Facebook Twitter

საქმე №ას-866-2020 16 ივნისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – ნ.ნ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ კ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ.ჯ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ნ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (მდებარე: ქ.რუსთავი, ......., ბ.73 ს/კ .........) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნება.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 3 მაისს მ.ჯ–მა აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნ.ნ–ძე და მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ.რუსთავი, ......, ს/კ ...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ნ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა ჩაინიშნა 2021 წლის 16 ივნისს ზეპირი მოსმენით. სხდომაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება. მორიგების აქტის თანახმად:

1. ერთი მხრივ, მ.ჯ–ი (პ/#.......), რომელსაც წარმოადგენს კ.ს–ძე (პ/#.......) და, მეორე მხრივ, ნ.ნ–ძე (პ/#........) თანხმდებიან, რომ მ.ჯ–ს, მის საკუთრებაში არსებული, ქ.რუსთავში, ........ მდებარე ბინის (ს/კ #..........) სანაცვლოდ, ნ.ნ–ძე 2021 წლის 21 ივნისს გადაუხდის 18 000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან ნოტარიუსთან, იმავე დღეს გადაუხდის 350 ლარს და გადასცემს ფაქტობრივ მფლობელობაში გ.პ–ის (პ/#3......) მფლობელობაში არსებულ ავტომაქანა „მერსედეს ც კლასს“ (სარეგისტრაციო ნომერი: ….) მასთან დაკავშირებულ საბუთებთან ერთად.

2. 2021 წლის 21 ივნისს, თანხის გადახდისთანავე, მ.ჯ–ი ნ.ნ–ძეს გადაუფორმებს საკუთრებაში ზემოხსენებულ უძრავ ქონებას (ს/კ #.......).

3. დარჩენილ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარს ნ.ნ–ძე მ.ჯ–ს გადაუხდის არა უგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრისა.

4. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთება მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება (ს/კ #........).

5. ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში მ.ჯ–ი გასცემს სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას უძრავ ქონებაზე (ს/კ #......) იპოთეკის მოსახსნელად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 49-ე (2), 257-ე, 272-ე (დ), 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება ნ.ნ–ძესა და მ.ჯ–ს შორის შემდეგი პირობებით:

2.1. ერთი მხრივ, მ.ჯ–ი (პ/#......), რომელსაც წარმოადგენს კ.ს–ძე (პ/#......) და, მეორე მხრივ, ნ.ნ–ძე (პ/#.......) თანხმდებიან, რომ მ.ჯ–ს, მის საკუთრებაში არსებული, ქ.რუსთავში, ...... მდებარე ბინის (ს/კ # ........) სანაცვლოდ, ნ.ნ–ძე 2021 წლის 21 ივნისს გადაუხდის 18 000 (თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე ან ნოტარიუსთან, იმავე დღეს გადაუხდის 350 ლარს და გადასცემს ფაქტობრივ მფლობელობაში გ.პ–ის (პ/# ......) მფლობელობაში არსებულ ავტომაქანა „მერსედეს ც კლასს“ (სარეგისტრაციო ნომერი: ……) მასთან დაკავშირებულ საბუთებთან ერთად.

2.2. 2021 წლის 21 ივნისს, თანხის გადახდისთანავე, მ.ჯ–ი ნ.ნ–ძეს გადაუფორმებს საკუთრებაში ზემოხსენებულ უძრავ ქონებას (ს/კ #......).

2.3. დარჩენილ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარს ნ.ნ–ძე მ.ჯ–ს გადაუხდის არა უგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრისა.

2.4. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთება 2.1. პუნქტში მითითებული უძრავი ქონება (ს/კ #......).

2.5. ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში მ.ჯ–ი გასცემს სანოტარო წესით დადასტურებულ თანხმობას უძრავ ქონებაზე (ს/კ #......) იპოთეკის მოსახსნელად.

3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე მ.ჯ–ის სარჩელის გამო, ნ.ნ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

6. კასატორ ნ.ნ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.ბ–ძის მიერ 23.10.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი