ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს ე.გ–ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა ე.გ–ის ოჯახის წევრს ნ.ზ–ს (რძალი) 2020 წლის 12 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 13 დეკემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 22 დეკემებრს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. დ.ა–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე