Facebook Twitter

საქმე №ა-1454-შ-30-2021 20 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილებით ნ.გ–სა და ლ.ბ–ოს შორის 2014 წლის 5 მაისს ახალგორის (საქართველო) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 15141000082) გაუქმდა.

2. ნ.გ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 6 მარტიდან; მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ.გ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.გ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილებით ნ.გ–სა და ლ.ბ–ოს შორის 2014 წლის 5 მაისს ახალგორის (საქართველო) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 15141000082) გაუქმდა; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 6 მარტიდან; მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით); შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19შ გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის №613F 4484/19S გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ–სა და ლ.ბ–ოს შორის 2014 წლის 5 მაისს ახალგორის (საქართველო) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 15141000082) გაუქმდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი