საქმე №ა-1187-შ-23-2021 16 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ–სა და ფ.კ–ს შორის 2011 წლის 16 მარტს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. 2009 წლის 19 იანვარს დაბადებული თ.კ–ის კანონიერი მეურვეობა მიენიჭა დედას – ნ.მ–ს და მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცოხვრებელი ადგილი. ფ.კ–ს ნ.მ–ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 100 ევროს ოდენობით.
ნ.მ–ის წარმომადგენელმა ლ.ჭ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით ნ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ლ.ჭ–ძის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის, საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების დედნის, საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე ცნობისა და ფ. კ–ის მისამართის წარმოდგენა.
2021 წლის 7 აპრილს ნ.მ–ის წარმომადგენელმა ლ.ჭ–ძემ გამოიხმო შუამდგომლობა და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძის განცხადება საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახე“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
განსახილველ შემთხვევაში ნ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძის განცხადებით დასტურდება, რომ იგი მოითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას მისი გამოხმობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძის განცხადება, საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ნ.მ–ის შუამდგომლობა საფრანგეთის რესპუბლიკის ქ.ამიენის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
3. ნ.მ–ას დაუბრუნდეს წარმოდგენილი შუამდგომლობა თანდართული მასალებით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი