საქმე№ა-3941-შ-92-2020 30 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ჟ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჟ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, კარელიის რესპუბლიკის, ლახდენპოხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის N2-1/2019 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, კარელიის რესპუბლიკის, ლახდენპოხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის N2-1/2019 გადაწყვეტილებით ე.ჟ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
- გ.ჟ–ს (დაბადებული 03.08.1984 წელს, რეგისტრირებული და მცხოვრები მისამართზე: საქართველო, თბილისი, ....) ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილების: ა.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 26.03.2015 წელს რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ პეტროზავოდსკში (16.04.2015 წლის ლახდენპოხის რაიონის N39 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) და მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) მიმართ;
- გ.ჟ–ს (დაბადებული 03.08.1984 წელს, რეგისტრირებული და მცხოვრები მისამართზე: საქართველო, თბილისი, ........), ე.მ. ასულ ჟ–ის (დაბადებული 08.04.1981 წელს, რეგისტრირებული მისამართზე: კარელიის რესპუბლიკა, ლახდენპოხის რაიონი, იხალა, ქუჩა "....., სახლი 58) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი:
ა) ნებისმიერი სახის ანაზღაურების და (ან) სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების: ა.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 26.03.2015 წელს რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ პეტროზავოდსკში (16.04.2015 წლის ლახდენპოხის რაიონის N39 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) და მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) სარჩენად, 2018 წლის 6 მარტიდან 2033 წლის 26 მარტამდე, ა.გ. ასული ჟ–ის სრულწლოვანებამდე;
ბ) ნებისმიერი სახის ანაზღაურების და (ან) სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილის, მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) სარჩენად, 2033 წლის 27 მარტიდან 2034 წლის 11 ივლისამდე, მ.გ. ასული ჟ–ის სრულწლოვანებამდე.
2. 2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ე.ჟ–მა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების სრულად ცნობის და ალიმენტის ნაწილში აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.
3. გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე.
4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 30 აგვისტოს და იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად. განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
7. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
8. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია"). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჟ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, კარელიის რესპუბლიკის, ლახდენპოხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის N2-1/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ჟ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ.ჟ–ს (დაბადებული 03.08.1984 წელს, რეგისტრირებული და მცხოვრები მისამართზე: საქართველო, თბილისი, ......) ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილების: ა.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 26.03.2015 წელს რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ პეტროზავოდსკში (16.04.2015 წლის ლახდენპოხის რაიონის N39 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) და მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) მიმართ;
3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის, კარელიის რესპუბლიკის, ლახდენპოხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის N2-1/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ჟ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გ.ჟ–ს (დაბადებული 03.08.1984 წელს, რეგისტრირებული და მცხოვრები მისამართზე: საქართველო, თბილისი, ......), ე.მ. ასულ ჟ–ის (დაბადებული 08.04.1981 წელს, რეგისტრირებული მისამართზე: კარელიის რესპუბლიკა, ლახდენპოხის რაიონი, იხალა, ქუჩა "......", სახლი 58) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი:
3.1. ნებისმიერი სახის ანაზღაურების და (ან) სხვა სახის შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების: ა.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 26.03.2015 წელს რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ პეტროზავოდსკში (16.04.2015 წლის ლახდენპოხის რაიონის N39 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) და მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) სარჩენად, 2018 წლის 6 მარტიდან 2033 წლის 26 მარტამდე, ა.გ. ასული ჟ–ის სრულწლოვანებამდე;
3.2. ნებისმიერი სახის ანაზღაურების და (ან) სხვა სახის შემოსავლის 1/4-ის ოდენობით, ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილის, მ.გ. ასული ჟ–ის (დაბადებული 11.07.2016 წელს, რუსეთის ფედერაციაში, კარელიის რესპუბლიკის ქალაქ სორტავალაში (18.07.2016 წლის ლახდენპოხის რაიონის N65 მმაჩის განყოფილების დაბადების სააქტო ჩანაწერი)) სარჩენად, 2033 წლის 27 მარტიდან 2034 წლის 11 ივლისამდე, მ.გ. ასული ჟ–ის სრულწლოვანებამდე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე