Facebook Twitter

საქმე №ას-1293-2020 18 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ.ც.ზ–ა“, შპს „ზ–ა“ (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისში, ........ N67-ში, პირველ სართულზე მდებარე 97 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეა შპს ,,ზ–ა“ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, პირველი შპს ან მეიჯარე).

2. ქ. თბილისში, ........ N67-ში, პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარეობს სს ,,ს.კ. ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) საკუთრებაში არსებული ფართის ქვედა სართულზე.

3. პირველ მოპასუხესა და შპს ,,ვ.ც.ზ–ას“ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, მეორე შპს ან მოიჯარე) შორის 2016 წლის 1 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონებიდან 40 კვ.მ, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის პირობით, სამი წლით.

4. პირველი შპს-ს საკუთრებაში არსებული და მეორე შპს-სათვის იჯარით გადაცემული ფართი, 2016 წლის 6 თებერვალს, დაზიანდა წყლის ჩადინების შედეგად.

5. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა 2016 წლის 25 თებერვალს წერილით მიმართა მეორე მოსარჩელეს და გამოთქვა მზაობა, აღედგინა წყლის ჩადინებამდე არსებული მდგომარეობა.

6. მოპასუხე კომპანიის გენერალური დირექტორის 25.02.16 წ. N1564 წერილით დასტურდება, რომ კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას, აღედგინა წყლის ჩადინებამდე არსებული მდგომარეობა და ამ მიზნით მეორე მოსარჩელეს შესთავაზა, 2016 წლის 27 თებერვალს, ობიექტზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაშვებულიყვნენ შესაბამისი პირები; ასევე, ელექტრომოწყობილობის დათვალიერების შესახებ 2016 წლის 12 თებერვლის აქტით დასტურდება, რომ კომპანიის წარმომადგენელმა, ელექტროინჟინერმა კ. ი–მა და მეორე შპს-ის წარმომადგენლმა - ელექტროინჟინერმა ა. ბ–მა ერთობლივად შეამოწმეს, 2016 წლის 6 თებერვალს წყლის ჩადინების შემდეგ, მოიჯარის საკუთრებაში არსებული ელექტროაპარატურა და ინსტრუმენტები.

7. მოპასუხის ინიციატივით საქმეზე მოწმედ გამოძახებულმა კომპანიის სამეურნეო სამსახურის მენეჯერმა გ.მ–ძემ მიუთითა, რომ წყლის მილის სიძველის გამო წარსულშიც გაჟონა წყალმა, რის შემდეგაც სადაზღვევო „კომპანიამ დაზარალებულებს გაუკეთა რემონტი“; სადავო შემთხვევაშიც, მოსარჩელეებს შესთავაზეს დახმარება, გამოიძახეს ხელოსნები, თუმცა მათ დაშვებაზე კუთვნილ ფართში მოსარჩელემ უარი განაცხადა.

8. შპს ,,ა.ლ.ჯ“-ს 2016 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ,,შესწავლილ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აუდიტორის მიერ მოხდა მოიჯარის შემოსავლების გაშიფვრა. დადგინდა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის მიხედვით, წყლის ჩადინების შედეგად ჩაშლილი სამუშაო რეჟიმის მიხედვით ზიანი დღიურად (საშუალოდ) შეადგენდა 240 ლარს, 6 თებერვლიდან 16 თებერვლამდე შემოსავლები შეადგენდა 2400 ლარს“.

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. მოსარჩელეებმა, 2016 წლის 30 მარტს, სარჩელით მიმართეს სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ და მოითხოვეს, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 4 057 ლარის გადახდა, ხოლო - მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 2 400 ლარის გადახდა.

9.2. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახულ გარემოებებს დააფუძნეს.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე - ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 4 057 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2 400 ლარის გადახდა დაეკისრა.

11.2. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ წარუდგენია, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების საპირწონედ არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, მოწმედ დაკითხული გ. მ–ძის ჩვენებით კი გამყარდა მოსარჩელეთა პოზიცია კომპანიის კუთვნილი ფართიდან წყლის არაერთხელ გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ მეიჯარის კუთვნილ ფართში წყალი ჩაედინა სწორედ მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართიდან.

11.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება პირველი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 1011.6 ლარის განსაზღვრის თაობაზე და მიუთითა, რომ როგორც შპს ,,4..“-ის განცხადებაშია აღნიშნული, დამდგარი ზიანის ოდენობა განისაზღვრა 2016 წლის 15 აპრილს, მოპასუხის მიერ მიწოდებული ფოტომასალისა და ობიექტის ზომების გათვალისწინებით; შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმადაც, შპს ,,დ–...“-ის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე, 3730 ლარს შეადგენდა, ხოლო გაუთვალისწინებელი 5%-იანი ხარჯით- 4066 ლარს.

11.4. ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული 2016 წლის 15 თებერვლის შპს ,,ა.ლ.ჯ–ას“ აუდიტორული დასკვნის თანახმად, ,,შესწავლილ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აუდიტორის მიერ მოხდა მოიჯარის შემოსავლების გაშიფვრა. დადგინდა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის მიხედვით, წყლის ჩადინების შედეგად ჩაშლილი სამუშაო რეჟიმის მიხედვით ზიანი დღიურად (საშუალოდ) შეადგენდა 240 ლარს, 6 თებერვლიდან 16 თებერვლამდე შემოსავლები შეადგენდა 2400 ლარს“.

11.5. სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, არგუმენტირებული მსჯელობა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ზიანის ოდენობასთან მიმართებით, შპს ,,ა.ლ.ჯ“-ს შეფასების ანგარიშში მითითებული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. შესაბამისად მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

11.6. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე მუხლებით და განმარტა, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე წინაპირობა - პირის ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელის მიერ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს იწვევს.

11.7. განსახილველ შემთხვევაში პირველმა მოსარჩელემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მოპასუხის დელიქტური ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომელიც მოპასუხეს სარწმუნო მტკიცებულებებით არ გაუქარწყლებია; შესაბამისად, სახეზეა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო პირველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ა.ლ.ჯ–ას“ დასკვნას და მიიჩნია, რომ მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 4057 (3721+336) ლარი.

11.8. შპს “ა.ლ.ჯ–ას“ დასკვნის თანახმად მეორე მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ ფართში წყლის ჩადინების შედეგად, ოფისის 10 დღით მოცდენის ხარჯმა შეადგინა 2400 (240X10) ლარი, რომელიც ასევე მოპასუხეს უნდა გადახდეს მეორე შპს-ს სასარგებლოდ.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

14. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ არის დადასტურებული სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რაც აუცილებელია მოპასუხისათვის ზიანის დასაკისრებლად. upirveles yovlisa gasaTvaliswinebelia, rom zianis anazRaurebis instituti emsaxureba ara zianis mimyeneblis dasjas, aramed im danaklisis Sevsebas, romelic marTlsawinaaRdego qmedebis Sedegad sxva pirs miadga. amitom, kreditori valdebulia keTilsindisierebis principis gaTvaliswinebiT moaxdinos zianis moculobis SesaZlebeli minimalizacia. imavdroulad, danaklisis gansazRvris standarti Semoifargleba sabazro Rirebulebis Sefasebis kriteriumiT.

14.3. კასატორის განმარტებით, utyuarad ar aris dadasturebuli farTSi საწარმოს (მეორე მოსარჩელის) funqcionirebis faqti, amasTan, saqmeSi arsebuli mtkicebulebebi, zogadad zianis, maT Soris miuRebeli Semosavlis gansazRvris nawilSi, ar aris sruli da winaaRmdegobrivia, ris gamoc pasuxgaucemelia moTxovnis (arsebobis pirobebSic) moculobis odenoba, maT Soris, სსკ-ის 115-e, 415-e muxlebisა da სსსკ-ის 102-e muxlis pirveli nawilis debulebaTa gaTvaliswinebiT.

14.4. კასატორი მიიჩნევს, რომ usafuZvloa sasamarTlos მითითება კომპანიის 2016 wlis 25 Tebervlis werilze, vinaidan, sasamarTlos daskvna ar gamonmdinareobs miTiTebuli werilis Sinaarsidan da mxolod fragmentulad eyrdnoba miwerilobaSi asaxul gancxadebas, imavdroulad, aRsaniSnavia, rom აპელანტის araerTi moTxovnis miuxedavad, სსკ-ის 115-e muxlis debulebaTa sawinaaRmdegod, ar moxda Sesabamisi specialistebis daSveba, maT Soris dazianebis mizezis, xolo zianTan kompaniis Semxeblobis SemTxvevaSi, misi aRmoxvrisaTvis saWiro Tanxis gansazRvris mizniT, rac aseve dadasturda mowme g.m–Zis CvenebiT. aqve sayuradReboa, rom mowmis mier calsaxa da erTmniSvnelovani informaciis ganmartebis miuxedavad, gasaCivrebul ganCinebaSi srulad damaxinjebulia Cveneba, ra drosac gamotanilia mcdari da sinamdvilesTan Seusabamo daskvna, vinaidan, g. m–Zem ganmarta, rom Senobis wyalmomaragebis sistema mTlianobaSi (da ara konkretulad მოპასუხის kuTvnili) moZvelebelia da saWiroebda ganaxlebas, amasTan, კასატორი araerTxel gamosula Sesabamisi iniciativiT. aseT viTarebaSi, sasamarTlos mier mowmis Cvenebaze დაყრდნობა usafuZvloa, imavdroulad, pasuxgaucemelia kiTxva, Tu sasamarTlosaTvis damajerebelia mowmis Cveneba mTlianobaSi (da ara fragmentulad, rogorc mocemul SemTxvevaSi asaxulia gasaCivrebul ganCinebaSi), riT aris ganpirobebuli, rom zianze pasuxismgebel pirad miCneul iqna mxolod erT-erTi farTis mesakuTre - მოპასუხე კომპანია da ara binaTmesakuTreTa amxanagoba mTlianobaSi, romlis erT-erTი wevrი პირველი მოსარჩელეა.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოპასუხის ბრალეულობას გამორიცხავდა და მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. ამასთან, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ზიანთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველსა და მეორე მოსარჩელეებს შორის იჯარის ხელშეკრულება იყო გაფორმებული, რადგან ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. არასწორად განიმარტა მოწმის ჩვენება, რადგან მან განაცხადა, რომ ზოგადად, მთელ შენობაში ძველი სისტემა არისო. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციები და მტკიცებულებები წინააღმდეგობრივი და უსაფუძვლოა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან, სსკ-ის მე-1000 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან „1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი“ , 408.1-ე და 409-ე მუხლებიდან.

22. საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა: “პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, მე-1000 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. წყლის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს” (იხ. სუსგ # ას-1287-1208-2016, 26.02.2016წ.).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ფართი და როგორ შეიცვალა ვითარება მოპასუხის კუთვნილი ფართიდან წყლის ჩადინების შედეგად, დადგენილი აქვს სასამართლოს, ხოლო სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, გამოკვეთილია ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს. კასატორის საყურადღებოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ნორმის მოძიება და მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-910-2018, 20.09.2018წ; Nას-737-689-2017, 11.04.2018წ.) და საკასაციო სამართალწარმოების საპროცესოსამართლებრივ თავისებურებათაა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზეც იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) სამართლებრივ მოტივაციაზე.

24. ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამ ვითარებაში, რადგან მოსარჩელის მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, მოთხოვნა წარმოშობილია, მოპასუხის სტადიის შემოწმების ეტაპზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, არაკვალიფიციური შედავებისა და საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

25. სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (დელიქტური სამართალდარღვევის) დამადასტურებელ მტკიცებულებებად მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა სასამართლოში, რომლითაც მოპასუხის პასუხისმგებლობა, მისი ბრალეულობის მიუხედავად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადგომაში დასტურდება.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 581-606 მუხლების მიხედვით იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას, რომლის რეგისტრაციაც აუცილებელია. შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობა, განსახილველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ არ დგას. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტიც და ოდენობაც, საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს მოპასუხეს, თუმცა მას მისი პოზიციის დასასაბუთებლად შესატყვისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360,35 ლარის (საგადახდო დავალება N1567587914, გადახდის თარიღი 2019 წლის 4 სექტემბერი), 70% – 252,25 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური