საქმე №ა-4724-შ-114-2020 12 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ი“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.ჩ–ძე
სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) მიხედვით, 1980 წლის 11 სექტემბერს დაბადებულ ვ.ვ.ძე ჩ–ეს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ი“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“), იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, .....) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ–ი – ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: 220089, ქ.მინსკი, ..... პროსპექტი 18, დარეგისტრირებული 27.10.1995 №56, უნპ №100325..., ფილიალის ანგარიშსწორების ანგარიში №612 ღია სააქციო საზოგადოება ბ–ი“ №BY80AKBB3819990115076.... (ბელარუსის რუბლებისათვის), ბიკ – AKBBBY2...., ფილიალის უნპ 600.... სასარგებლოდ დაეკისრა, ოვერდრაფტის დავალიანების ძირითადი ვალის – 6,00 ბელარუსის რუბლის 01.01.2018-31.03.2018 გადაუხდელი ძირითადი ვალის – 947,09 ბელარუსის რუბლის პროცენტის – 69,60 ბელარუსის რუბლის, სულ 1022,69 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 51,13 ბელარუსის რუბლის, სულ 1073,82 ბელარუსის რუბლის გადახდა.
ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–მა“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ის“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“) შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ვ.ჩ–ძეს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ის“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“) შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის ( ფურცელი) მიხედვით, 1980 წლის 11 სექტემბერს დაბადებულ ვ.ვ.ძე ჩ–ეს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ი“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“), იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ....) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ–ი – ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: 220089, ქ.მინსკი, ..... პროსპექტი 18, დარეგისტრირებული 27.10.1995 №56, უნპ №100325912, ფილიალის ანგარიშსწორების ანგარიში №6.. ღია სააქციო საზოგადოება ბ–ი“ №BY80AKBB381999011507... (ბელარუსის რუბლებისათვის), ბიკ – AKBBB.., ფილიალის უნპ 60021,,,, სასარგებლოდ დაეკისრა, ოვერდრაფტის დავალიანების ძირითადი ვალის – 6,00 ბელარუსის რუბლის 01.01.2018-31.03.2018 გადაუხდელი ძირითადი ვალის – 947,09 ბელარუსის რუბლის პროცენტის – 69,60 ბელარუსის რუბლის, სულ 1022,69 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 51,13 ბელარუსის რუბლის, სულ 1073,82 ბელარუსის რუბლის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს ( იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) მიხედვით, 1980 წლის 11 სექტემბერს დაბადებულ ვ.ვ.ძე ჩ–ეს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ი“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“), იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ჟუკოვის ქ. №3) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ–ი – ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: 220089, ქ.მინსკი, დზერჟინსკის პროსპექტი 18, დარეგისტრირებული 27.10.1995 №56, უნპ №100325912, ფილიალის ანგარიშსწორების ანგარიში №612 ღია სააქციო საზოგადოება ბ–ი“ №BY80AKBB38199901150766200000 (ბელარუსის რუბლებისათვის), ბიკ – AKBBBY21612, ფილიალის უნპ 600214007 სასარგებლოდ დაეკისრა, ოვერდრაფტის დავალიანების ძირითადი ვალის – 6,00 ბელარუსის რუბლის 01.01.2018-31.03.2018 გადაუხდელი ძირითადი ვალის – 947,09 ბელარუსის რუბლის პროცენტის – 69,60 ბელარუსის რუბლის, სულ 1022,69 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის ( ფურცლის) განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 51,13 ბელარუსის რუბლის, სულ 1073,82 ბელარუსის რუბლის გადახდა.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერა ( ფურცელი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ის“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“) შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერის( ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის რეგიონალური სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ლ–ის მიერ 2018 წლის 30 მაისს გაცემული №3-580 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი), რომლის თანახმად 1980 წლის 11 სექტემბერს დაბადებულ ვ.ვ.ძე ჩ–ეს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.შ.ბ–ი“ (ღია სააქციო საზოგადოება „ბ–ი“), იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ჟუკოვის ქ. №3) ფილიალის ღია სააქციო საზოგაოდება „ბ–ი – ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (ადგილმდებარეობა: 220089, ქ.მინსკი, დზერჟინსკის პროსპექტი 18, დარეგისტრირებული 27.10.1995 №56, უნპ №100325912, ფილიალის ანგარიშსწორების ანგარიში №612 ღია სააქციო საზოგადოება ბ–ი“ №BY80AKBB38199901150766200000 (ბელარუსის რუბლებისათვის), ბიკ – AKBBBY21612, ფილიალის უნპ 600214007 სასარგებლოდ დაეკისრა, ოვერდრაფტის დავალიანების ძირითადი ვალის – 6,00 ბელარუსის რუბლის 01.01.2018-31.03.2018 გადაუხდელი ძირითადი ვალის – 947,09 ბელარუსის რუბლის პროცენტის – 69,60 ბელარუსის რუბლის, სულ 1022,69 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 51,13 ბელარუსის რუბლის, სულ 1073,82 ბელარუსის რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი