Facebook Twitter

საქმე №ა-2328-შ-54-2021 2 ივლისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ხ–ი (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, აილენბურგის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, აილენბურგის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ხ.ხ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი კ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის, 2017 წლის 9 თებერვალს, ზონდერსჰაუზენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება E 4/2017 შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 13 მაისს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ, განქორწინების შესახებ განცხადება მოპასუხეს გადაეცა, მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა (ხარვეზის გამოსწორების შედეგად) მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, აილენბურგის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ, განქორწინების შესახებ განცხადება მოპასუხეს გადაეცა, მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, აილენბურგის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც კრისტინა მირზოანსა და ხ.ხ–ს შორის, 2017 წლის 9 თებერვალს, ზონდერსჰაუზენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება E 4/2017 შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური