Facebook Twitter

№ას-17-2019 19 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ო–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ. ჯ.ჰ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 16 ივნისს შპს „ა-ფ–სა“ და ი.ო–ს (შემდგომში „დასაქმებული“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დასაქმდა PR მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 2000 ლარით განისაზღვრა.

2. 2017 წლის 7 თებერვალს დასაქმებულსა და სს „ს.კ. ჯ.ჰ–ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მზღვეველი“ ან „ს.კ.“) შორის გაფორმდა ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) და იმავე დღეს გაიცა სადაზღვევო პოლისი. დაზღვეულის მიერ წლიური სადაზღვევო პრემია განისაზღვრა 360 ლარით, ასევე შეთანხმდა მზღვეველის ვალდებულება იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ.

3. ხელშეკრულების პირობების თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზად განისაზღვრა მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზია, მათ შორის, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც სამუშაო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის და ორგანიზაციის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება/შემცირება). მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურებისგან გათავისუფლების საგამონაკლისო პირობად დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს თავისი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება მიეთითა.

4. მზღვეველის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა შერჩეული ყოველთვიური ლიმიტის შესაბამისი თანხა მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. ანაზღაურება მხოლოდ რეალური უმუშევრობის პერიოდში, მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო და შეწყვეტას ექვემდებარებოდა დაზღვეულის ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებისთანავე ან დაზღვეულის მიერ ნებისმიერ დამკვეთთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

5. 2017 წლის 24 მაისიდან დამსაქმებელმა დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სადაზღვევო კომპანიის მიმართ და მოითხოვა იძლებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, 11 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

6.2. მოსარჩელის განცხადებით, დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხისგან სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს ქმნიდა.

7. მოპასუხის პოზიცია

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმაა, რომ დასაქმებულმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ურთიერთშეთანხმებით, რაც გამორიცხავდა იძლებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სადაზღვევო კომპანიისთვის დაკისრებას.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 ლარის გადახდა.

9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

10.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით და მიუთითა, რომ იმისათვის, რათა სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადაზღვევო შემთხვევა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლისებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივ საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით, დამზღვევი თანხის გადახდის ვალდებულებებისგან თავისუფლდება, თუ დასაქმებულმა სამუშაო საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკვლევ გარემოებას დასაქმებულის ნების განმაება წარმოადგენს, რათა საბოლოოდ დადგინდეს, ადგილი ჰქონდა თუ არა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ დასაქმებულის იძულებით უმუშევრობას, რაც მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიცირდება და სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძველს ქმნის.

10.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებში არსებულ, 2017 წლის 24 მაისით დათარიღებულ, დასაქმებულის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მხარეები 2016 წლის 16 ივნისს დადებულ შრომით ხელშეკრულებას ურთიერთშეთანხმებით, დასაქმებულის ინიციატივით წყვეტენ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით და არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება აღნიშნული დოკუმენტის შეცდომით შედგენის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, მხარის განმაება, რომ დოკუმენტზე ხელმოწერისას იგი არ გაცნობია მის შინაარსს და შეცდომით მოაწერა ხელი, მის დაუდევრობაზე მიუთითებს და მტკიცების ტვირთს ხელმომწერის სასარგებლოდ არ აბრუნებს.

10.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამსაქმებლის დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, რომელშიც დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტია მითითებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი დათარიღებული არ არის, იგი ვერ მიიჩნევა რელევანტურ მტკიცებულებად და ვერ გააქარწყლებს საქმეში არსებულ მეორე, 2017 წლის 24 მაისით დათარიღებულ დოკუმენტს დასაქმებულის სამუშაოდან მისივე ინიციატივით გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელემ ს.კ.ში თანხის ანაზღაურების მოთხოვნისას სწორედ მითითებული დოკუმენტი (2017 წლის 24 მაისის შეთანხმება) წარადგინა, ხოლო მას შემდეგ, რაც ს.კ.მ სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა, მოსარჩელემ მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინა დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი ბრძანება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ამ დრომდე აღნიშნული დოკუმენტაციის მიმართ მოსარჩელეს ინტერესი არ გააჩნდა. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ/იძულებით არ მომხდარა.

10.6. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 16 ივნისს იწურებოდა, ხოლო კონტრაქტი შეწყდა 2017 წლის 24 მაისს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უგულებელყოფდა საქმეში არსებულ მტკიცებულებას შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციტივით შეწყვეტის შესახებ, გაუგებარი რჩებოდა მოსარჩელის სამუშაოდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზანი იმ ვითარებაში, როდესაც კონტრაქტის ვადა 20 დღეში იწურებოდა, ხოლო რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას დამსაქმებელს კანონი 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

10.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაზღვეულის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას იძულებითი უმუშევრობის არსებობისა და აქედან გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ.

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულება - 2017 წლის 24 მაისის შეთანხმება, რომელზე აპელირებითაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდა. მოსარჩელე როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არაერთხელ განმაავდა, რომ მას ისე მოაწერინეს მითითებული დოკუმენტზე ხელი, არ იცნობდა მის შინაარსს, მან მხოლოდ ის იცოდა, რომ 2017 წლის 24 მაისიდან სამსახურში გაუქმდა პიარ მენეჯერის თანამდებობა და ამ თარიღიდან გაათავისუფლეს სამსახურიდან. ბუნდოვანია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ არასაკმარისად სამუშაოდან იძულებით გათავისუფლების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება დამსაქმებლის დირექტორის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება 2017 წლის 24 მაისიდან კომპანიაში პიარ მენეჯერის პოზიციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული ბრძანება კი სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია. სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის განმაება სამუშაოდან მისი ნების გარეშე გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან დასაქმებული, რომელსაც დამსაქმებლის მიმართ გააჩნია კანონისმიერი ნდობა, ვერ მიხვდებოდა, თუ რა ტიპის დოკუმენტს აწერდა ხელს და რა სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნებოდა ეს მისთვის.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლი.

16. საკასაციო სასამართლო განმაავს, რომ სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

17. საკასაციო სასამართლო განუმაავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ საქმე №ას-92-88-2016, 11 მაი, 2016 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და შესაბამისად, მისი ანაზღაურების საკითხი.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რომლითაც მოპასუხემ დააზღვია მოსარჩელის იძულებითი უმუშევრობა (იხ. ს.ფ 24-28) და ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 პუნქტის შესაბამისად, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა, თუ დასაქმებული თანამდებობას/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვებდა (იხ. ს.ფ 26).

20. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, რაც გამორიცხავდა იძულებითი უმუშევრობის გამო სადაზღვევო შემთხვევის დადგომას.

21. საკასაციო სასამართლო კასატორის მითითებული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდაი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

22. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

23. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

24. ამასთან, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმაებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. ახსნა-განმაება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

25. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმაებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

26. განსახილველ დავაში მოსარჩელე (კასატორი) მისი სამუშაოდან საკუთარი ნების გარეშე, დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლებაზე აპელირებს და აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს დამსაქმებლის დირექტორის მიერ გაცემულ ბრძანებაზე, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 24 მაისიდან საზოგადოებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და საკადრო შემცირების საფუძვლით მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დოკუმენტი არ არის სათანადო წესით შედგენილი - მასზე დატანილი არ არის დოკუმეტის გაცემის თარიღი, ასევე, მითითებული არ არის ბრძანების ნომერი (იხ. ს.ფ 29).

27. აღნიშნულ მტკიცებულებას მოპასუხემ დაუპირისპირა 2017 წლის 24 მაისის შეთანხმება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 16 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით. დოკუმენტი ხელმოწერილია თავად დასაქმებულის მიერ (იხ. ს.ფ 56) და არც კასატორი ხდის სადავოდ მასზე ხელმოწერის შესრულებას.

28. მითითებული დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კომპანიის დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით არ ირკვევა მისი შედგენის (გამოცემის) თარიღი, ამასთან, მოსარჩელეს არ უარუყვია 2017 წლის 24 მაისის შეთანხმებაზე ხელის მოწერის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ დამსაქმებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ვერ გადაწონის და ვერ გააბათილებს თავად მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ, სათანადო წესის დაცვით შედგენილ შეთანხმებას შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტის შესახებ. კასატორის მითითება, რომ სასამართლოს დასაქმებულის სამუშაოდან წასვლის მიზეზის კვლევისას უნდა გაეთვალისწინებინა 2017 წლის 24 მაისიდან კომპანიაში PR მენეჯერის თანამდებობის გაუქმების ფაქტი, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად, რაც ზემოთმითითებული გარემოების (დასაქმებულის ინციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

29. რაც შეეხება კასატორის მითითებას შეთანხმების დოკუმენტზე მის მიერ ხელმოწერის შეცდომით განხორციელების შესახებ, საკასაციო სასამართლო ვერც ამ მოსაზრებას გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ სხვა სათანადო და რელევანტური მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მაოოდენ მსგავსი განმაება ვერ შეუქმნიდა სასამართლოს ობიექტურ რწმენას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლეს, რაც საფუძველს აცლის სასარჩელო მოთხოვნას სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმაა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 450 ლარის 70% - 315 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი.ო–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 450 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 მაი), 70% - 315 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე