საქმე №ას-455-455-2018 22 მარტი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ხ.მ.გ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ლ.წ.ს–ში'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.მ.გ–ასა (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, შემკვეთი, გამგეობა, აპელანტი ან კასატორი) და შპს ,,ა–ს" შორის, 2016 წლის 14 აპრილს, დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ა–ს" კურორტ ბ–ის შიდა საავტომობილო გზების რეაბილატაციის სამუშაობზე უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულების მიხედვით შპს ,,ა–ი" ღებულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო კონტროლი საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვასა და ნორმატიული დოკუმენების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ასევე შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან კონტროლი; საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე კონტროლი (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს. ფ. 269-274).
2. შპს „ლ.წ.ს–ში“-სა (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, კომპანია ან მენარდე) და გამგეობას შორის, 2016 წლის 21 აპრილს, გაფორმდა ხელშეკრულება #81 (შემდეგში: ხელშეკრულება), ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბ–ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 892 791,58 (რვაას ოთხმოცდა თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდა თერთმეტი ლარი და 58 თეთრი) ლარი. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 10 მაისს და უნდა დამთავრებულიყო 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეში, 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს. ფ. 22-30).
3. ხელშეკრულების 4.6 მუხლის შესაბამისად I ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 10 % - ის ოდენობით, II ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 30 % - ის ოდენობით, III ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 25 (ოცდახუთი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 40 % - ის ოდენობით და IV ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 10 (ათი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების დარჩენილი 20 % - ის ოდენობით (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს. ფ. 23).
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო სს ,,ბ.რ–ა“-ს (შემდეგში: ბანკი ან გარანტი) მიერ 2016 წლის 21 აპრილს გაცემული (607518..კბ) 26 783,97 ლარის საბანკო გარანტიით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 44).
5. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა და ანაზღაურება - 84 815,20 ლარი მიიღო.
6. შემკვეთმა, 2016 წლის 28 ივნისს, კომპანიის დირექტორის სახელზე მიმართვა N09 22910 გაგზავნა, რომლის მიხედვით, კურორტ ბ–ში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი 23 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მენარდეს სახელშეკრულებო ღირებულების 30 % უნდა შეესრულებინა და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტი წარედგინა, რაც მიმდინარე ეტაპამდე არ წარუდგენია. მიმწოდებელს განემარტა, თუ კონკრეტული ეტაპის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ იქნებოდა შესრულებული ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების 90 %, ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდებოდა.
7. კომპანიის დირექტორმა მუნიციპალიტეტის გამგებელს, 2016 წლის 1 ივლისს, მიმართვა გაუგზავნა და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ტექ. ზედამხედველის მიერ დამოწმებული ფარული სამუშაოების აქტები წარუდგინა, დანართით 59 ფურცელზე. მიმწოდებელი შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 267854,14 ლარის გადახდას ითხოვდა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 53).
8. შპს ,,ა–ის’’ დირექტორის მიერ 2016 წლის 1 ივლისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისათვის გაგზავნილ N59 წერილში აღნიშნულია - წარმოგიდგენთ მენარდის მიერ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შესრულებულ სამუშაოებს. პირველი ივლისის შემოწმების შედეგად დადგინდა მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 7-დღიანი დაგვიანებით, პირგასამტეხლო შეადგენს 945 ლარს. გთხოვთ უზრუნველყოთ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება.
9. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 14 იანვრის N9 ბრძანებით შექმნილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის სხდომა 2016 წლის 25 ივლისს გაიმართა. სხდომაზე განიხილეს გამგეობასა და კომპანიას შორის 2016 წლის 21 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №81 ხელშეკრულების ირგვლივ არსებული საკითხები და გადაწყვიტეს, მიმწოდებელს ცალმხრივად შეუწყდეს მხარეთა შორის მიმდინარე წლის 21 აპრილის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N81 ხელშეკრულება კურორტ ბ–ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით და მას დაეკისროს ხელშეკრულების - 9.11 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 3%-ის ოდენობით, რაც 26 783.75 (ოცდაეექვსიათას შვიდასოთხმოცდასამი ლარი და 75 თეთრი) ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მიმწოდებელს დაეკისროს ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოების ვადის გასვლიდან (2016 წლის 23 ივნისი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული ეტაპის ღირებულების 0.05% პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 133.92X10=1339,20 (ათას სამასოცდაცხრამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 70-72).
10. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 27 ივლისის N594 ბრძანებით მოსარჩელეს 2016 წლის 5 ივლისიდან ცალმხრივად შეუწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 და 9.11 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 28122,95 ლარი დაეკისრა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 73-78).
11. შემსყიდველის 2016 წლის 28 ივლისის N09/25758 მიმართვის საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) დაინიშნა მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის 2016 წლის 2 აგვისტოს №5004205116 დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ მუნიციპალიტეტში კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ის გათვალისწინებით შეადგენს სულ 267854.14 ლარს. (მიმდინარე მიღება-ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით) 2016 წლის 30 ივლისს მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9 და ხარჯთაღრიცხვა N3-ში საავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები. ექსპერტიზის მიერ გაზიარებულ იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა/არჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივაა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 79-90).
12. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N656 ბრძანებით შეიქმნა ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’, რომელმაც განახორციელა კურორტ ბ–ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაობზე ფაქტიურად შესრულებულ სამუშაო მოცულობათა განსაზღვრა და 2016 წლის 18 აგვისტოს შეადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, ,,ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ვადგენთ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 246 646,16 ლარია. დასკვნას ერთვის კომისიის მიერ კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დანართი” (იხ. ტ. 1, ს. ფ. 100-106).
13. შემსყიდველმა მიმწოდებელი კომპანიის დირექტორს, 2016 წლის 23 აგვისტოს, N09/26639 წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ გამგეობა გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N656 ბრძანებით შექმნილი ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფის” 2016 წლის 18 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობად მიიჩნევს 246 646,16 ლარს, ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯამურად დაკავებული პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 28 122,95 ლარს, ასევე, დაუკავდა ექსპერტიზის ბიუროზე გადარიცხული თანხა - 9107,03 ლარი და საგარანტიო თანხის გამოკლებით საბოლოოდ დაკავებული თანხა შეადგენს 10 446.01 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ანაზღაურებულია პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 84 815,20 ლარი, ჯამურად ასანაზღაურებელი თანხა 151 384,95 ლარია. აღნიშნული თანხა მენარდეს შემკვეთმა ბანკის მეშვეობით ჩაურიცხა (2016 წლის 1 სექტემბრის საგადასახადო მოთხოვნა N00011).
14. გამგეობის, 2016 წლის 8 სექტემბრის, სატენდერო კომისიის N203-1 სხდომის ოქმის თანახმად, კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციიის სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ნ–ი", რომელთანაც მოპასუხემ 2016 წლის 22 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N216 ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვის ობიექტი კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები იყო, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 369 999,88 ლარით განისაზღვრა.
15. სარჩელის საფუძვლები
15.1. მიმწოდებელმა (მენარდემ) 2016 წლის 2 სექტემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს შემსყიდველის (შემკვეთის) წინააღმდეგ და მოითხოვა:
15.1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 21 აპრილს, გაფორმებული N81-ე ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა და ამ მოტივით გამგეობის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის (გარანტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია -607518/09კბ) 26 783,97 ლარის გამოთხოვა, მოპასუხეს უკანონოდ მითვისებული თანხის - 26 783,97 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება დაეკისროს;
15.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოს მეორე ეტაპის დარჩენილი გადაუხდელი დავალიანება, 116 469,19 ლარი დაეკისროს;
15.1.3. მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 28 122, 95 ლარი 5000 ლარამდე შემცირდეს;
15.1.4. შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს 23 122,95 ლარის გადახდა დაეკისროს, რომელიც უკვე აღებული აქვს გამგეობას ბანკის მიერ გაცემული N607518/09 საბანკო გარანტიით;
15.1.5. გამგეობას დაეკისროს სასამართლო ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების საფასურის - 3000 ლარის გადახდა.
15.2. მოსარჩელის განმარტებით პირველი ეტაპის სამუშაოები სრულყოფილად და დროულად იქნა შესრულებული, მეორე ეტაპის სამუშაოები კი რამდენიმე დღის დაგვიანებით შესრულდა, რაც გამოწვეული იყო უმძიმესი მეტეოროლიგიური და კლიმატური პირობებით. შესრულებულ სამუშაოებს მოვარდნილი ღვარცოფი სრულად ანადგურებდა და თავიდან სრულდებოდა ბეტონისა თუ მიწის სამუშაოები. მოვარდნილი ნიაღვრები ანადგურებდა ახლად ჩამოსხმულ ბეტონის არხებსა და სხვა ნაგებობებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „გ.ე.ს–ოს“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად - 2016 წლის 10 მაისიდან 11 ივლისის ჩათვლით წვიმიანი დღეების რაოდენობა შეადგენდა 40 (ორმოცი) დღეს, მათ შორის, ცალკეულ დღეებში მოსული ნალექების რაოდენობა და ტიპი განისაზღვრა როგორც შტორმული, ამინდების განსაკუთრებით გაუარესების გამო. ამ მიზეზებით მენარდემ მიმართა შემსყიდველს, წარუდგინა ზემოხსენებული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის დასკვნა, ითხოვა, შემკვეთს გაეთვალისწინებინა არსებული კლიმატური პირობები და გაეგრძელებინა სამუშაოების დასრულების ვადა თუნდაც 15 (თხუთმეტი) დღით, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა სამუშაოების საბოლოოდ დასამთავრებლად. შემკვეთმა ანგარიში არ გაუწია არსებულ ვითარებას, არ გაითვალისწინა არც ზედამხედველი ორგანიზაციების აზრი სამუშაოების წვიმიან ამინდებში წარმოებასთან დაკავშირებით, ცალმხრივად შეწყვიტა მენარდესთან ხელშეკრულება და კომპანიას პირგასამტეხლო დაარიცხა.
16. მოპასუხის შესაგებელი
16.1. მოპასუხემ (შემკვეთმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელი თავიდანვე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, სამუშაოთა წარმოება დაგვიანებით დაიწყო; 2016 წლის 10 მაისიდან მიმწოდებელმა განახორციელა მხოლოდ ტერიტორიის მონიშვნის სამუშაოები და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაიწყო გამგეობის 2016 წლის 20 მაისის N09/19853 წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები გარკვეულ დღეებში საერთოდ არ წარმოებდა ან მიმდინარეობდა ნელი ტემპით, რაზედაც რამდენჯერმე იქნა მიმწოდებელი წერილობით გაფრთხილებული.
16.2. შემკვეთმა მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაზე მიუთითა და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
17. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
17.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
17.1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხის 116 469,19 (ას თექვსმეტი ათას ოთხას სამოცდაცხრა ლარი და ცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება დაეკისრა;
17.1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3494 (სამი ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა დაეკისრა;
17.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების საფასურის 2329 (ორი ათას სამას ოცდაცხრა) ლარის გადახდა დაეკისრა;
17.1.4. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
18. გამგეობის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი
18.1. გამგეობამ (შემკვეთმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
19.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
19.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
19.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამგეობის 2016 წლის 28 ივლისის N09/25758 მიმართვის საფუძველზე ექსპერტიზის ბიუროში დაინიშნა მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის 2016 წლის 2 აგვისტოს №5004205116 დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ის გათვალისწინებით შეადგენდა სულ 267 854.14 ლარს (მიმდინარე მიღება-ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით); 2016 წლის 30 ივლისს მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9; და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5;), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები. ექსპერტიზის მიერ გაზიარებულ იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა/არჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო;
19.4. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N656 ბრძანებით შეიქმნა ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’, რომელმაც კურორტ ბ–ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ფაქტიურად შესრულებულ სამუშაო მოცულობები განსაზღვრა და 2016 წლის 18 აგვისტოს შეადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, ,,ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 246 646,16 ლარს. დასკვნას ერთვის კომისიის მიერ კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დანართი’’;
19.5. ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა შეფასება და მათი ვარგისიანობა ამა თუ იმ სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად უნდა მოხდეს განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებათა გადაწყვეტისათვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება (საბოლოო ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდება შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა N2) ექსპერტიზის ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, გადახდის სერტიფიკატის და საგადასახდო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა ინვოისის) წარდგენიდან არა უგვიანეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში;
19.6. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 2 აგვისტოს №5004205116 დასკვნის თანახმად, მიმწოდებლის მიერ კურორტ ბ–ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა, და ღირებულება დღგ-ის გათვალისწინებით, შეადგენდა სულ 267 854.14 ლარს (მიმდინარე მიღება-ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით). ექსპერტი აღნიშნავდა, რომ 2016 წლის 30 ივლისს მან გამოსაკვლევი ობიექტები ადგილზე შეისწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9 და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები, ექსპერტიზის მიერ გაზიარებულ იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა/არჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო;
19.7. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში მოყვანილი გარემოების საწინააღმდეგო პოზიციის დასადასტურებლად მისი საპირწონე მტკიცებულება გამგეობამ ვერ წარადგინა. მოპასუხის/აპელანტის მიერ მისი პოზიციის გასამყარებლად წარდგენილი მტკიცებულება: ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’-ს დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც ის ძირითადი მტკიცებულება - ,,ფარულ სამუშაოთა აქტები’’, რომელიც საჭირო იყო, მხარეთა შორის გათვალისწინებული შეთანხმების თანახმად, შესრულებულ სამუშაოთა დასაანგარიშებლად და რომელიც ხელთ ჰქონდა მოპასუხეს/აპელანტს, არ იქნა წარდგენილი ექსპერტისათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სპეციფიკური სახის მტკიცებულებას ,,ფარულ სამუშაოთა აქტებს’’ ვერ შეცვლის ,,ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’-ს დასკვნა, რადგან ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ობიექტურ მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოთა მოცულობის დაანგარიშება. ამიტომ სწორედ ასეთი ობიექტური მტკიცებულების - ,,ფარულ სამუშაოთა აქტების’’ არქონის (რომლის წარდგენა ხელეწიფებოდა მოპასუხეს/აპელანტს) გამო ექსპერტმა სრულიად სამართლიანად გაიზიარა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული სამუშაოთა მოცულობები, რომლის დაანგარიშებაც სწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ;
19.8. ზემოაღნიშნულ პირობებში, სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს (შემსყიდველს), რომელსაც წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამტკიცებული ფარულ სამუშაოთა აქტები, რომლებიც არ წარუდგინა ექსპერტიზის ბიუროს, არ ჰქონდა საფუძველი არ გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნა და უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებაზე. შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოპასუხის უარი თანხის ანაზღაურებაზე ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს;
19.9. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, გამგეობა ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, დარჩენილი გადაუხდელი თანხა - 116 469,19 ლარი.
20. შემკვეთის (მოპასუხის) საკასაციო საჩივრის საფუძვლები
20.1. კასატორმა (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
20.2. კასატორის განმარტებით saapelacio sasamarTlos gasaCivrebuli gaნჩინება, saapelacio saCivris motivebis gaTvaliswinebiT, arc faqtobrivi da arc samarTlebrivi TvalsazrisiT ar Seumowmebia, Sesabamisad, gasaCivrebuli gadawyvetileba iuridiulad ar aris sakmarisad dasabuTebuli, rac sssk-is 394-e muxlis "e" qvepunqtis Tanaxmad misi gauqmebis absolუturi safuZvelia.
20.3. saapelacio sasamarTlos saqmeSi arsebuli da gamgeobis mier saapelacio sasamarTlos sxdomaze wardgenili, saqmeze TandarTuli mtkicebulebebis erTobliobaSi (eqspertizis biuros 2017 wlis 17 ivlisis #5003977317 daskvna) analizi არ მომხდარა, sasamarTlo ar dainteresebula zemoaRniSnuli eqspertizis daskvniT im dros, roca aRnSnuli daskvnis Seswavlas gadamwyveti mniSneloba ჰqonda da aqvs sasamarTlos mier WeSmariti, samarTliani gadawyvetilebis miRebisaTvis.
20.4. saqmis masalebidan da saapelacio saCivridanac naTlad Cans, rom gamgeobas ar miuwodebia eqspertizis biurosaTvis farul samuSaoTa aqtebi, gamomdinare iqedan rom Sps "aWarspecproeqti" მოსარჩელესთან erTad winmswrebad adgenda "faqtiurad" Sesrulebuli samuSaoebis amsaxvel dokumentacias im dros, roca obieqtze samuSaoebi realurad ar iyo Sesrulebuli (es exeba samuSaoebis II etaps) aRniSnuli faqti dadasturebuli da aRiarebuli aqvs Sps "aWarspecproeqts " (ix: saqmeSi arsebuli Sps "a"-s 2016 wlis 21 ivlisis N#67 werili), razedac aRZrulia sisxlis samarTlis saqme (ix: gamgeobis 2016 wlis 16 noembris 09/30821 mimarTva xelvaCauris raionul prokuraturas).
20.5. კასატორი აღნიშნავს, iqidan gamomdinare, rom eqspertma damkveTis prerogativad datova da ar aiRo pasuxismgebloba im moculobebze, "romelTa gazomvac eqspertizis periodSi SeuZlebeli iyo da maTTan dakavSirebiT ar iyo warmodgenili farul samuSaoTa aqtebi", Seiqmna gamgeobis specialuri codniT da gamocdilebiT dakomპleqtebuli "faqtiurad Sesrulebul samuSaoTa moculobebis damdgeni samuSao (teqnikuri) jgufi", romelmac daadgina, rom მენარდის mier obieqtze faqtiurad Sesrulebulma samuSaoebma (I, II etapi) Seadgina 246 646, 16 lari.
20.6. ZiriTadi sadavo sakiTxi pirvel da meore instanciaSic zemoaRniSnuli komisiis kompetenca iყo, , aRniSnuls imeorebs quTaisis saapelacio sasamarTlo (ix. quTaisis saapelacio sasamarTlos ganCinebis faqtobriv-samarTlebrivi dasabuTebis 4.10 nawili) da gamokveTilad ganmartavs "palata kidev erxel aRniSnavs, rom gansaxilvel SemTxvevaSi specifiuri saxis mtkicebulebas "farul samuSaoTa aqtebs" ver Secvlis "faqtiurad Sesrulebul samuSaoTa moculobebis damdgeni samuSao (teqnikuri) jgufi"-s daskvna, radgan is ar SeiZleba miCneul iqnas obieqtur mtkicebulebad, romlis safuZvelzec SesaZlebeli iqneboda samuSaoTa moculobebis daangariSeba".
20.7. კასატორის განმარტებით, თუ "faqtiurad Sesrulebul samuSaoTa moculobebis damdgeni samuSao (teqnikuri) jgufi" ar iyo kompetenturi mewarmis (mosarCelis) mier faqtobrivad Sesrulebuli samuSaoebis moculobebis gansazRvris/daangariSebis kuTxiT, swored am argumentis gabaTilebis mizniT gamgeobis mier quTaisis saapelacio sasamarTloSi mtkicebulebis saxiT wardgenil iqna კომპანიის mier Seusrulebel da აპელანტის "faqtiurad Sesrulebul samuSaoTa moculobebis damdgeni samuSao (teqnikuri) jgufi"-s mier mewarmisaTvis ar CaTvlil moculobebze, შემკვეთის mier gamocxadebul da gamarjvebul kompania - Sps "d"-Tan dadebul saxelmwifo Sesyidvebis Sesaxeb 2017 wlis 23 ivnisis #116 xelSekrulebis safuZvelze eqspertizis biuros mier 2017 wlis 17 ivliss momzadebuli #5003977317 daskvna, romlis Sesabamisad Sps "d"-s Sesrulebuli aqvs zustad im samuSaoTa moculobebis nawili, rac ar Seasrula მოსარჩელემ da ar iqna CaTvlili "faqtiurad Sesrulebul samuSaoTa moculobebis damdgeni samuSao (teqnikuri) jgufi"-s mier, faqtiurad gamodis, rom eqspertizis biuros mier gacemulia daskvna (17/07/2017 #5003977317), romelic gamoricxavs da abaTilebs saqmeSi arsebul, amave saeqsperto biuros daskvnas (02.08.2016 5004205116).
20.8. sasamarTlo სსსკ-ის 173-e muxlis Sesabamisad uflebamosili iyo saqmeze WeSmaritebis dadgenis mizniT daeniSna damatebiTi eqspertiza im moculobebis Sedarebis nawilSi, sadac sakiTxi specifiur codnas moiTxovდა an moewvia eqspertizis biuros eqsperti, romelic saqmis irgvliv moculobebis Sedarebis nawilSi kvalificiur pasuxs gascemda.
20.9. saapelacio sasamarTlom srulyofilad ar Seiswavla da ar moaxdina saqmeSi arsebul mtkicebulebaTa analizi, amis dadasturebaa is, rom quTaisis saapelacio sasamarTlos mierve gamgeobis mier dayenebuli Suamdgomlobis safuZvelze, saqmeze mtkicebulebis saxiT TandarTuli sasamarTlo eqspertizis daskvnis Sesaxeb gadawyvetilebaSi erTi winadadebac ki ar aris daTmobili, ris gamoc saxezea saqarTvelos konstituciis 85-e muxlis mesame punqtis, სსსკ-ის me-4, me-5 muxlebiTa da me-6 muxlis pirveli punqtiT gaTvaliswinebuli mxaris saproceso uflebebis darRveva, rac gadawyvetilebis gauqmebis absoluturi safuZvelia.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით შემსყიდველის (გამგეობის) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
21.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. სააპელაციო სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ გამოიკვლია და არ შეაფასა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო (იხ. 13.11.17 წლის სხდომის ოქმი, 13:22:00, ტ. 2, ს. ფ. 307-325).
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის, ამ განჩინების 20.3 ქვეპუნქტში ასახულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე იქნა წარდგენილი სასამართლოში, დასაშვებად იქნა ცნობილი.
26. ამრიგად, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (116 469.19 ლარის დაკისრების ნაწილში) უნდა შეფასდეს გამგეობის (შემკვეთის) მიერ წარდგენილი მტკიცებულება - 2017 წლის 17 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტით (ფორმა #2-ით) წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით (ხელშეკრულების დანართი #1) გათვალისწინებულ შესაბამის სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებასთან მიმართებით. დასკვნა, ასევე, შეეხება შესრულებულ სამუშაოთა ხარისხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ დავა სწორედ იმ საკითხებს შეეხება, რომლებიც ექსპერტიზის ზემოხსენებულ დასკვნაშია ასახული, ხოლო დასკვნა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება დასაშვებად იქნა მიჩნეული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, უნდა მოხდეს მისი შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რადგან შეუძლებელია ამ მტკიცებულების გვერდის ავლით დავის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით გადაწყვეტა. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოების (მეორე ეტაპის სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი) გამოკვლევის გარეშე, შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე