საქმე №ას-462-2020 4 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის (222384490) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო მხარეთა შორის დავის საგანია - პირგასამტეხლოს დაკისრება. აღნიშნულის ნაცვლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შესავალში, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო დავის საგანში - გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შესავალში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული - „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის“ გადაწყვეტილება, ხოლო დავის საგანში მითითებული - „გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს - „პირგასამტეხლოს შემცირება“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის სარეზოლუციო ნაწილის შესავალში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის სარეზოლუციო ნაწილის შესავალში მითითებული „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება“ გასწორდეს და მიეთითოს „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება“ და დავის საგანში მითითებული - „გამგეობის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა“ გასწორდეს და მიეთითოს - „პირგასამტეხლოს შემცირება“;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე