საქმე №ა-2817-შ-70-2021 18 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –კ.ს–ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ნიდერლანდების, ზელანდია-დასავლეთ ბრაბანტის სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება #C/02/356798/FA RK 19-1591
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნიდერლანდების, ზელანდია-დასავლეთ ბრაბანტის სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის #C/02/356798/FA RK 19-1591 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) კ.ს–ეს (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) (ქორწინების აქტის მიხედვით - კ.ო–ი) სარჩელი ა.ს–ეს (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და 2014 წლის 5 სექტემბერს საქართველოში, ქ. მცხეთაში მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 9 ივნისს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ, რაზეც, დადგენილ ვადაში ქმარს (მოპასუხეს) შესაგებელი არ წარუდგენია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, ნიდერლანდების, ზელანდია-დასავლეთ ბრაბანტის სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის #C/02/356798/FA RK 19-1591 გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ, რაზეც, დადგენილ ვადაში ქმარს (მოპასუხეს) შესაგებელი არ წარუდგენია.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ს–ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ნიდერლანდების, ზელანდია-დასავლეთ ბრაბანტის სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება #C/02/356798/FA RK 19-1591, რომლითაც 2014 წლის 5 სექტემბრს საქართველოში, ქ. მცხეთაში კ.ს–ესა და ა.ს–ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური