საქმე №ა-5220-ა-6-2018 21 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განმცხადებელი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს.ა–ძე, მ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჯ–ძე
წარმომადგენელი - ი.პ–ი
განმცხადებლის მოთხოვნა –საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის, 30 სექტემბრის, 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების გა.ხლება
დავის საგანი – ზიანის ა.ზღაურება, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეში, ი.ჯ–ძის სარჩელის გამო, ვ.ც–ის მიმართ, ზიანის ა.ზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, მოპასუხის ვ.ც–ის უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, ზემოთხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და საქართველოდ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, ნაცვლად „ვ.ც–ის (პ/ნ ......) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო“ მიეთითა: „ვ.ც–ის (პ/ნ .......) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით, ვ.ც–ის უფლებამონაცვლის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ი.ჯ–ძის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე და 11 მაისის დამატებით გადაწყვეტილებაზე, ზიანის ა.ზღაურების და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 19 დეკემბერს, განცხადებით მომართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრისა და 30 სექტემბრის, ასევე - 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების გა.ხლება.
5. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 28 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ი.ჯ–ძის ადვოკატმა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ვ.ც–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკადასტრო კოდების საჯარო რეესტრის ელექტრონულ ვებ. გვერდზე გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვ.ც–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..... და ......, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ვ.ც–ის მემკვიდრეების - შვილების ა. და გ. ც–ის საკუთრებად. რაც შეეხება უძრავ ქონებებს საკადასტრო კოდით ..... და ...... აღნიშნულ ქონებაზე ი.ჯ–ძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად კი მითითებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის განჩინებები.
6. განმცხადებლის განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ქონების უმკვიდროდ ცნობის თაობაზე ან/და ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა, არ არსებობდა სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის საფუძველი. ამასთან, სიღნაღის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის შვილები ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად, მათ სამკვიდროს მიღებაზე უარი არ განუცხადებიათ. სახეზეა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო და კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელთა თა.ხმად ორი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობილი არიან მამკვიდრებლის შვილები, ხოლო დარჩენილი ორი უძრავი ქონების მესაკუთრედ - სახელმწიფო.
7. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თა.ხმად სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება და მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა აბსოლუტურად განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტა.ს.
8. ამ განცხადების თაობაზე ი.ჯ–ძის წარმომადგენელმა 2018 წლის 11 აპრილს მოსაზრება წარმოადგინა და მასში ასახული მოთხოვნის უარყოფა მოითხოვა, რადგან, მისი მოსაზრებით, საკასაციო სასამართლომ ყველა ღონეს მიმართა ვ.ც–ის სავარაუდო მემკვიდრეებისათვის სასამართლო გზავნილების ჩასაბარებლად, თუმცა უშედეგოდ, ისინი გზავნილების ჩაბარებაზე უარს აცხადებდნენ. მათ სასამართლო შეტყობინება ვერც პოლიციის ძალით ჩაჰბარდათ. ამის შემდეგ სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია სამკვიდროს მიღების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება ვ.ც–ის უფლებამონაცვლედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართვის თაობაზე.
9. სააგენტოს განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით წარიმართა. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დროს სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა, თუმცა მათ მორიგებას ვერ მიაღწიეს. სასამართლო სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ვინაიდან ვ.ც–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება საკასაციო სასამართლოს სადავო განჩინებები უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და სააგენტოს განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თა.ხმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების გა.ხლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გა.ხლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წა.მძღვრები.
11. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების გა.ხლებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ არსებობენ აწ გარდაცვლილი ვ.ც–ის კანონიერი მემკვიდრეები, რომლებმაც სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, შესაბამისად ქონება უმკვიდრო არ არის და სახელმწიფოს სახელზე არ უნდა დარეგისტრირდეს.
12. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თა.ხმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გა.ხლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა.ს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თა.ხმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის გა.ხლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების გა.ხლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:
- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა.ს;
- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის #2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების /საქმის წარმოების გა.ხლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გა.ხლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა.ს/ გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, ასევე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის /თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების გა.ხლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით/ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით /კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გა.ხლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა.ს/ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თ.ჯ–ი, ნ. ჯ–ი და ი;ჯ–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (გა.ცხადი # 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თა.ხმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით. გარდა ამისა, საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ #1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, #59498/00).
17. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების გა.ხლების შესაძლებლობას, მათ შორისაა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში „a priori“ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას.
19. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით ამ განჩინების მე-18 პუნქტში მოხმობილი არგუმენტი არისსაკვანძო საკითხი, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (ამ განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების გა.ხლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო განცხადების განხილვის დროს ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების გა.ხლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების გა.ხლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების გა.ხლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების გა.ხლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყიტოს საქმის წარმოების გა.ხლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
21. განსახილველ შემთხვევაში სააგენტოს პრეტენზია ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ვ.ც–ის მემკვიდრეების - შვილების ა. და გ. ც–ის საკუთრებად დარეგისტრირდა მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდებით: ...... და ...... საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების გა.ხლების საფუძველი სააგენტოს განცხადების მიხედვით არ არსებობს, სააგენტოს მოცემულ შემთხვევაში არ დაუსაბუთებია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომლითაც განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის სასარგებლოდ გაუმჯობესდება სამართლებრივი სურათი. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რასაც განმცხადებელი ეყრდნობა, როდესაც უთითებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია იმავე სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით.
22. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა კრედიტორის - ი.ჯ–ძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, თავის მხრივ, უკვე გაუქმებული გადაწყვეტილების მიხედვით მოსარჩელე იყო სს „თ.ბ–ი“ და მოპასუხეები გ. და ა. ც–ი, ეს უკა.სკნელნი კი, კრედიტორ ი.ჯ–ძის მოვალის - აწ გარდაცვლილი ვ.ც–ის მემკვიდრეები არიან. მემკვიდრეების წარმომადგენელი - მ.გ–ი, 2018 წლის 6 ივნისის ზეპირ სხდომაზე, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დაეთანხმა იმ საქმეში განმცხადებლის - ი.ჯ–ძის მოთხოვნას და დამატებით განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი მოვალის - ვ.ც–ის პასივები აღემატება აქტივებს და ასეთ ვითარებაში მემკვიდრეებს არ ჰქონდათ და არც ახლა აქვთ სურვილი მემკვიდრეობის მიღების (იხ. ტ. 7, ს. ფ. 136).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული გამონაკლისის გარდა, არ არის ინკვიზიტორი, იგი იხილავს და აფასებს მხოლოდ იმას, რასაც მხარეები წარუდგენენ მას. სასამართლო კონტროლის ფარგლებში არიდებული უნდა იქნეს ისეთი ვითარება, როდესაც მოვალის შესაძლო მემკვიდრეები თავს არიდებენ მემკვიდრეობის მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის კრედიტორის ინტერესს, რომელმაც კანონით დადგენილი წესით, სასარჩელო წარმოების გზით მიაღწია წარმატებას, თუმცა, მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულებას აფერხებს მოვალის შესაძლო მემკვიდრეთა მიერ მემკვიდრეობის მიუღებლობა.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საქმის წარმოება ი.ჯ–ძის სარჩელზე ვ.ც–ის წინააღმდეგ, ზიანის ა.ზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე, შეჩერდა ვ.ც–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, კერძო საჩივრების განხილვის ეტაპზე. 2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ი.ჯ–ძის წარმომადგენელმა-ი.პ–მა, მოითხოვა სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობიდან ვ.ც–ის სამკვიდროს კონკრეტული პირების მიერ მიღება/არმიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ,აქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი მოთხოვნის საფუძველზე, წარმოუდგინა ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში დაცული მონაცემების შესახებ და დაადასტურა, რომ ვ.ც–ის მემკვიდრეთაგან განცხადება მემკვიდრეობის მიღების მოთხოვნით არ ირიცხებოდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2016 წლის 26 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისივე მოთხოვნის საფუძველზე, აცნობა, რომ მამკვიდრებლის და.შთი ქონების მოთხოვნით რაიმე მიმართვა ან განცხადება გამგებოაში არ ირიცხებოდა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება გა.ხლდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ვ.ც–ის (პ/ნ ......) სავარაუდო უფლებამონაცვლეებისათვის (ოჯახის წევრებისათვის) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინების (საქმე Nას-650-616-2015) ჩაბარება; ხოლო ვ.ც–ის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს (ოჯახის წევრებს) დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ ვ.ც–ის სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილების 2016 წლის 25 ივლისის მომართვითა და თანდართული ოქმით (ბინაზე გამოცხადების შესახებ) დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილის შესახებ ეცნობა ვ.ც–ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს - მეუღლეს, რომელმაც უარი გა.ცხადა ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ ვ.ც–თან მის გარდაცვალებამდე იყო განქორწინებული.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომ არც მოსარჩელეს და არც სასამართლოს არ უცდია საქმეში ვ.ც–ის მემკვიდრეების უფლებამონაცვლეებად ჩართვა, რადგან, წინამდებარე განჩინებაში ქრონოლოგიურადაა აღწერილი ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც სასამართლომ გა.ხორციელა. ასევე, უკვე ცნობილია, რომ მემკვიდრეებმა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში უარი გა.ცხადეს სამკვიდროს მიღებაზე. სასამართლო ვერ წაახალისებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა არაკეთილსინდისიერებას, რაც საფუძვლად დაედება კრედიტორის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღუსრულებლობას და ხელს შეუწყობს მოვალის მემკვიდრეების მიერ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
27. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება (სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების სახით), რასაც შესაძლოა სადავო განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების გა.ხლება გამოეწვია. მარტოოდენიმ გარემოებაზე მითითება, რომ გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან საქმის მასალებით (სასამართლო აქტით) დასტურდება, რომ მემკვიდრეებმა უარი გა.ცხადეს სამკვიდროს მიღებაზე.
28. დღეის მდგომარეობით, საკასაიო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების საფუძველზე სწორედ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი კრედიტორის წინაშე ვალდებულებების შესრულებაზე და მისი განცხადება საქმის წარმოების გა.ხლების თაობაზე უარყოფილია. სახელმწიფოს უფლება არა აქვს უარი გა.ცხადოს ქონების მიღებაზე, მისი პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე სამკვიდრო მასის ფარგლებითაა შეზღუდული, მას არ აქვს დასაბუთებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომ სადავო განჩინებები გაუქმდეს. დაუსაბუთებელია სააგენტოს წარმომადგენელთა პოზიცია, რომ სახელმწიფოსთვის, როგორც მხარისთვის, ცნობილი გახდა ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის (სააგენტოსათვის) ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტა.ს, რის გამოც განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 285-ე, 423-ე, 408.1, 408.2 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 და 30 სექტემბრის, 2017 წლის 26 ივლისის განჩინებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების გა.ხლების თაობაზე, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე