Facebook Twitter

საქმე№ა-1206-შ-26-2021 21 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომ., მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი– გ.ო–ი

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებით გ.ო–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, პ.ა მ.) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად.

2. გ.ო–ის წარმომადგენელმა, 2021 წლის 16 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.

3. განმცხადებლის განმარტებით, გ.ო–ი იტალიის სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ატარებს ორ გვარს, საკუთარს და შვილად ამყვანის - მ–ი ო–ი (პირადობის მოწმობის ასლი თან ერთვის განცხადებას), რის გამოც საჭიროა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის კორექტირება. განჩინებაში დაშვებული ცდომილების მიზეზია უყურადღებობა, რადგან ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტის პროექტში თავად გ.ო–მა ვერ შეამჩნია არსებული შეუსაბამობა. ქართულ ენაზე თარგმნილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის მიზეზია ის გარემოება, რომ იტალიური სიტყვა "ანტეპორე"-ს აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, კერძოდ, აღნიშნული სიტყვა ითარგმნება - "წინ ჩასმა", "უპირატესობის მინიჭება", "ჩანაცვლება" და "პირველ ადგილზე დასმა". იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა შვილად აყვანას თარჯიმანმა მიიჩნია, რომ უნდა განხორციელებულიყო შვილად ამყვანის გვარის მიკუთვნება გ.ო–ისათვის და ნაცვლად "წინ ჩასმა" სიტყვა "ანტეპორე" თარგმნა როგორც "უპირატესობის მინიჭება", "ჩანაცვლება". ცდომილების მიზეზის შესახებ თარჯიმნის ახსნა-განმარტება განცხადებას თან ერთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული - მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად, რადგან შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის თარგმანში ამგვარად იყო მითითებული. გ.ო–ის წარმომადგენელმა, 2021 წლის 16 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გარემოების გამო.

6. ზემოაღნიშნული ნორმისა და განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და "საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, პ.ა მ.) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად" ნაცვლად სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამგვარად: "საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, პ.ა მ.) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) წინ - გ. მ–ი ო–ი".

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ო–ის შუამდგომლობა უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული "საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, პ.ა მ.) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად" უნდა გასწორდეს და მიეთითოს - "საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, პ.ა მ.) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) წინ - გ. მ–ი ო–ი";

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომ. ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური