საქმე №ას-1122-2020
10 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ი–უ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობოთი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.
აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა - განჩინების შესავალ ნაწილში არასრულად იქნა მითითებული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეთა: ვლადიმერ კაკაბაძის, მირანდა ერემაძისა და ლევან მიქაბერიძის ნაცვლად, მითითებული იქნა მხოლოდ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა. განჩინების შესავალ ნაწილში არასრულად არის მითითებული საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების შესავალ ნაწილში საქმის განმხილველ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძესთან ერთად უნდა მიეთითოს მოსამართლე მირანდა ერემაძე და ლევან მიქაბერიძე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწრობა და საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობაში მიეთითოს ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე და მირანდა ერემაძე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე