Facebook Twitter

საქმე №ა-1888-შ-42-2021 29 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ე–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ე–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით (უიდ 77RS0025-01-2020-001090-45) ა.ე–ვასა და ბ.ე–ვის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახურის (საქართველო) მიერ 2015 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №01151018962, შეწყდა.

2. ა.ე–ვამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 5 ავისტოდან.

4. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე სარჩელს მხარი დაუჭირა, ხოლო მოპასუხე ქორწინების შეწყვეტილად ცნობას არ შეწინააღმდეგებია. არც ქ. მოსკოვის ნოვო პერედელკინოს რაიონის მსდგ-ის, მესამე პირის წარმომადგენელი არ გამოსულა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინააღმდეგ. სასამართლომ სწორედ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დააკმაყოფილა სარჩელი.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 აპრილის განჩინებით, ა.ე–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.ე–ვასა და ბ.ე–ვის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახურის (საქართველო) მიერ 2015 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №01151018962, შეწყდა.

9. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 5 ავისტოდან. როგორც მოსარჩელე ისე მოპასუხე, ასევე მესამე პირი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმნენ ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (უიდ 77RS0025-01-2020-001090-45) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ე–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების (უიდ 77RS0025-01-2020-001090-45) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის სოლნცევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (უიდ 77RS0025-01-2020-001090-45), რომლითაც ა.ე–ვასა და ბ.ე–ვის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახურის (საქართველო) მიერ 2015 წლის 8 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №01151018962, შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე