ბს-1781-140-კს-04 10 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ბ. კ-ის კერძო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი სასარჩელო განცხადების ხელახალ განხილვას.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 28 ოქტომბერს ბ. კ-ემ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე ტ. ბ-ისა და თანამოპასუხე ჯ. გ-ის მიმართ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ გარდაბნის გამგეობის 2000წ. 29 მარტის ¹60 გადაწყვეტილების თანახმად, ქ. გარდაბნის 6-მა მაცხოვრებელმა შპს “კ-სგან” 2000წ. 1 ივლისს ¹2 საქვეიჯარო ხელშეკრულებით მიიღეს 40 კვ.მ მიწის ნაკვეთი, გადაიხადეს მიწის გადასახადი და შეუდგნენ მუშობას.
გამგეობის მიწის მართვის სამმართველოს უფროსმა თვითნებურად, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ვინმე ტ. ბ-ს 10 000 აშშ დოლარად და გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება 120 ჰა-ზე 2000წ. 10 ივლისს, რაზედაც მათ სარჩელით მიმართს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს. საქმე აცილების წესით დაექვემდებარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლეება განუცხადეს, რომ ჯერ უნდა განხილულიყო ნაკვეთის დაბრუნების საკითხი და აღნიშნულის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, ცალკე უნდა წარედგინა სარჩელი ზიანის ანაზღრების თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ იგი სასარჩელო განცხადებაში მიწის მართვის სამმართველოს უფროსისაგან ითხოვდა 5000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ჩამორიცხული იქნებოდა ქ. გარდაბნის ¹..... საშუალო სკოლის ფონდში, მაგრამ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლოის 19 ოქტომბრის განჩინებით მას დააკისრა სახელმწიფო ბაჟის 187 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი სასარჩელო განცხადების ხელახალ განხილვას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. ამ მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, კერძო საჩივის შეტანა ზემდგომ სასამართლოში დაუშვებელია, ვინაიდან იგი პირველ რიგში განხილული უნდა იქნეს გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოს მიერ.
ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო არაუფლებამოსილ სასამართლოში მისი წარდგენის შემთხვევაში უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. კ-ის კერძო საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილ სასამართლოში, რის გამოც სსკ-ის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს, როგორც განჩინების გამომტან სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილითა, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. კ-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.