Facebook Twitter

საქმე №ას-1330-2018 12 მარტი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ბესარიონ ალავიძე

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინების (მ.ა.ი.ს. ვე თ. ა. შ–ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) სარეზოლუციო ნაწილსა და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ.ა.ი.ს.ვე თ.ა–იმ შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (საქმე #ას-1330-2018).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით, საქმის განხილვის ფორმაში, ზეპირი მოსმენის ნაცვლად მითითებულია ზეპირი მოსმენის გარეშე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით“;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ბ. ალავიძე