საქმე №ა-3215-შ-73-2020 9 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ლ-ი–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ:
- უკრაინის შსს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივიო როგის დოვგინცევსკის რაიონული განყოფილების მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს უკრაინის მოქალაქის პასპორტსა (სერია ….) და 2015 წლის 1 ოქტომბერს გაცემულ უკრაინის საზღვარგარეთ გასასვლელ პასპორტში (სერია ……) მითითებული 1986 წლის 6 ოქტომბერს დაბადებული „ნ.ო. ასული ლ.-ი–ი“;
- 2016 წლის 6 აპრილს დაბადებული ი–ი ჯ–ს #1509 დაბადების მოწმობაში (გაცემული თურქეთის რესპუბლიკის ბორნობა/იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს) მითითებული „ლ. ნ.“;
- თურქეთის რესპუბლიკის ბაირაკლი იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული #2015/728 ქორწინების მოწმობაში, მითითებული ნ.ლ (ტირეს გარეშე) ი–ი, როგორც აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის 2016 წლის 11 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაში;
- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ნოემბერს გაცემული #01171022422 ქორწინების მოწმობაში მითითებული „ნ.ლ _ ი–ი“
წარმოადგენს ერთ პიროვნებას და ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ეკუთვნის ნ.ო. ასულ ლ. _ ი–ის, დაბადებულს 1986 წლის 6 ოქტომბერს, რნოკპპ 316901..., რეგისტრირებული საცხოვრებელ მისამართზე: დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგი, .... ქუჩა, სახლი #3.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ლ-ი–იმ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, რაც დასტურდება მის მიერვე წარმოდგენილი ბინადრობის მოწმობის ასლით, ამასთან, მას ესაჭიროება მისი შვილის _ ჯ– ი–ისათვის დროებითი ბინადრობის მოწმობის აღება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ნ.ლ.-ი–იმ წარმოადგინა სათანადოდ დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელთა შესწავლითაც ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ.ლ-ი–ის შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ:
- უკრაინის შსს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივიო როგის დოვგინცევსკის რაიონული განყოფილების მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს უკრაინის მოქალაქის პასპორტსა (სერია ….) და 2015 წლის 1 ოქტომბერს გაცემულ უკრაინის საზღვარგარეთ გასასვლელ პასპორტში (სერია …..) მითითებული 1986 წლის 6 ოქტომბერს დაბადებული „ნ.ო. ასული ლ.-ი–ი“;
- 2016 წლის 6 აპრილს დაბადებული ი–ი ჯ–ს #1509 დაბადების მოწმობაში (გაცემული თურქეთის რესპუბლიკის ბორნობა/იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს) მითითებული „ლ. ნ.“;
- თურქეთის რესპუბლიკის ბაირაკლი იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული #2015/728 ქორწინების მოწმობაში, მითითებული ნ.ლ (ტირეს გარეშე) ი–ი, როგორც აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის 2016 წლის 11 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაში;
- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ნოემბერს გაცემული #01171022422 ქორწინების მოწმობაში მითითებული „ნ.ლ _ ი–ი“
წარმოადგენს ერთ პიროვნებას და ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ეკუთვნის ნ.ო. ასულ ლ. _ ი–ის, დაბადებულს 1986 წლის 6 ოქტომბერს, რნოკპპ 31690..., რეგისტრირებული საცხოვრებელ მისამართზე: დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგი, ..... ქუჩა, სახლი #3.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ლ-ი–იმ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მას საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, რაც დასტურდება მის მიერვე წარმოდგენილი ბინადრობის მოწმობის ასლით, ამასთან, მას ესაჭიროება მისი შვილის _ ჯ–ი–ისათვის დროებითი ბინადრობის მოწმობის აღება საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ნ.ლ.-ი–იმ წარმოადგინა სათანადოდ დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი სანოტარო წესით დადასტურებული ქართულენოვანი თარგმანი, რომელთა შესწავლითაც ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 52-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, აღიარებულია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე სპეციალური წარმოების გარეშე, იმ პირობით თუკი: „а“ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს ამ საქმეზე ადრე არ გამოუტანიათ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები; „б“ საქმე წინამდებარე კონვენციის თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებულ უნდა იქნას, არ განეკუთვნება ამ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას. წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე გადაწყვეტილებებს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, გამოტანილ დაწესებულებების მიერ, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, ვის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება.
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, ამასთანავე, არ არსებობს მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა (საკითხის განხილვა არ ექცევა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეგულირებაში, რამდენაც შუამდგომლობის ავტორი არ არის საქართველოს მოქალაქე და არც მის შესახებ არსებობს საქართველოს ტარიტორიაზე შესრულებული რაიმე სააქტო ჩანაწერი) რის გამოც ზემოხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „სამოქალაქო საოჯაო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე-52-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ლ-ი–ის შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის დოვგინცევსკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ:
- უკრაინის შსს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივიო როგის დოვგინცევსკის რაიონული განყოფილების მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს უკრაინის მოქალაქის პასპორტსა (სერია …..) და 2015 წლის 1 ოქტომბერს გაცემულ უკრაინის საზღვარგარეთ გასასვლელ პასპორტში (სერია …..) მითითებული 1986 წლის 6 ოქტომბერს დაბადებული „ნ.ო. ასული ლ.-ი–ი“;
- 2016 წლის 6 აპრილს დაბადებული ი–ი ჯ–ს #1509 დაბადების მოწმობაში (გაცემული თურქეთის რესპუბლიკის ბორნობა/იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს) მითითებული „ლ. ნ.“;
- თურქეთის რესპუბლიკის ბაირაკლი იზმირის რაცს-ის განყოფილების მიერ 2015 წლის 1 სექტემბერს გაცემული #2015/728 ქორწინების მოწმობაში, მითითებული ნ.ლ (ტირეს გარეშე) ი–ი, როგორც აღნიშნულია თურქეთის რესპუბლიკის 2016 წლის 11 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებაში;
- თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 3 ნოემბერს გაცემული #01171022422 ქორწინების მოწმობაში მითითებული „ნ.ლ _ ი–ი“
წარმოადგენს ერთ პიროვნებას და ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ეკუთვნის ნ.ო. ასულ ლ. _ ი–ის, დაბადებულს 1986 წლის 6 ოქტომბერს, რნოკპპ 3169015.., რეგისტრირებული საცხოვრებელ მისამართზე: დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგი, ...... ქუჩა, სახლი #3.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი