Facebook Twitter

საქმე №ას-1051-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა.მ.ფ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. ა. გ. ი-მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ს.გ–იმ (შემდეგში: მოპასუხე ან მყიდველი), 2018 წლის იანვარ-თებერვალში ერთმანეთი დუბაიში გაიცნეს, რის შემდეგაც მათ ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 25 ივნისს, მოპასუხემ შპს ,,ჰ.ლ–თან“ (შემდეგში: გამყიდველი ან კომპანია), საკუთარი სახელით დადო საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, ........., სართული 14, ბინა N54ა, 74,46 კვ.მ ს/კ .......) ნასყიდობის ხელშეკრულება. ბინის ნასყიდობის თანხა 111 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაიხადა, ხოლო ბინა მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა.

2. გამყიდველ კომპანიასა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 25 ივნისს სანოტარო წესით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 18.09.2018 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მყიდველი დარეგისტრირდა.

3. სასარჩელო მოთხოვნა

3.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მისთვის ნასყიდობის საფასურის 111 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

3.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისდამი მოსარჩელის ნდობა და კომპანიასთან, 2018 წლის 25 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი სახელით დადო, რის შემდეგაც მისსავე სახელზე აღირიცხა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში. მოპასუხემ მოატყუა მოსარჩელე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა მოსარჩელის სახელით და ამ უკანასკნელს წარუდგინა გამყიდველი კომპანიის ანგარიში, რის შემდეგაც მოსარჩელემ, 2018 წლის 25 ივნისს, კომპანიას სრულად გადაურიცხა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური 111 000 აშშ დოლარი.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნასყიდობის საგნის ფასის გადახდა განხორციელდა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან, მოსარჩელისავე ინიციატივით.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 524-ე, 525.2-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტი უთითებდა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება, კერძოდ, მოპასუხეს შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა და მოსარჩელის სახელით გაეფორმებინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავალების ხელშეკრულების ნამდვილობა (რომელიც არ მოითხოვს სპეციალურ ფორმას), შეიძლება, დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული მოსაზრება განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურსამართლებრივი ნორმის შინაარსზე, ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვებისა თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ სამართლის ნორმით განსაზღვრულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს წარმოადგენს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად, უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე.

6.3. იმის გათვალისწინებით, რომ დავალების ხელშეკრულების დასადებად კანონი (სსსკ-ის 709-ე მუხლი) არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს, ის შეიძლება დაიდოს ზეპირადაც. მითითებული ნორმის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

6.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დავალების ხელშეკრულება დადებული იყო ზეპირი ფორმით, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მუდმივად იმყოფებოდა მოპასუხის გვერდით და მისთვის ცნობილი იყო ყველა დეტალი მოპასუხესა და უძრავი ქონების გამყიდველ კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და უძრავი ქონების მოპასუხის სახელზე დარეგისტრირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თარჯიმნის- მ.ყ–ის ჩვენებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მის მიერ უდავოდ მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების თარგმნა, ხოლო მოსარჩელეს ეჭვი არ გასჩენია, რომ უძრავ ქონებას მოპასუხე ყიდულობდა. აპელანტის მიერ მხოლოდ იმის მითითება, რომ ვინაიდან იგი არის საუდის არაბეთის მოქალაქე და მისი მშობლიური ენა არის არაბული, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე აპელანტზე უკეთესად ფლობს ინგლისურ ენას, იგი ვერ გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და არ იყო ინფორმირებული, რომ უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდებოდა, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება საკმარის არგუმენტად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ უზრუნველყო ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულების დადასტურება.

6.5. სააპელაციო სასამართლო დაეთანხა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ამასთან, მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ ბინის შეძენა მოხდა ნებაყოფლობით საჩუქრის სახით, რასაც ასევე ადასტურებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა პირადი ურთიერთობა, რაც სრულიად ბუნებრივს ხდის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გარკვეული საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობას. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ 2018 წლის 25 ივნისის საგადასახადო დავალებაში, გადამხდელად სადავო უძრავ ქონებაზე მითითებულია მოსარჩელე, რაც იმას ადასტურებს, რომ მან თავისი ნებით გადაიხადა უძრავი ქონების საფასური. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

7. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.2. კასატორის განმარტებით, saapelacio sasamarTlom ar gamoiyena usafuZvlo gamdidrebis momwesrigebeli normebi, romlebic unda gamoeyenebina da nacvlad amisa, gamoiyena Cuqebis xelSekrulebis momwesrigebeli muxli, romelic ar unda gamoeyenebina gansaxilvel saqmeze. bunebrivia, kasatori ver dadebda Cuqebis xelSekrulebas im nivTze, romelic mis sakuTrebaSi ar imyofeboda.

7.3. კასატორის განმარტებით, davalebis xelSekrulebis pirobebis SelaxviT, მოპასუხემ kasators miawoda araswori informacia da acnoba, rom გამყიდველი კომპანიის sabanko angariSze Tanxis gadaricxviT swored kasatori SeiZenda binas. Sesabamisad, kasatori endo Tavisi warmomadgenlis mier miwodebul informacias და binis nasyidobis safasuri - 111,000 aSS dolaris gadaixada. gansaxilvel SemTxvevaSi, swored სსკ-ის 385-e muxlisa da usafuZvlo gamdidrebis momwesrigebeli normebis – სსკ-ის 976-991 muxlebis Tanaxmad gadaxdili binis nasyidobis safasuris - 111,000 aSS dolari kasators უნდა დაუბრუნდეს, რადგან kasatorsa da კომპანიას, an kasatorsa da მოპასუხეს Soris ar arsebobda araviTari valdebulebiT-samarTlebrivi urTierToba, romlis safuZvelzec kasators aRniSnuli Tanxa unda gadaexada.

7.4. სსკ-ის 986-e muxlis miznebisaTvis mniSvneloba ar aqvs es iyo SecdomiT - gaucnobierebeli nebis gamovlenis Sedegad Sesrulebuli valdebuleba, Tu sxvisi valis ganzrax gadaxada. kerZod, სსკ-ის 986-e muxlis Sesabamisad, moTxovnis ufleba aqvs `pirs, romelic Segnebulad an SecdomiT sxvis valebs istumrebs~, anu 986-e muxlis safuZvelze SeiZleba dabrundes is gadaxdac, romelic Segnebulad ganxorcielda sxva piris sasargeblod. Sesabamisad, gansaxilvel SemTxvevaSi, kasators gacnobierebulad da Segnebulad romc gadaexada binis nasyidobis safasuri mowinaaRmdege mxaris sasargeblod, სსკ-ის 986-e muxlis safuZvelze Tanxis dabrunebis ufleba mas mainc warmoeSoboda. miT umetes, rom garda samarTlebrivi safuZvlisa, kasators მოპასუხის valis gastumrebis arc moraluri da arc zneobrivi valdebuleba ar gaaCnda. zemoaRniSnulidan gamomdinare, calsaxaa, rom saxezea სსკ-ის 986-e muxliT gaTvaliswinebuli yvela piroba imisaTvis, rom kasators ukan daubrundes SecdomiT მოპასუხის valdebulebis Sesrulebis gamo gadaxdili Tanxa – binis nasyidobis safasuri.

7.5. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული განჩინება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება (#as-507-481-2015, #as-1150-1079-2012).

7.6. kasatorisaTvis inglisuri ena ar warmoadgens mSobliur enas, igi aris saudis arabeTis moqalaqe da misi mSobliuri ena aris arabuli. mowinaaRmdege mxare kasatorze ukeT flobs inglisur enas da erT-erT faqtors, ris gamoc kasatorma mas uZravi qonebis SeZenaSi daxmareba sTxova, swored aRniSnuli garemoeba warmoadgenda. sasamarTlo procesebze mowinaaRmdege mxaris mxridan araerTxel iyo am garemoebis dakninebis mcdeloba, Tumca, dausabuTebeli gancxadebebis garda, mxares raime arsebiTi mtkicebuleba an garemoeba ar warudgenia aRniSnulTan dakavSirebiT, amitom es mxedvelobaSi ar unda iqnas miRebuli. amdenad, notariusisa da Tarjimnis gancxadeba, rom kasatori gaecno nasyidobis xelSekrulebas da pretenzia ar gamouTqvams, ar adasturebs im faqts, rom igi eTanxmeboda mis mier Tanxis gadaxdis sanacvlod binis მოპასუხისათვის sakuTrebaSi gadasvlas. kasatori ar gascnobia arc xelSekrulebas da arc - sanotaro aqts, ეს გარემოება აპელანტის მიერ sagangebod dasmuli kiTxvis pasuxad daadastura swored notariusma n.g–Zem.

7.7. arc erTi CvenebiT ar ikveTeba Tu ra moculobiT iyo kasatori CarTuli molaparakebebis procesSi, xolo binis mesakuTris vinaobis sakiTxi masTan saerTod ar yofila ganxiluli. amasTan, kasators procesis arc erT etapze ar uaruyvia, rom igi imyofeboda გამყიდველი კომპანიის ofisSi, Tumca es ar niSnavs imas, rom igi detalurad ereoda yvela sakiTxSi. კომპანიის TanamSromlebma TavianT CvenebebSi aRniSnes, rom mowinaaRmdege mxare kasators uTanxmebda binis arqiteqturul nawilsa da Sida ganlagebas da mowinaaRmdege mxaris rCeviTve gaerTianda ori bina, ris Sedegadac igi Camoyalibda erT sakadastro erTeulad. bunebrivia, kasatori miiCnevda da gonivruli molodini gaaCnda, rom molaparakebebis dasrulebisa da xelSekrulebis xelmoweris Semdeg bina mis saxelze aRiricxeboda.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხი ამ დავის განხილვისას (მოსარჩელე და მოპასუხე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან), საკასაციო სასამართლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-8 და 36.1-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის საერთაშორისო კომპეტენცია საქართველოს სასამართლოებს აქვთ და დავის გადაწყვეტისას მართებულად იქნა გამოყენებული ქართული სამართალი.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმის მასალებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობა არ დადასტურდა (სსკ-ის 709-ე მუხლი).

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებებს მოწმეთა ჩვენებების შესახებ, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი საკმარისი არ არის, რათა სასამართლომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი დავალების ხელშეკრულების არსებობა დაადგინოს.

17.1. მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა ნ.გ–ძემ, 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან, როგროც ნოტარიუსმა, დაამოწმა მოპასუხესა და გამყიდველ კომპანიას შორის დადებული 2018 წლის 25 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. მასთან ოფისში, ორჯერ იყვნენ ერთად მისულები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები. ნოტარიუსმა კანონის შესაბამისად დაადგინა პირობები, ხელშეკრულების საგანი, ასევე თარჯიმნის მეშვეობით მოსარჩელემ და მოპასუხემ, ორივემ წაიკითხა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მაქსიმალურად იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში და არანაირი პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება ფორმდებოდა მოპასუხის სახელზე არ გამოუთქვამს. მოსარჩელემ ასევე სრულად წაიკითხა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმის მითითებით, ნათლად ჩანდა, რომ უძრავი ქონების მყიდველი იყო მოპასუხე (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:36:09-16:44:45).

17.2. მოწმის სახით დაკითხულმა ინგლისური და რუსული ენების თარჯიმანმა მ.ყ–მა, 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან თარგმნა მოპასუხესა და უძრავი ქონების გამყიდველ კომპანიას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმის მითითებით, მოპასუხე ყიდულობდა უძრავ ქონებას. მას შემდეგ, რაც ითარგმნა ნასყიდობის ხელშეკრულება, მოპასუხემ ხელშეკრულებას გადაუღო ფოტო და გადაუგზავნა მოსარჩელეს. შემდგომ, როდეც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დამოწმება ხდებოდა ნოტარიუსთან, მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ისხდნენ ნოტარიუსთან და მოპასუხე უთანხმებდა მოსარჩელეს გარკვეულ საკითხებს, თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, უძრავი ქონება უნდა დარეგისტრირებულიყო მოსარჩელის სახელზე, მოწმეს არ გასჩენია (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:45:45-16:58:51).

17.3. მოწმის სახით დაკითხულმა უძრავი ქონების გამყიდველი კომპანიის იურისტმა - ა.მ–მა 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენისას, შეძენის მსურველებთან თავდაპირველად მოლაპარაკებას იწყებს გაყიდვების ოფისი. მოპასუხის მიერ შეძენილი ბინა იყო ერთიანი ბინა დიდი ფართობით. მოსარჩელე და მოპასუხე მოწმესთან ერთად მოვიდნენ, რა დროს მოსარჩელემ იკითხა, პრობლემა ხომ არ იქნებოდა, რომ ბინის ნასყიდობის თანხა გამყიდველისათვის მას ჩაერიცხა, ვინაიდან ბინა უნდა გაფორმებულიყო მოპასუხის სახელზე, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. აღნიშნულის გარდა, სხვა კითხვა მოსარჩელეს მოწმისთვის არ დაუსვამს. მოწმე მიუთითებს, რომ ნოტარიუსთთან მხარეებს გაჰყვა მათი თანამშრომელი. თანხა ჩაირიცხა მოსარჩელის მიერ, თუმცა მხარეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ბინა უნდა გაფორმებულიყო მოპასუხეზე (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 16:59:58-17:12:23).

17.4. მოწმის სახით დაკითხულმა გამყიდველი კომპანიის თანამშრომელმა ნ.გ– ე–ამ 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ბინის შესაძენად ოფისში ერთად მივიდნე. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოპასუხესთან. ბინის ყიდვის მთელი პროცესის განმავლობაში, მოსარჩელე და მოპასუხე ერთად დადიოდნენ ოფისში მოლაპარაკებებზე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ორივე ჩართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში (იხ. 2019 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი, 17:13:54-17:16:43).

18. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს (უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესახებ) და აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა, თავად მოსარჩელის განმარტების მიხედვით, გამომდინარეობს სახელშეკრულებო ნორმებიდან, კერძოდ, მარწმუნებელი მოითხოვს რწმუნებულისაგან მისი სახელით განხორციელებული მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის წარმატებულობას ამოწმებს: ა) სსკ-ის 709-ე, 712-ე მუხლის მე-2 ნაწილის; ბ) 719-ე, 394-ე მუხლებისა და 408-ე მუხლის პირველი ნაწილის; გ) 992-ე, 408.1 მუხლების ფარგლებში. პირველ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს მარწმუნებლის მხრიდან დავალების ხელშეკრულების პირობებისაგან თვითნებური გადახვევა და ამის შედეგად ზიანის დადგომა (შეად. სუსგ #ას-1077-2019, 19.11.2020 წ.). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მოპასუხესთან დავალების ხელშეკრულების დადების ფაქტი, მისი სასარჩელო მოთხოვნა იმთავითვე წარუმატებელი იყო, შემდგომი საკითხების კვლევის მიუხედავად. სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება და საფუძვლები გამორიცხავს კონდიქციური მოთხოვნის შესახებ მსჯელობის შესაძლებლობას. ამასთან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია პრეტენზია სხვისი ვალის შეცდომით თუ უნებლიეთ გასტუმრების შესახებ. მოსარჩელემ მასზე დაკისრებული, კანონით გათვალისწინებული, მტკიცების ტვირთი ვერ სძლია.

19. საკასაციო სასამართლო მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობითა და საქმის გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა (სსკ-ის 524-ე მუხლი). უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ იგი მოპასუხეს ვერ აჩუქებდა იმას რაც მისი ისედაც არ იყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ბინის შესაძენი თანხა აჩუქა იმ ფორმით, რომ გამყიდველს თანხა მოსარჩელემ გადაუხადა ნასყიდობის საგანი კი მოპასუხის სახელზე აღირიცხა. ნაჩუქარი ნივთის (თანხის) დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს კი მოსარჩელე ვერც უთითებს და ვერც ასაბუთებს.

20. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის თაობაზე, რადგან მისი სარჩელი განხილულ და გადაწყვეტილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმ წესების დაცვით, რაც საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი, მან, ასევე, ორჯერ ისარგებლა გასაჩივრების უფლებით. კასატორის პრეტენზია ზედაპირული და უსაფუძვლოა, რადგან იგი კონკრეტულად არ უთითებს რაიმე საპროცესო დარღვევაზე, რაც მისი საქმის განხილვის დროს გამოვლინდა.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა.მ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ა.მ.ფ–ის (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ა–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის (საგადახდო დავალება N9211834335, გადახდის თარიღი 2020 წლის 20 მარტი), 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე