საქმე №ა-5713-შ-173-2019 16 ივნისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ.ა–ძის წარმომადგენლის მ.მ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით თ.ა–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება თ.ა–ძესა და ნ.ი–ნას შორის შეწყდა.
2021 წლის 8 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ.ა–ძის წარმომადგენელმა მ.მ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა დაერეგისტრირებინა ქორწინების შეწყვეტა, მაგრამ მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ მონაცემთა ბაზაში ნ–ს გვარი მითითებულია არა ი–ა, არამედ - ი–ა.
მ.მ–ძემ აღნიშნა, რომ მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დართულ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების ქართულენოვან თარგმანში თარჯიმნის მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის გვარი თარგმნა - ი–ად, ნაცვლად ი–ასი.
წარმოდგენილ განცხადებას ერთვის ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების ახალი ქართულენოვანი თარგმანი, სადაც მოწინააღმდეგე მხარის გვარი ნათარგმნია, როგორც - ი–ა. ამასთან, განცხადებას ერთვის ასევე ნ– ი–ას ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ასლი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
დადგენილია, რომ თ.ა–ძის წარმომადგენლის მ.მ–ძის მიერ წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის №300597-18 გადაწყვეტილების ქართულენოვან თარგმანში თარჯიმნის მიერ მოწინააღმდეგე მხარის გვარი (ინგლისურენოვან დოკუმენტში „I–A“) ნათარგმნია, როგორც „ი–ა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა და გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-5713-შ-173-2019. კერძოდ, განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული გვარი „ი–ა“ შეიცვალოს გვარით - „ი–ა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა საქმეზე №ა-5713-შ-173-2019. კერძოდ, განჩინების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული გვარი „ი–ა“ შეიცვალოს გვარით - „ი–ა“;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე