საქმე №ა-2526-შ-52-2020 9 ნოემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს–სი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ვ–ძესა და მ. ს–სს შორის 2015 წლის 20 თებერვალს კერკინის კომუნალური ადმინისტრაციული ერთეულის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #2/1/2015 ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ვ–ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით);
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ვ–ძის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ვ–ძესა და მ. ს–სს შორის 2015 წლის 20 თებერვალს კერკინის კომუნალური ადმინისტრაციული ერთეულის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #2/1/2015 ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ვ–ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (მონაწილეობდნენ წარმომადგენლის მეშვეობით);
ბ) წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ვ–ძესა და მ. ს–სს შორის 2015 წლის 20 თებერვალს კერკინის კომუნალური ადმინისტრაციული ერთეულის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #2/1/2015 ქორწინება შეწყდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ვ–ძის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.მიუნხენის საუბნო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება რომლითაც ლ. ვ–ძესა და მ. ს–სს შორის 2015 წლის 20 თებერვალს კერკინის კომუნალური ადმინისტრაციული ერთეულის მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული #2/1/2015 ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი