საქმე №ას-246-2019 19 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.გ–ი, ქ.ა–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ.ე. ....“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 70,71 კვ. მეტრი, ს/კ ......, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.გ–ის სახელზე.
2. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 61,04 კვ. მეტრი და 7,4 კვ. მეტრი, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ.მ–ას, მ.მ–ას, ე.მ–ას, გ.მ–ას, გ.მ–ას, ნ.მ–ის და მ.მ–ას სახელზე.
3. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 6 კვ. მეტრი, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.გ–ის სახელზე.
4. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 37 კვ. მეტრი, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი.ს–ძის სახელზე.
5. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 4 კვ. მეტრი, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ი.ს–ძის სახელზე.
6. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 27,51 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია პ.შ–ძის სახელზე.
7. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 58,98 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.შ–ის სახელზე.
8. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 50,62 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია რ.ხ–ის სახელზე.
9. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 5,15 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ.შ–ეს სახელზე.
10. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 38,29 კვ. მეტრი, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ.ჯ–ძის სახელზე.
11. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 9,38 კვ. მეტრი, ს/კ ...., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ.ჯ–ძის სახელზე.
12. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 88,88 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.პ–ის სახელზე.
13. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 94 კვ. მეტრი, ს/კ ...., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ.ღ–ის სახელზე.
14. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 39,61 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ.შ–ეს სახელზე.
15. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 39 კვ. მეტრი, ს/კ ...., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.გ–ის სახელზე.
16. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 60,99 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.გ–ის სახელზე.
17. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 41,50 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა.გ–ის სახელზე.
18. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 9,10 კვ. მეტრი და 6,92 კვ. მეტრი, ს/კ ...., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ.შ–ეს სახელზე.
19. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 17,02 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სახელზე.
20. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 7,83 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ.ჯ–ძის სახელზე.
21. უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა №2, ფართი 8,29 კვ. მეტრი, ს/კ ..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ.გ–ის სახელზე.
22. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ჩ.ე. ...“ (შემდეგში: მოპასუხე, ამხანაგობა) 2018 წლის 5 აპრილის №2018-1 კრების ოქმის თანახმად კრებას დაესწრო 13 წევრი, მოისმინეს ამხანაგობის თავმჯდომარის, ამხანაგობის წევრის გ.პ–ის წინადადება იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს ამოეწურა ვადა და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულიყო ა.გ–ი 5 წლის ვადით. ამავე ოქმის შესაბამისად ხმათა 72%-ით გადაწყდა, ამხანაგობის თავმჯდომარედ ამხანაგობის წევრის ა.გ–ის არჩევა.
23. ამხანაგობის 2018 წლის 18 აპრილის №2018-2 კრების ოქმის თანახმად, კრებას დაესწრო 17 ბინის მესაკუთრე, მოისმინეს ამხანაგობის წევრის გ.პ–ის წინადადება იმის შესახებ, რომ ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულიყო ა.გ–ი 7 წლის ვადით, რასაც მხარი დაუჭირა 17 ბინის მესაკუთრემ.
24. სარჩელის მოთხოვნა
24.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ამხანაგობის 2018 წლის 5 აპრილის #2018-1 და 18 აპრილის #2018-2 კრების ოქმების ბათილად ცნობა;
25. მოპასუხის შესაგებელი
25.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
26. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
26.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილდა.
27. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
27.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
28.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
28.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსკ, 390.3-ე მუხლი).
28.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველესად შესაფასებელი იყო, მოსარჩელეთა იურიდიული ინსტერესი გასაჩივრებული კრების ოქმის ბათილად ცნობის შედეგებთან მიმართებით.
28.4. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა
28.5. საქმეში წარდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი (ს.ფ.157), რომლითაც ირკვევა, რომ ამხანაგობის აღრიცხვაში შეტანილია ცვლილება და ამხანაგობის თავმჯდომარედ აღირიცხა ა.გ–ი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 7 წლით - 2025 წლის 18 აპრილამდე.
28.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო 2018 წლის 5 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, საბოლოოდ არ აყენებს მოსარჩელეებისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს და მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, კრების ოქმის ბათილად ცნობით არ მიიღწევა მოსარჩელეთათვის სასურველი შედეგი - ა.გ–ის ამხანაგობის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, საკითხს მხარი დაუჭირეს ე.მ–ამ, ი.ს–ძემ, დ.ჯ–ძემ, ზ.შ–ამ, გ.პ–მა, თ.ღ–მა, რ.ხ–მა და პ.შ–ძემ, რაც იმის გათვალისწინებით, რომ დ.ჯ–ძე სარგებლობდა 3 ხმით, ზ.შ–ე სარგებლობდა 3 ხმით და ი.ს–ძე სარგებლობდა 2 ხმით, წარმოადგენს 13 ხმას ანუ ამხანაგობის წევრთა ხმების (17 ხმის) 2/3-ზე მეტს.
28.7. საქმეში არსებულ განცხადებებში მითითებულია, რომ 5 აპრილს 18:00 საათზე, ასევე 18 აპრილს 18:00 საათზე გაიმართება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება და განსახილველი საკითხი იქნება ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ორივე განცხადება იყო გამოქვეყნებული. საქმეში ასევე წარდგენილია 2018 წლის 18 აპრილს ჩატარებული კრების წევრთა სია (ტ.1,ს.ფ. 167), მათ შორის არიან: ე.მ–ა, ი.ს–ძე, დ.ჯ–ძე, ა.გ–ი, ზ.შ–ა, გ.პ–ი, თ.ღ–ი, რ.ხ–ი და პ.შ–ძე. საყურადღებოა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია დ.ჯ–ძის, რ.ხ–ის, პ.შ–ძის, ი.ს–ძის, თ.ღ–ის, ზ.შ–ეს და ე.მ–ას ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილები, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ესწრებოდნენ 2018 წლის 18 აპრილს გამართულ კრებას და დაეთანხმნენ ამხანაგობის თავმჯდომარედ ა.გ–ის არჩევას (ტ.1,ს.ფ. 141-156). აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის ოქმი (ტ.1,ს.ფ.79) არ წარმოადგენდა იმ სახის მტკიცებულებას, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ 18 აპრილის კრება არ ჩატარებულა.
29. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
29.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქვემდგომ ინსტანციაში დაბრუნება მოითხოვეს.
29.2. კასატორების განმარტებით ისინი სათანადოდ არ იყვნენ მიწვეული კრებაზე, ამასთან, მათივე განმარტებით, კონკრეტული მოტივით არ მიიწვიეს კრებაზე, ვინაიდან, მათ იცოდნენ გარკვეული ინფორმაცია ამხანაგობის ყოფილ თავმჯდომარესა და მომავალ თავმჯდომარეზე, ხოლო, ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ ამხანაგობის წევრების მხარდაჭერას ვეღარ მიიღებდნენ.
29.3. კასატორების განმარტებით, მათ არც დღის წესრიგის შემცველი წერილობითი შეტყობინება მიუღიათ, ხოლო, ფოსტის გზავნილით არ დასტურდებოდა ვის, როდის და რა დოკუმენტი ჩაბარდა.
30. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
30.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
33. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, ამხანაგობის ორი კრების ოქმს. მათი განმარტებით, დარღვეული იყო მოწვევის პროცედურა, ამასთან, ერთ-ერთ მათგანს ჩაბარდა უწყება, თუმცა, კრებაზე მისვლის მიუხედავად კრება არ ჩატარებულა. მათ მსგავსად კრებაზე არ იყო მიწვეული რამდენიმე მესაკუთრე. ამდენად, კასატორების განმარტებით, პროცედურის დარღვევით განხორციელდა კრების მოწვევა, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, ოქმის მიხედვით კრებას დაესწრო 9 პირი.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის დავებზე, ისეთი პრეტენზიის არსებობისას, როდესაც სადავოდაა გამხდარი კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა ადრესატისთვის, აგრეთვე კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის თაობაზე პრეტენზიისას, პირველ რიგში, შემოწმებას ექვემდებარება სწორად იყო თუ არა აღძრული სარჩელი და დასაშვები იყო თუ არა იგი სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016). სხვა საქმეზე კი, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ).
35. საკასაციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნაზე მიუთითებს, რომელიც სადავო კრების ოქმებიდან ერთ-ერთს - 2018 წლის 5 აპრილს, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევას ეხებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე, არჩეულია 2018 წლის 18 აპრილს, ვინაიდან, იმავე თვეში, 5 აპრილს შედგენილი ოქმის შედეგი არ დარეგისტრირდა შესაბამის ორგანოში გარკვეული მიზეზების გამო.
36. კასატორების, საკასაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული პრეტენზიების და იმ პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, რომელზეც უთითებენ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაფასებელია გასაჩივრებული კრების ოქმები მიღებულია თუ არა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. საკასაციო სასამართლო კრების მოწვევის პროცედურებთან (იხ. სპეციალური კანონის 27-ე მუხლი) დაკავშირებით საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ განცხადებები კრების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნებული იყო. საქმის მასალებში წარმოდგენილია აგრეთვე საფოსტო უკუგზავნილები, რაც ადასტურებს გ.გ–ისთვის და ქ.ა–ისთვის გზავნილის გაგზავნას, რომლის ჩაბარებაზეც უარი განაცხადეს (საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდება, რომ ადრესატის დედამ უარი განაცხადა გზავნილის მიღებაზე; გ.გ–ის მიმართ გაგზავნილი გზავნილის უკუგზავნილზე, დასახელებულთან ერთად, აღნიშნულია, რომ 20.04.18-ში თ.გ–მა მიიღო გზავნილი; იხ. ტ.1,ს.ფ.136-137). ზემოაღნიშნულთან ერთად, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მესაკუთრეებისთვის ცნობილი იყო კრების მოწვევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმზე (ტ.1,ს.ფ.79) მიუთითებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თ.გ–მა მიმართა სამართალდამცავებს, იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა, სადავო კრება არ ჩატარებულა. აღნიშნული ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ოქმი შედგენილია თ.გ–ის მითითების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული დამატებით ამყარებს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მხარეები სათანადო წესით და დროულად იყვნენ ინფორმირებულნი სადავო კრების შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, კრების ჩაუტარებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
37. კასატორების კიდევ ერთი პრეტენზია, სადავო ოქმის არალეგიტიმურობას ეხება იმ საფუძვლით, რომ კრება არ იყო უფლებამოსილი, არასაკმარისი რაოდენობის მესაკუთრეები ესწრებოდნენ, რამაც არალეგიტიმური გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
38. საკასაციო სასამართლო სპეციალური კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ხელმეორედ იწვევს კრებას იმავე დღის წესრიგით. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, რომლის შესახებაც უნდა აღინიშნოს კრების მოწვევისას“, მე-4 პუნქტის მიხედვით მე-6 პუნქტის მიხედვით „ამხანაგობის წევრს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ: ა) არის ინტერესთა კონფლიქტი; ბ) საკითხი ეხება მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას“. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ინდივიდუალური საკუთრებაა – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.), ხოლო, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
39. ამდენად, დადგენილია, რომ მეორე სადავო კრების ოქმის მიღებას, რომელიც დარეგისტრირდა შესაბამის ორგანოში, ესწრებოდა 21 მესაკუთრიდან, 9 მესაკუთრე, აქედან ერთი, თავმჯდომარე - ა.გ–ია, რომელიც არ სარგებლობდა ხმის უფლებით. დარჩენილი 8 წევრიდან ყველა დაეთანხმა ა.გ–ის თავმჯდომარედ არჩევას. გასათვალისწინებელია, რომ 8 წევრიდან - სამი, რამდენიმე ხმით სარგებლობდა, კერძოდ: დ.ჯ–ძე - 3 ხმით, ზინაიდან შამბე - 3 ხმით, ხოლო, ი.ს–ძე - 2 ხმით, ამდენად კრებაზე, 8 უფლებამოსილი წევრის მიერ, 13 ხმით არჩეულია ა.გ–ი.
40. კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან დადგენილია, ამხანაგობა 21 საკადასტრო ერთეულისგან შედგებოდა, საიდანაც, თავმჯდომარე 4 ერთეულის მესაკუთრეა, შესაბამისად, კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა უნდა გამოითვალოს 21 ერთეულს გამოკლებული 4 ერთეულიდან - 17-დან.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ის და ქ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. მ.გ–სა და ქ.ა–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, თ.გ–ის (....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N7695654140, გადახდის თარიღი 2019 წლის 13 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე