საქმე №ას-954-2020 18 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის, 27 ნოემბრის და 2021 წლის 2 აპრილის განჩინებების (თ.ხ–ძის და სს "ე.ჰ–ბის" საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) სარეზოლუციო ნაწილებსა და განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით თ.ხ–ძის და სს "ე.ჰ–ბის" საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა (საქმე #ას-954-2020).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის, 27 ნოემბრის და 2021 წლის 2 აპრილის განჩინებების სარეზოლუციო ნაწილებსა და განჩინებებში, დავის საგანში - თანხის დაკისრების ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს - თანხმობის გაცემა; უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის, 27 ნოემბრის და 2021 წლის 2 აპრილის განჩინებების სარეზოლუციო ნაწილებსა და განჩინებებში, უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „დავის საგანი - თანხის დაკისრება“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „დავის საგანი - თანხმობის გაცემა; უკანონო ხელშეშლის აღკვეთა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის, 27 ნოემბრის და 2021 წლის 2 აპრილის განჩინებების სარეზოლუციო ნაწილებსა და განჩინებებში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებასა და მის სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „დავის საგანი - თანხის დაკისრება“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „დავის საგანი - თანხმობის გაცემა; უკანონო ხელშეშლის აღკვეთა“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე