Facebook Twitter

საქმე №ას-1910-2018

30 მარტი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „თ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ღ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

განმცხადებლის მოთხოვნა – უსწორობის გასწორება

აღწერილობოთი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; კასატორ სს „თ–ს“ (.....), დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5582.22 ლარის (საგადახდო დავალება #83308, გადახდის თარიღი 01.28.2019;) 70% – 3907.55 ლარი.

აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა - განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასრულად იქნა მითითებული გადახდილი და დასაბრუნებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასრულად არის მითითებული კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და მისთვის დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე თავდაპირველად გადახდილი იყო 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ხარვეზის დადგენის შემდგომ სს „თ–მა“ გადაიხადა დამატებით 5582.22 ლარი. 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით კასატორს არასწორად დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟი, ნაცვლად მის მიერ გადახდილი 5882.22 ლარის 70%-სა, 5582.22 ლარის 70%-ის ოდენობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კასატორ სს „თ–ს“ (.....), დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5882.22 ლარის (300 ლარი, საგადახდო დავალება 81079, გადახდის თარიღი 11.21.2018; 5582.22 ლარი, საგადახდო დავალება #83308, გადახდის თარიღი 01.28.2019;) 70% – 4117.55 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწრობა და აღნიშნული განჩინების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

2. კასატორ სს „თ–ს“ (2......), დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5882.22 ლარის (300 ლარი, საგადახდო დავალება 81079, გადახდის თარიღი 11.21.2018; 5582.22 ლარი, საგადახდო დავალება #83308, გადახდის თარიღი 01.28.2019;) 70% – 4117.55 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე

ზურაბ ძლიერიშვილი