საქმე №ა-587-შ-12-2021 12 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ზ.ა.მ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით 2014 წლის 17 ივნისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში გ.ა–სა და ა.ზ.ა.მ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №01143003370) შეწყდა.
გ.ა–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 3 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ გ.ა–ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით გ.ა–ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ.ა–ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით 2014 წლის 17 ივნისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროშიში გ.ა–სა და ა.ზ.ა.მ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №01143003370) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა2020 წლის 3 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ გ.ა–ი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც 2014 წლის 17 ივნისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროშიში გ.ა–სა და ა.ზ.ა.მ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №01143003370) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი