საქმე №ას-35-2020
18 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობოთი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებით მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ.ხ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „კ...“-ის 2018 წლის 25 იანვრის ბრძანება; შპს „კ....“-ს (ს/კ: .....) მ.ხ–ის (პ/ნ: ......) სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი ხელფასის – თვეში 2500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდა 2018 წლის 25 იანვრიდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მთლიანობაში 47500 ლარი. შპს „კ... -ს“ (ს/კ: .....) მ.ხ–ის (პ/ნ: ......) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ – 550 ლარის 1/2 – 275 ლარის გადახდა. მ.ხ–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დანარჩენი თანხა კი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში; შპს „კ... .-ს“ (ს/კ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 5700 ლარის გადახდა.
2021 წლის 15 თებერვალს მ.ხ–ის წარმომადგენელმა გ.ს–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, კერძოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში, დაშვებული უსწორობის გასწორება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ხ–ის წარმომადგენლის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში არასწორად არის მითითებული მ.ხ–ის პირადი ნომერი. კერძოდ ნაცვლად პ/ნ ......, მითითებულია პ/ნ .......
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის წარმომადგენლის გ.ს–ის მოთხოვნა და შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში მ.ხ–ის პირად ნომრად მიეთითოს პ/ნ: ......
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწრობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში მ.ხ–ის პირად ნომრად მიეთითოს პ/ნ: ......, ნაცვლად პ/ნ: .......
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე