Facebook Twitter

№ა-3630-შ-91-2018 20 იანვარი, 2020წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ი

განხილვის საგანი – უკრაინის, ქ. დნეპროპეტროვსკის სამრეწველო რაიონული სასამართლოს 31.08.2017 წლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის სამრეწველო რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

ა) გ.ხ–ს, (დაბადებულს 1990 წლის 24 ოქტომბერს) ვ.დ–ის (დაბადებული 1988 წლის 26 აპრილს, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გ.ხ–ის (დაბადებული 2015 წლის 24 აგვისტოს) სარჩენად მყარ ფულად ერთეულში 3000 გრივნა და 00 კაპიკი ყოველთვიურად დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან. თანხა, კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას.

ბ) გ.ხ–ს დაეკისრა ალიმენტების გადახდა მყარ ფულად ერთეულში 1500 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად ვ.დ–ის სასარგებლოდ, დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან, მათი შვილის - გ.ხ–ის სამი წლის ასაკის შესრულებამდე, ანუ 2018 წლის 24 აგვისტომდე.

2. ვ.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად. საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის სამრეწველო რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ.ხ–ს, (დაბადებულს 1990 წლის 24 ოქტომბერს) ვ.დ–ის (დაბადებული 1988 წლის 26 აპრილს, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გ.ხ–ის (დაბადებული 2015 წლის 24 აგვისტოს) სარჩენად მყარ ფულად ერთეულში 3000 გრივნა და 00 კაპიკი ყოველთვიურად დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან. თანხა, კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას; გ.ხ–ს დაეკისრა ალიმენტების გადახდა მყარ ფულად ერთეულში 1500 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად ვ.დ–ის სასარგებლოდ, დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან, მათი შვილის - გ.ხ–ის სამი წლის ასაკის შესრულებამდე, ანუ 2018 წლის 24 აგვისტომდე.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 12 სექტემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის სამრეწველო რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.დ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკის სამრეწველო რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ხ–ს, (დაბადებულს 1990 წლის 24 ოქტომბერს) ვ.დ–ის (დაბადებული 1988 წლის 26 აპრილს, პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - გ.ხ–ის (დაბადებული 2015 წლის 24 აგვისტოს) სარჩენად მყარ ფულად ერთეულში 3000 გრივნა და 00 კაპიკი ყოველთვიურად დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან. თანხა, კანონის თანახმად, ექვემდებარება ინდექსაციას; გ.ხ–ს დაეკისრა ალიმენტების გადახდა მყარ ფულად ერთეულში 1500 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად ვ.დ–ის სასარგებლოდ, დაწყებული 2016 წლის 13 მაისიდან, მათი შვილის - გ.ხ–ის სამი წლის ასაკის შესრულებამდე, ანუ 2018 წლის 24 აგვისტომდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი