№ა-4451-შ-6138-2019 20 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ც–ი“
განხილვის საგანი – უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი ვალის სახით 18 591.55 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278.87 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ც–ს“ (მდებარე: საქართველო, თბილისი, ..... III N15, 0100; ს/კ ....) კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–ის“ (მდებარე: პოლტავის ოლქი, ქ. .... სახლი 69, 39621; ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის სახით 18 591.55 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278.87 აშშ დოლარის გადახდა.
2. კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი ვალის სახით 18 591.55 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278.87 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მათზე თანდართული მასალების ასლები მოპასუხეს გაეგზავნა ორჯერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ..... ІІ, კორპ. N15ა, ბინა N2. ადრესატისათვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა არასწორი მისამართის გამო.
5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან დგინდება, რომ შპს „ც–ის“ იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, .... ІІ, კორპ. N15ა, ბინა N2.
6. საკასაციო პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შპს „ც–ისათვისს“ (4....) (მისამართი: ქ. თბილისი, ....., კორპ. N15ა, ბინა N2) კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–ის“ შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების ასლების ჩაბარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციისს დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის II განყოფილების მომართვით დგინდება, რომ გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე არ ფუნქციონირებდა/ფუნქციონირებს. აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის მომართვით დგინდება, რომ გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს ვერ ჩაბარდა, ვინაიდან იგი აღნიშნულ მისამართზე არ არსებობს. საკასაციო პალატამ 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–ის“ სარჩელი შპს „ც–ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
10. ამდენად, უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება (მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი ვალის სახით 18 591.55 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278.87 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო საწარმო მწარმოებელ-სავაჭრო კ. „ლ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის რესპუბლიკის პოლტავის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება შპს „ც–ისათვის“ (....) მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი ვალის სახით 18 591.55 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 278.87 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი