საქმე №ა-899-შ-19-2021 30 ივნისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ს–ის, ი. ი. ს–ის, რ. ს–ისა და მ. ს–ის წარმომადგენელი ნ. ს–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის, ორდუს 2 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის, ორდუს 2 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს. ს–ის, დაბადებული 1968 წლის 10 თებერვალი, პირადი ნომერი: ......, რეგისტრირებული ქ. ორდუ, ქაბადუზის რაიონი, ტომის ნომერი: .., ოჯახის რიგის ნომერი: 40, რიგის ნომერი: 159, მშობლები ნ. და ჰ., 2020 წლის 4 დეკემბერს გარდაცვალებიდან გამომდინარე სამკვიდრო ქონება გაიყო 4 თანაბარ ნაწილად, შემდეგ მემკვიდრეებზე:
- გ. ს–ი, დაბადებული 10.03.1974 წელი, პ/ნ:......;
- ი. ი. ს–ი, დაბადებული 29.07.1994 წელი, პ/ნ: .....;
- რ. ს–ი, დაბადებული 07.10.1997 წელი, პ/ნ:.......;
- მ. ს–ი, დაბადებული 10.04.2003 წელი, პ/ნ: .......;
2. დასახელებული მემკვიდრეების სახელით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს, ნ. ს–იმ და დ.მ–ძემ, მოითხოვეს, მამკვიდრებლის სახელზე, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილის, TOYOTA PRIUS, ...., გამოშვების თარიღი 2014 წელი, რეგისტრაციის თარიღი 2019 წლის 1 აგვისტო, თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული მემკვიდრეების სახელზე რეგისტრაცია.
3. შუამდგომლობის მიხედვით ირკვევა, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკის, ორდუს 2 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით და კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, საქმის მასალების მიხედვით, არ არის წარმოდგენილი.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ს–ის, ი. ი. ს–ის, რ. ს–ისა და მ. ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ორდუს 2 პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის #2020/1486 გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ს–ის სამკვიდრო გაიყო 4 ნაწილად - გ. ს–ი, ი. ი. ს–ი, რ. ს–ი, მ. ს–ი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე