საქმე №ას-1372-2020 22 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.09.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.03.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.შ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი ი.ზ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "აპელანტი", "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 01.06.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის - 200 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 84-89). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.05.2019წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.03.2019წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.117-120). დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2019წ. განჩინებით აპელანტს დაუწესდა ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად (ს.ფ.133-135), 16.08.2019წ., 30.09.2019წ., 28.10.2019წ. განჩინებებით კი აპელანტს გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.146,147; 155,156; 170-172). ამავე სასამართლოს 25.11.2019წ. განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ს.ფ.194-198). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.12.2019წ., 10.06.2020წ. განჩინებებით აპელანტს გაუგრძელდა დაწესებული ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ.212-214; 242-244).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.09.2020წ. განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩა განუხილველად (იხ.: ს.ფ. 251-254). აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს 11.01.2021წ. (იხ.: უკუგზავნილი, ს.ფ.273).
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 21 იანვარს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, 18.02.2021წ. არის წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (ს.ფ.274, 275).
10. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ. საქმეზე №ას-76-2021, 22 თებერვალი, 2021 წელი, №ას-1481-2020, 9 თებერვალი, 2021 წელი).
11. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
12. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლების საფუძველზე, რადგან კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე, 416-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ზ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.09.2020წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ი.ზ–ძეს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს ი.ზ–ძის მიერ (GR,AN 6082649) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარი (საგადასახადო დავალება N1611237494, გადახდის თარიღი 21.01.2021წ.), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე