საქმე №ა-473-შ-9-2021
24 თებერვალი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ც–ა
განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო.ვ–სა (დაბადებული 30.06.1977, გერმანიის მოქალაქე, ვ. 63C, 22523, ჰამბურგი) და მოპასუხე ლ.ც–ას (დაბადებული 10.08.1987. საქართველოს მოქალაქე) შორის შეწყდა საქართველში, თბილისში, 2018 წლის 25 ოქტომებრს რეგისტრირებული N:01183007344 ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 17 აგვისტოდან.
ლ.ც–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ.ც–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა მოსარჩელე ო.ვ–მა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ო.ვ–სა (დაბადებული 30.06.1977, გერმანიის მოქალაქე, ვ. 63C, 22523, ჰამბურგი) და მოპასუხე ლ.ც–ას (დაბადებული 10.08.1987. საქართველოს მოქალაქე) შორის შეწყდა საქართველში, თბილისში, 2018 წლის 25 ოქტომბერს რეგისტრირებული N:01183007344 ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 17 აგვისტოს.
შუამდგომლობაზე თანდართული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. ლ.ც–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ალტონას ადგილობრივი სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს NA2.4354 F 109/20 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ო.ვ–სა (დაბადებული 30.06.1977, გერმანიის მოქალაქე, ვ. 63C, 22523, ჰამბურგი) და მოპასუხე ლ.ც–ას (დაბადებული 10.08.1987. საქართველოს მოქალაქე) შორის შეწყდა საქართველში, თბილისში, 2018 წლის 25 ოქტომებრს რეგისტრირებული N:01183007344 ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე