Facebook Twitter

საქმე №ას-668-2019

26 თებერვალი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ი–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობოთი ნაწილი:

სს ,,თ.ბ–მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ი–ძის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849–8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5616.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5 302.91 ლარი, სარგებელი 282.12 ლარი, პირგასამტეხლო 19.86 ლარი და დაზღვევა 11.53 ლარი; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 5 302.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 17.5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 77.33 ლარს; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 24 მაისის საბანკო კრედიტის N3890849-8955079 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 302.91 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.65 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 174.9 ლარისა, არაუმეტეს 66 დღისა; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 845.86 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 770 ლარი, სარგებელი – 52.7 ლარი და პირგასამტეხლო - 23.16 ლარი; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849-8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე – 770 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური სარგებლის 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.55 ლარს; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 02 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N3890849–8971690 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 770 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.38 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 22.80 ლარისა, არაუმეტეს 60 დღისა; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტის N3890849-9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 636.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 606.85 ლარი და პირგასამტეხლო - 30 ლარი; ნ.ი–ძეს სს„ თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 20 იანვრის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ N3890849 9549211 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 606.85 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.30 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1580.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი და პირგასამტეხლო - 80.6 ლარი; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N3890849-9634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.75 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 60.75 ლარისა; სს „თ.ბ–ს“ უარი ეთქვა 2018 წლის 30 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 21 თებერვლის საბანკო კრედიტის N38908499634871 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიურად 75 ლარის საკომისიოს დაკისრების თაობაზე; ნ.ი–ძეს სს „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საპროცესო ხარჯის 109.58 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და რეგისტრაციის აკრძალვის საფასურის - 20 ლარის გადახდა; სს ,,თ.ბ–ს’’ დაუბრუნდა მის მიერ 01.08.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 616.20 ლარიდან 389,28 ლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ.ი–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე ნ.ი–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ნ.ი–ძეს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 16 თებერვალს სს ,,თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა ინფორმაცია ნ.ი–ძის მიერ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ და განცხადებით მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არ არსებობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თ.ბ–ის’’ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, დავის საგნის არ არსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ აღარ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში 2021 წლის 16 თებერვალს სს,,თ.ბ–ის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნ.ი–ძეს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. აღნიშნულს ადასტურებს 2021 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილი ცნობა, რომლითაც კასატორს სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე დავალიანება არ ერიცხება. სს ,,თ.ბ–ი“ დავის საგნის არ არსებობის გამო ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე. (სუსგ. №ას-835-2019 19.07.2019წ.)

საკასაციო პალატის დასკვნით დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018 29.11.2019წ.)

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ კასატორმა კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება სრულად შეასრულა, რაც მეტყველებს მასზედ, რომ სს თ.ბ–სა და ნ.ი–ძეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე შეწყდა და საკასაციო საჩივრის შემდგომი განხილვის საფუძველი აღმოფხვრილია. ასევე აშკარაა, რომ საკუთრივ ნ.ი–ძეს საკასაციო საჩივრის განხილვის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია და წარმოქმნილია სსსკ-ის 272-ე მუხლის "ა1" მუხლის დანაწესით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის პირობები.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღნიშნულის შესაბამისად უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გამოყენებლი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს ,,თ.ბ–ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ.ი–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ ......., გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებით 1991 , 372-ე, 399-ე, 272-ე მუხლის ,,ა1'' ქვეპუნქტი

დაადგინა:

1.სს ,,თ.ბ–ის" შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილ ნ.ი–ძის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქმისწარმოება შეწყდეს.

3. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გამოყენებლი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს ,,თ.ბ–ის’’ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნ.ი–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ ......, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე