საქმე №ა-5194-შ-126-2020
11 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.კ–უ
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ–ი
განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილებით ნ.კ–უსა და ვ.კ–ს შორის შეწყდა საქართველოს, ქ. თბილისში 2009 წლის 5 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
ნ.კ–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 7 მაისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ.კ–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ნ.კ–უსა და ვალერიოს კალაიდზიდს შორის. საქმის მასალებით დასტურდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი.
შუამდგომლობას ერთვის ნ.კ–უს პასპორტის ასლი, რითად დასტურდება, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ განქორწინების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა აუცილებელია სამოქალაქო რეესტრი სააგენტოს მიერ შესაბამისი რეგისტრაციისათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ნ.კ–უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის N6677/2015 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ნ.კ–უსა და ვ.კ–ისს შორის.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე