Facebook Twitter

საქმე №ას-1019-2019

14 ივნისი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე.ლ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ნ.ქ-ხ–ა, ვ. ხ–ა, ნ. ხ–ა

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ე.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ლ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. ხ–ას, ნ:.ქ-ხ–ასა და ნ. ხ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ე.ლ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ............ კორპუსი №24, სარბაზო 2, სართული 1, ბინა №24 (საკადასტრო კოდი - ..........) და თავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ე.ლ–ძეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 8 ივნისს №ას-1019-2019 სამოქალაქო საქმეზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2021 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ე.ლ–ძემ და მოითხოვა 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში და 2021 წლის 8 ივნისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.ლ–ძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა განცხადებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში და 2021 წლის 8 ივნისის სააღსრულები ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელი უთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების მისამართი არასწორად არის მითითებული 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების მეოთხე პუქტში და N24-ე კორპუსის ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს N34-ე კორპუსი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში და 2021 წლის 8 ივნისის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამაყოლაბდეს შემდეგნაირად: ვ. ხ–ას, ნ:.ქ-ხ–ასა და ნ. ხ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ე.ლ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, .... №34, სადარბაზო 2, სართული 1, ბინა №24 (საკადასტრო კოდი - .......) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე.ლ–ძეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. ე.ლ–ძის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს:

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში და 2021 წლის 8 ივნისის საააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ვ. ხ–ას, ნ:.ქ-ხ–ასა და ნ. ხ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ე.ლ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ....... კორპუსი №34, სადარბაზო 2, სართული 1, ბინა №24 (საკადასტრო კოდი - .....) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ე.ლ–ძეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე