საქმე №ა-3246-შ-76-2020 9 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ბ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1.1. გ.ი. ძე ყ–სა და ო.ვ. ასულ ბ–ას შორის სტავროპოლის მხარის მმაჩის მთავარი სამმართველოს ქ.ნევინნომინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული #59 ქორწინება შეწყდა;
1.2. 1988 წლის 1 თებერვალს დაბადებულ ო.ვ. ასულ ბ–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2008 წლის 18 მარტს დაბადებული შვილის _ რ.გ. ძე ბ–ის მიმართ;
1.3. 2008 წლის 18 მარტს დაბადებული რ.გ. ძე ბ–ი დარჩა მამის _ გ.ი. ძე ყ–ის მზრუნველობაში.
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ.ყ–მა და მოითხოვა განქორწინების, ასევე, არასრულწლოვან შვილზე მზრუნველობის დაწესების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე, მას ჩაბარდა სარჩელი და წერილობით ითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა;
გ) პირადობის მოწმობის ასლების თანახმად, გ. და რ. ყ–ები საქართველოს მოქალაქეების არიან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ.ყ–ის შუამდგომლობა განქორწინებისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
1.1. გ.ი. ძე ყ–სა და ო.ვ. ასულ ბ–ას შორის სტავროპოლის მხარის მმაჩის მთავარი სამმართველოს ქ.ნევინნომინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული #59 ქორწინება შეწყდა;
1.2. 1988 წლის 1 თებერვალს დაბადებულ ო.ვ. ასულ ბ–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2008 წლის 18 მარტს დაბადებული შვილის _ რ.გ. ძე ბ–ის მიმართ;
1.3. 2008 წლის 18 მარტს დაბადებული რ.გ. ძე ბ–ი დარჩა მამის _ გ.ი. ძე ყ–ის მზრუნველობაში.
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ.ყ–მა და მოითხოვა განქორწინების, ასევე, არასრულწლოვან შვილზე მზრუნველობის დაწესების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე, მას ჩაბარდა სარჩელი და წერილობით ითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა;
გ) პირადობის მოწმობის ასლების თანახმად, გ. და რ. ყ–ები საქართველოს მოქალაქეები არიან.
4. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 52-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, აღიარებულია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით თუკი: „а“ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; „б“ საქმე წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებულ უნდა იქნას, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე გადაწყვეტილებებს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, გამოტანილთ დაწესებულებების მიერ, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, ვის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება.
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც განქორწინებისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სამოქალაქო საოჯაო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე-52-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ყ–ის შუამდგომლობა განქორწინებისა და მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის, ნევინნომისსკის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
2.1. გ.ი. ძე ყ–სა და ო.ვ. ასულ ბ–ას შორის სტავროპოლის მხარის მმაჩის მთავარი სამმართველოს ქ.ნევინნომინსკის განყოფილებაში რეგისტრირებული #59 ქორწინება შეწყდა;
2.2. 1988 წლის 1 თებერვალს დაბადებულ ო.ვ. ასულ ბ–ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2008 წლის 18 მარტს დაბადებული შვილის _ რ.გ. ძე ბ–ის მიმართ;
2.3. 2008 წლის 18 მარტს დაბადებული რ.გ. ძე ბ–ი დარჩა მამის _ გ.ი. ძე ყ–ის მზრუნველობაში.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი