საქმე №ას-417-2020 28 ივნისი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა
კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „მ–ი“, შპს „მ–ი“, მ.უ–ა, მ.უ–ა (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - ე.ლ–ი
მორიგების მხარეები - შპს „გ.ლ.“, მ.ლ–ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), გარიგების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა (შეგებებულ სარჩელიში)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მოპასუხეებს შპს „მ–ს“, მ.უ–ას, მ.უ–ას და შპს „მ.კ“-ს სს „ს.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 5 960 385.14 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4 532.664.68 ლარი, სარგებელია - 1 422. 720.46 ლარი, პირგასამტეხლოა - 5000 ლარი;
- სს ს.ბ–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 1021149.41 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეებს შპს „მ–ს“, მ.უ–ას, მ.უ–ას და შპს „მ.კ“-ს სს „ს.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელის აღძვრის დღიდან - 2014 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1986.92 ლარის გადახდა;
- მოპასუხეებს შპს „მ–ს“, მ.უ–ას, მ.უ–ას და შპს „მ.კ“-ს სს „ს.ბ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელის აღძვრის დღიდან - 2014 წლის 15 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 198.69 ლარის გადახდა;
- სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეებისთვის ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით 3775,11 ლარის დაკისრების ნაწილში ეთქვა უარი.
- სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მ.უ–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკადასტრო კოდი №.......
- სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების გაყიდვით მიღებული ხარჯებით კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცა მ.უ–ას საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება.
- სს „ს. ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების შპს “მ.კის“, მ.უ–ას და შპს „მ–ის“ სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
- გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
- შპს „მ–ის“ შეგებებულ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნები არცერთ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
- მოპასუხეებს დაეკისრათ სს „ს.ბ–ის“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3726,39 ლარი.
- შპს „მ–ს“ სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ გადახდა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ–მა“, მ.უ–ამ, მ.უ–ამ და სს „ს.ბ–მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი, განმარტეს, რომ წარმოდგენილი სახით მორიგების აქტის დასამტკიცებლად აუცილებელი იყო საქმეში მესამე პირებად მ.ლ–ასა და შპს „გ.ლ–ის“ ჩართვა და მოითხოვეს ამ აქტში მოცემული პირობებით მისი დამტკიცება (იხ. მორიგების აქტი).
წარმოდგენილი განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და სურთ წარმოდგენილი სახით მისი დამტკიცება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნევს მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, როგორც პროცესის მონაწილე, ისე მორიგების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით), უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, რის გამოც სს „ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება სს „ს.ბ–სა“ და შპს „მ–ს“, შპს „მ–ს“, მ.უ–ას, მ.უ–ას, მ.ლ–ასა და შპს „გ.ლ–ს“ შორის შემდეგი პირობებით:
2.1 ერთი მხრივ, სს „ს.ბ–ი” (ს/ნ: ....) (შემდგომში „ბანკი“), წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის - გ.მ–ის (პ/ნ: .....) სახით, მეორე მხრივ: 1. შპს „მ–ი“ (ს/ნ: ......), წარმოდგენილი მისი დირექტორის - მ.უ–ას (პ/ნ: ....) სახით, 2. მ.უ–ა (პ/ნ: .....), 3. მ.უ–ა (პ/ნ: ....) და 4. შპს „მ. ქ–ი“ (ს/ნ: ......) მისი დირექტორის - დ.რ–ის (პ/ნ: ......) სახით (შემდგომში - „მოპასუხეები“), (შემდგომში ბანკი და მოპასუხეები ერთობლივად - „მხარეები”) და მესამე მხრივ: შპს „გ.ლ.“ (ს/ნ: .......) წარმოდგენილი მისი დირექტორის შ.ლ–ის (პ/ნ: .......) მიერ (შემდგომში - „ინვესტორი”) და მ.ლ–ა (პ/ნ: .......), მორიგების აქტის გაფორმებით, მხარეები, ინვესტორი და მ.ლ–ა დებენ წინამდებარე მორიგების აქტს (შემდგომში - „მორიგების აქტი“) შემდეგზე:
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით.
2. მორიგების აქტის მორიგების პირობების შესრულების შემდგომ, წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ, პრეტენზიები აღარ ექნებათ.
3. მოპასუხეები მორიგების ფარგლებში აღიარებენ, ბანკის წინაშე N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებიდან (შემდგომში - გენერალური ხელშეკრულება) გამომდინარე დავალიანებას - 5 960 385,14 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცი ათას სამას ოთხმოცდახუთი და თოთხმეტი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4 532 664,68 ლარი, საპროცენტო სარგებელი 1 422 720,46 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 5 000 ლარი.
4. მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დასაფარად, ბანკი მოპასუხეებს აძლევს 20 თვიან ვადას, რომელიც აითვლება წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან. მოპასუხეები სოლიდარულად, თავისუფალი გადახდის გრაფიკით დაფარავენ მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
5. მ.უ–ა და მ.უ–ა განთავისუფლდებიან მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან, თუ შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-40 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
6. მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვა მოპასუხეების მიერ უნდა განხორციელდეს, შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
ბანკის დასახელება: სს „ს.ბ–ი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22;
დანიშნულება: N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების დაფარვა;
ანგარიშის ნომერი: . GE63BG4501981020120002 GEL.
7. წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებით, მოპასუხეები უარს ამბობენ ამავე სამოქალაქო საქმის ფარგლებში ბანკის მიმართ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე სრულად (რომელიც თანხობრივად შეადგენს 25,149,858 ლარს). მოპასუხეები აგრეთვე უარს ამბობენ სადავო საკრედიტო ურთიერთობასთან დაკავშირებულ, ბანკის მიმართ არსებულ როგორც ფულად, ისე არაფულად მოთხოვნაზე.
8. მოპასუხეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების მომენტისთვის და მის შემდგომ, საკრედიტო დავალიანების სრულად დაფარვამდე, ძალაშია მხარეთა შორის 2007 წლის 28 მაისს გაფორმებული N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ყველა იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე მ.უ–ას, მ.უ–ას და შპს „მ. ქ–ის“ თავდებობის ხელშეკრულებები.
9. მოპასუხეები უარს აცხადებენ, მხარეთა შორის 2007 წლის 28 მაისს გაფორმებული N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტებით სარგებლობაზე.
10. თუ სრულად და ჯეროვნად შესრულდება მორიგების აქტის მორიგების პირობების 30-ე და 35-ე პუნქტებით განსაზღვრული პირობები, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან შესაბამისი სუბიექტები, თუმცა N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება დარჩება ძალაში ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით განსაზღვრული დავალიანების სრულად დაფარვამდე მხოლოდ შპს „მ–ის“ და შპს „მ. ქ–ის“ მიმართ.
11. შპს „მ–ი“, მ.უ–ა, მ.უ–ა და შპს „მ. ქ–ი“ იღებენ ვალდებულებას მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებებით მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც აცნობებენ მათსა და ბანკს შორის გაფორმებული მორიგების თაობაზე, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე/საქმეებზე, მათ როგორც მომჩივან მხარეს არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ ბანკის, ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი შვილობილ(ებ)ის, პირდაპირი და არაპირდაპირი დამფუძნებლ(ებ)ის/აქციონერების, დამფუძნებლ(ებ)ის/აქციონერების პირდაპირი და არაპირდაპირი შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის/უფლებამონაცვლე(ებ)ის, ნებისმიერი ისეთი პირების, რომელთა სამართალმემკვიდრე(ებ)ი/უფლებამონაცვლე(ებ)ი არიან ეს პირები და ყველა მათგანის ყოფილი/ახლანდელი დირექტორ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენელ(ებ)ის მიმართ. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას საგამოძიებო ორგანოებში წარსადგენ განცხადებებში ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითონ, რომ სურთ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის/საქმეების შეწყვეტა. მორიგების აქტის მორიგების პირობების ამავე პუნქტით განსაზღვრული განცხადების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოპასუხეებმა ბანკს უნდა წარმოუდგინონ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი და მისი ჩაბარების დასტური. იმ შემთხვევაში, თუ პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იქნება ჩაბარების დასტურის წარმოდგენა, მოპასუხეთა მხრიდან, წინამდებარე პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ბანკს წარედგინება საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი და მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
12. მოპასუხეები იღებენ ვალდებულებას მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებით მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს N 074201212801 სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში 22.09.2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებით (საქმე N12/3655) შემდეგ უძრავ ნივთებზე საკ. კოდით: ........, .........., ......, ........, რეგისტრირებული ყადაღის გაუქმების მოთხოვნით. მორიგების აქტის მორიგების პირობების ამავე პუნქტით განსაზღვრული განცხადების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოპასუხეებმა ბანკს უნდა წარმოუდგინონ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი და მისი ჩაბარების დასტური. იმ შემთხვევაში, თუ პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იქნება ჩაბარების დასტურის წარმოდგენა, მოპასუხეთა მხრიდან, წინამდებარე პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ბანკს წარედგინება საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი განცხადების ასლი და მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
13. შპს „მ–ი“ იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებით მიმართოს:
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს N3ბ-2670-18 ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
13.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს N2/2243-16 სამოქალაქო საქმის წარმოების ფარგლებში ბანკის მიერ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთ(ებ)ის გამოთხოვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ცნობის თაობაზე.
13.3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს Nას-385-2019სამოქალაქო საქმის წარმოების ფარგლებში ბანკის მიერ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთ(ებ)ის გამოთხოვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ცნობის თაობაზე.
მითითებულ განცხადებებზე ხელმოწერილით, ბანკი ასევე გამოხატავს თანხმობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ბანკი უარს აცხადებს მორიგების აქტის მორიგების პირობების 13.1 – 13.3 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადებების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრებაზე.
14. შპს „მ–ი“ მორიგების პირობების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებებით უარს იტყვის სასამართლოს მიერ მისაღები განჩინების გასაჩივრებაზე. მორიგების პირობების მე-13 პუნქტით განსაზღვრული განცხადებ(ებ)ის ასლი და მათი ჩაბარების დასტური, მოპასუხეებმა ბანკს მისი კანცელარიის (მის: ქ. თბილისი, .......... 29ა) მეშვეობით უნდა წარუდგინონ, გზავნილების ადრესატებისთვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში, თუ პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იქნება წინამდებარე დასტურ(ებ)ის ბანკისთვის დადგენილი წესით წარდგენა, მოპასუხეთა მხრიდან, წინამდებარე პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ბანკის კანცელარიას, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, წარედგინება ადრესატებისთვის გაგზავნილი განცხადებ(ებ)ის ასლი და მათი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
15. მ.ლ–ა იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებით მიმართოს:
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს N2ბ/7357-17 სამოქალაქო საქმის ფარგლებში წარდგენილ სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით.
15.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/21530-16 სამოქალაქო საქმის წარმოების ფარგლებში ბანკის მიერ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთ(ებ)ის გამოთხოვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ცნობის თაობაზე.
მითითებულ განცხადებებზე ხელმოწერილით, ბანკი ასევე გამოხატავს თანხმობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ბანკი უარს აცხადებს მორიგების აქტის მორიგების პირობების 15.1 – 15.2 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადებების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრებაზე.
16. მ.ლ–ა მორიგების პირობების მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებებით უარს იტყვის სასამართლოს მიერ მისაღები განჩინების გასაჩივრებაზე. მორიგების პირობების მე-15 პუნქტით განსაზღვრული განცხადებ(ებ)ის ასლი და მათი ჩაბარების დასტური, მოპასუხეებმა ბანკს მისი კანცელარიის (მის: ქ. თბილისი, .......... 29ა) მეშვეობით უნდა წარუდგინონ, გზავნილების ადრესატებისთვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში, თუ პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იქნება წინამდებარე დასტურ(ებ)ის ბანკისთვის დადგენილი წესით წარდგენა, მოპასუხეთა მხრიდან, წინამდებარე პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ ბანკის კანცელარიას, ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, წარედგინება ადრესატებისთვის გაგზავნილი განცხადებ(ებ)ის ასლი და მათი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
17. მხარეები თანხმდებიან და ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ბანკის სასარგებლოდ გადაიხადოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მოპასუხეების საკრედიტო ვალდებულების შესამცირებლად, რომელიც აღიარებულია მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით. მითითებული თანხის ჩარიცხვა ინვესტორის მიერ უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ბანკის დასახელება: სს „ს.ბ–ი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22;
დანიშნულება:
ანგარიშის ნომერი: GE63BG4501981020120002 GEL
18. ინვესტორის მიერ, მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით განსაზღვრული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა მორიგების აქტის მორიგების პირობების 42.2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
19. ინვესტორის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ბანკი უზრუნველყოფს, ინვესტორისთვის მინდობილობის მომზადებას, რომლის მეშვეობითაც, ინვესტორს ექნება შესაძლებლობა ბანკის საკუთრებაში რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ნივთებზე მოიპოვოს განაშენიანების რეგულირების გეგმა (შემდგომში - „გრგ“), მდებარე:
19.1. ქ. თბილისი, .......... N31, საკ. კოდი - .......;
19.2. ქ. თბილისი, .......... N31, საკ. კოდი - .......
20. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-19 პუნქტით განსაზღვრული გრგ-ს მოსაპოვებლად ინვესტორს ეძლევა ვადა 5 (ხუთი) თვე, რომლიც აითვლება წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების დღიდან, აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ბანკის მიერ გაცემული მინდობილობა ჩაითვლება გაუქმებულად.
21. იმ შემთხვევაში თუ, მოპასუხეების, მ.ლ–ას, ინვესტორის ან/და მათი დავალებით, სხვა მესამე პირის მიერ, ნებისმიერ ეტაპზე, გაუმჯობესდება (ღირებულება გაიზრდება) მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთები, მათზე განხორციელებული სამუშაოების ან/და უძრავ ნივთზე შესაბამისი ორგანოს გაცემული ნებისმიერი აქტის შედეგად, გაუმჯობესების გამო უძრავი ნივთის გაზრდილ ღირებულებაზე წინამდებარე პუნქტში დასახელებულ სუბიექტებს, ბანკის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობათ.
22. მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-17 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი პირობის შესრულების გარეშე, მოპასუხეების მიმართ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიმართ, ამოქმედდება ბანკის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების გამოსყიდვის უფლება შემდეგი პირობებით:
22.1. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .......... , შენობა N1-დან 416,70 კვ.მ., საკ. კოდი - ......, გამოსყიდვის ვადა განისაზღვროს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 20 თვის ვადით, ხოლო გამოსყიდვის საფასური 182,252 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად;
22.1.1. მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის სარგებელს, ჯამურად 12,150.13 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის გადახდას მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი განახორციელებს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 20 თვისა;
22.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასურს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვემდე ვადაში, მოპასუხეებს ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს არ დაეკისრებათ მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება;
22.2. უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, .........., N7, შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 651,60 კვ.მ., საკ. კოდი - ........., გამოსყიდვის ვადა განისაზღვროს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 20 თვის ვადით, ხოლო გამოსყიდვის საფასური 245,828 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად;
22.2.1. მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის სარგებელს, ჯამურად 16,388.53 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის გადახდას მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი განახორციელებს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 20 თვისა;
22.2.2. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასურს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვემდე ვადაში, მოპასუხეებს ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს არ დაეკისრებათ მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება;
22.3. უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ქუთაისი, ......... საკ. კოდი - ........., გამოსყიდვის ვადა განისაზღვროს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 20 თვის ვადით, ხოლო გამოსყიდვის საფასური 189,881 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად;
22.3.1. მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის სარგებელს, ჯამურად 12,658.73 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის გადახდას მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი განახორციელებს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 20 თვისა;
22.3.2. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასურს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვემდე ვადაში, მოპასუხეებს ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს არ დაეკისრებათ მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება;
22.4. უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ......, საკ. კოდი - ........, გამოსყიდვის ვადა განისაზღვროს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 20 თვის ვადით, ხოლო გამოსყიდვის საფასური 108,503 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად;
22.4.1. მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის სარგებელს, ჯამურად 7,233.53 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის გადახდას მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი განახორციელებს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 20 თვისა;
22.4.2. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასურს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვემდე ვადაში, მოპასუხეებს ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირს არ დაეკისრებათ მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.4.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება.
23. ბანკი ადასტურებს, რომ მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე, გამოსყიდვის უფლების მოქმედების პერიოდში არ გააფორმებს არანაირ გარიგებას სხვა მესამე პირებთან მოპასუხეების თანხმობის გარეშე. საწინააღმდეგო მოქმედება ბანკის მხრიდან იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიწვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 42.3 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
24. მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე და 37-ე პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა მოპასუხეებმა, ინვესტორმა ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულმა მესამე პირებმა, უნდა განახორციელონ თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით:
ბანკის დასახელება: სს „ს.ბ–ი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22;
დანიშნულება:
ანგარიშის ნომერი: GE63BG4501981020120002 GEL
25. იმ შემთხვევაში თუ, მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ უძრავ ნივთზე, ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის ბოლომდე კონკრეტული ნივთის გამოსყიდვის საფასურ(ებ)ი მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, სრულად არ იქნება გადახდილი, მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ნაწილობრივ გადახდილი გამოსყიდვის საფასურ(ებ)ი, ყოველგვარი დამატებითი აქცეპტის გარეშე მიემართება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით აღიარებული ვალდებულების შესამცირებლად, შესაბამისად, მოპასუხეებს ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს, არ ექნებათ ბანკისგან მათ მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ამასთან, მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.1. და 22.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე გამოსყიდვის საფასურების სრულად გადახდის შემთხვევაში თითოეულ უძრავ ნივთზე შემძენს გადაეცემა საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3., 22.4., 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა უნდა განხორციელდეს ჯამურად, წინააღმდეგ შემთხვევაში შემძენს არ გადაეცემა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე თუნდაც გადახდილი იყოს ან 22.3. ქვეპუნქტით, ან 22.4. ქვეპუნქტით, ან 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ან ორი უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასური სრულად. აღნიშნული პირობის გათვალისწინებით, მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ნაწილობრივ გადახდილი გამოსყიდვის საფასურ(ებ)ი, ყოველგვარი დამატებითი აქცეპტის გარეშე მიემართება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით აღიარებული ვალდებულების შესამცირებლად. ამასთან, მოპასუხეები და მ.ლ–ა ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილია და მისაღებია მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების, როგორც ნივთობრივი, ასევე უფლებრივი მდგომარეობა და რომ გამოსყიდვის მომენტში, უძრავ ნივთთან/უძრავ ნივთებთან დაკავშირებით, მათი მხრიდან გამოთქმული არანაირი დამატებითი პრეტენზია არ იქნება, მათი ან/და მათი თანხმობით მესამე პირის მიერ, სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი თანხების უკან დაბრუნების საფუძველი. აღნიშნული არ გამორიცხავს პრეტენზიის წარდგენის უფლებას, თუკი ნივთების უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა ბანკის ბრალით წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერიდან შემძენის საკუთრებაში გადასვლამდე.
26. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მიერ, მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე მოპასუხეებისთვის ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირისთვის გამოსყიდვის უფლების უფლებადამდგენ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე, რაც არ საჭიროებს მხარეთა (მათ შორის არც მოპასუხეების და არც ბანკის) დამატებით ნების გამოვლენას უძრავ ნივთებზე გამოსყიდვის უფლების რეგისტრაციაზე.
27. ბანკი, მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების გამოსყიდვის საფასურის გადახდის და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის, ბანკისთვის მისი კანცელარიის მეშვეობით (მის: ქ. თბილისი, .......... 29ა) წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში, მოპასუხეების მოთხოვნის შემთხვევაში ხელზე გადასცემს, ხოლო სხვა შემთხვევაში მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, მითითებულ მისამართზე, ან ერთ-ერთი მოპასუხის იურიდიულ მისამართზე გაუგზავნის სათანადო წესით შედგენილ და დამოწმებულ დოკუმენტს, გამოსასყიდი უძრავი ნივთების მოპასუხეების საკუთრებაში აღრიცხვის ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
28. მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების შემძენის საკუთრებაში გადაცემის პირობა ძალაშია შემდეგი წინაპირობების გათვალისწინებით: მოპასუხეები უფლებამოსილნი არიან ამავე მორიგების აქტის 22.1. და 22.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთები გამოისყიდონ სხვა უძრავი ნივთებისგან დამოუკიდებლად, ხოლო მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3. და 22.4. ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთების გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივად მოხდება მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3., 22.4. ქვეპუნქტებითა და 37-ე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სრულად შესრულება.
29. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ბანკი შეუსრულებელი სახით გამოიხმობს NA19125713 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს. ამასთან, ბანკს არ აქვს უფლება გამოსყიდვის უფლების მოქმედების პერიოდში, ამავე პუნქტში მითითებული სააღსრულებო ფურცელი წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დასაწყებად. საწინააღმდეგო მოქმედება ბანკის მხრიდან იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიწვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 42.3 გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
30. ა) მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-20 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მოპასუხეების ან ინვესტორის მიერ, ან ბ) მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-20 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ:
30.1. ბანკს, მისი კანცელარიის (მის: ქ. თბილისი, .......... 29ა) მეშვეობით უნდა წარედგინოს, მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-16 პუნქტების შესაბამისად წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/სასამართლოს მიერ გაცემული კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტაცია;
30.2. შესრულებული უნდა იყოს მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება;
30.3. დამატებით უნდა იქნეს გადახდილი 270 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა, უპირობოდ მიემართება ამავე აქტის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესამცირებლად.
31. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის მორიგების პირობების 30.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-16 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმეებზე ბანკი ამოწერს სააღსრულებო ფურცლებს. ამასთან, ბანკს უფლება არ აქვს გამოსყიდვის უფლების მოქმედების პერიოდში, მითითებული სააღსრულებო ფურცლები წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დასაწყებად. საწინააღმდეგო მოქმედება ბანკის მხრიდან იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიწვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 42.3 გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
32. ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით არ უქმდება მორიგების აქტის მორიგების პირობების 31-ე პუნქტით გათვალისწინებული, ბანკის მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცლები და მორიგების აქტის მორიგების პირობების 29-ე პუნქტით გათვალისწინებული, შეუსრულებელი სახით გამოხმობილი სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ არსებული ფორმითა და რედაქციით.
33. მორიგების აქტის 30-ე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბანკი იღებს ვალდებულებას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება მოპასუხეებისთვის, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირისთვის ან ინვესტორისთვის მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინებით, მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაციასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს უძრავი ნივთების გასხვისების აკრძალვა, რომელიც იმოქმედებს მორიგების აქტის მორიგების პირობების 35-ე პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე - მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთების ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვამდე.
34. მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკის მიერ, მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე მოპასუხეებისთვის, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირისთვის ან ინვესტორისთვის საკუთრების უფლების გადაცემისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე, რაც არ საჭიროებს მოპასუხეების, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის, ინვესტორის და ბანკის მიერ, დამატებით ნების გამოვლენას უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაციაზე.
35. მოპასუხეებისთვის, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირებისთვის, ან ინვესტორისთვის, მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ბანკი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოპასუხეების მიერ, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ბანკის სასარგებლოდ, განხორციელდება პირველი რიგის იპოთეკის უფლების რეგისტრაციისთვის ხელმოწერა, ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების შესაბამისად ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იპოთეკის საგნებზე დარეგისტრირდება ბანკის სასარგებლოდ პირველი რიგის იპოთეკის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეებზე, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრულ მესამე პირზე ან ინვესტორზე გადაფორმების ნაწილში მორიგების აქტი ჩაითვლება დარღვეულად, რაც უპირობოდ წარმოშობს იპოთეკის საგნების ბანკის საკუთრებაში დაბრუნების ვალდებულებას.
36. მორიგების აქტის მორიგების პირობების 35-ე პუნქტით განსაზღვრული იპოთეკის უფლება მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ ან ინვესტორის მიერ, ბანკის სასარგებლოდ დარეგისტრირდება შემდეგი პირობებით და ფარგლებში:
36.1 უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები:
36.1.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული მორიგების დამტკიცების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (სამოქალაქო საქმე Nას-417-2020) და მორიგების აქტის მორიგების პირობების 37-ე პუნქტით, მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უძრავი ნივთების გამოსყიდვის საფასური;
36.1.2 უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა - 553,537აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მირ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად);
36.1.3. იპოთეკის საგნების ღირებულება მორიგების აქტის დადების თარიღისთვის: -653,000 აშშ დოლარი.
36.1.4. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება იპოთეკის საგნის გაერთიანება ნებისმიერ სხვა უძრავ ნივთთან, ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება გავრცელდება გაერთიანების შედეგად წარმოშობილ უძრავ ნივთზე სრულად;
36.1.5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგანი გაუმჯობესდება (ღირებულება გაიზრდება) მასზე განხორციელებული სამუშაოების ან/და უძრავ ნივთზე შესაბამისი ორგანოს გაცემული ნებისმიერი აქტის შედეგად, იპოთეკის საგნის გაუმჯობესების გამო უძრავი ნივთის გაზრდილ ღირებულებაზე მესაკუთრეს ბანკის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა.
37. მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთების საფასურის 553,537 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მირ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) გადახდას, მოპასუხეები, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი ან ინვესტორი უზრუნველყოფს მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 20 თვის ვადაში.
37.1. მოპასუხეები, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი ან ინვესტორი, ბანკის სასარგებლოდ გადაიხდის სარგებელს, ჯამურად 36,902.47 აშშ დოლარის ოდენობით, ექვივალენტით ლარში, თანხის გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. აღნიშნული თანხის გადახდას ინვესტორი განახორციელებს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 12 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 20 თვისა.
38. მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17, 30-ე და 35-ე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბანკი იღებს ვალდებულებას გააუქმოს მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა შემდეგ უძრავ ნივთზე, მდებარე: მცხეთა, სოფელი ....., საკ. კოდი: ....... შესაბამისად, ბანკი დაკარგავს N727327-1 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ამავე უძრავი ნივთის გამოყენების შესაძლებლობას და მორიგების აქტის მორიგების პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის გამო ვეღარ მიაქცევს იძულებით აღსასრულებლად ზემოაღნიშნულ იპოთეკის საგანს.
39. ბანკი, მორიგების აქტის მორიგების პირობების 37-ე პუნქტით გათვალისიწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, უძრავი ნივთების გამოსყიდვის საფასურის გადახდის და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის ბანკისთვის მისი კანცელარიის მეშვეობით (მის: ქ. თბილისი, .......... 29ა) წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში, მოპასუხეს ან/და ინვესტორს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში ხელზე, ხოლო სხვა შემთხვევაში მათ მიერ, მითითებულ მისამართზე, ან ერთ-ერთი მოპასუხის იურიდიულ მისამართზე გაუგზავნის, ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების დამადასტურებელ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენ სათანადო წესით შედგენილ დოკუმენტს.
40. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების აქტის მორიგების პირობების 30-ე და 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულების შემთხვევაში, მ.უ–ა და მ.უ–ა სრულად განთავისუფლდებიან წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან, შესაბამისად ბანკს აღარ ექნება უფლება მ.უ–ასგან და მ.უ–ასგან მოითხოვოს და მიიღოს მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
41. წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომელიც აღსრულდება შემდეგი სახით:
41.1. მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი პირობის დარღვევის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება განხორციელდება მოპასუხეთა მიმართ 5 960 385,14 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცი ათას სამას ოთხმოცდახუთი და თოთხმეტი) ლარის ფარგლებში, რომლის დასაფარადაც აღსრულება პრიორიტეტულად მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანზე, საკ. კოდით: ....... იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება წინამდებარე მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე. ამასთან, ბანკი იძულებით აღსასრულებლად მიაქცევს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილებულია (დაკმაყოფილებული იქნება) ბანკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ;
41.2. თუ მოპასუხეების და ინვესტორის მიერ სრულად შესრულდება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-17 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, მაგრამ არ შესრულდა წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 30.3 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოპასუხეების სასარგებლოდ ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე, მოპასუხეების, მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის ან ინვესტორის სასარგებლოდ, რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლების გაუქმების მოთხოვნით და მოპასუხეების წინააღმდეგ დაიწყოს იძულებითი აღსრულება, რომელიც განხორციელდება მოპასუხეთა მიმართ 5 960 385,14 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცი ათას სამას ოთხმოცდახუთი და თოთხმეტი) ლარის ფარგლებში, რომლის დასაფარადაც აღსრულება პრიორიტეტულად მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანზე, საკ. კოდით: ...... იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება წინამდებარე მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე. ამასთან, ბანკი იძულებით აღსასრულებლად მიაქცევს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილებულია (დაკმაყოფილებული იქნება) ბანკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ;
41.3. იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება მორიგების აქტის მორიგების პირობების 22-ე, 25-ე და 28-ე ან/და 30-ე, ან/და 37-ე პუნქტით განსაზღვრული პირობები (უშედეგოდ გავა უძრავი ნივთების გამოსყიდვისათვის დადგენილი ვადა), ბანკი მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის და ბანკის მიერ, დამატებით ნების გამოვლენის გარეშე მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოპასუხეების სასარგებლოდ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის სასარგებლოდ, ან ინვესტორის სასარგებლოდ უძრავ ნივთ(ებ)ზე რეგისტრირებული გამოსყიდვის უფლების გაუქმების მოთხოვნით. გამოსყიდვის უფლების გაუქმების უფლების დამდგენ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენ სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს მიმდინარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე და მორიგების აქტის მორიგების პირობების 24-ე პუნქტით განსაზღვრული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება კონკრეტული უძრავი ნივთის გამოსყიდვის საფასურის გადაუხდელობის (ნაწილობრივ გადაუხდელობის) ფაქტი. ამასთან, ბანკი იძულებით აღსასრულებლად მიაქცევს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილებულია (დაკმაყოფილებული იქნება) ბანკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან იმ უძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ, რომლის მიმართაც უშედეგოდ გავიდა მორიგების აქტით დადგენილი გამოსყიდვის ვადა.;
41.4. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, სრულად შესრულდება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-17, 30-ე, 34-ე, 35-ე და 37-ე, პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები, მაგრამ უშედეგოდ გავა ამავე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დავალიანების დაფარვის ვადა, იძულებითი აღსრულება განხორციელდება 5 960 385,14 (ხუთი მილიონ ცხრაას სამოცი ათას სამას ოთხმოცდახუთი და თოთხმეტი) ლარის ფარგლებში მხოლოდ შპს „მ–ისა“ და შპს „მ. ქ–ის“ მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, განხორციელდება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, აღსასრულებელი თანხის მოცულობა განისაზღვრება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით აღიარებული დავალიანებისა და წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, ფაქტობრივად გადახდილი თანხის სხვაობის ფარგლებში (რომელიც გადახდილი იქნება მორიგების აქტის გაფორმებიდან მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესამცირებლად), რომლის დასაფარადაც აღსრულება მიექცევა შპს „მ–ისა“ და შპს „მ. ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე;
41.5. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხეები დაარღვევენ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი დაარღვევს, ან ინვესტორი დაარღვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 35-ე პუნქტით გათვალისწინებულ პირობას (იპოთეკით დატვირთვისთვის საჭირო დოკუმენტებზე სათანადო წესით ხელმოწერისა და იპოთეკის რეგისტრაციის ვალდებულება), ბანკი მიმართავს საქმის განმხილველ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომლის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში აღდგება ბანკის საკუთრების უფლება მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უძრავ ნივთებზე. ბანკის საკუთრების უფლების აღდგენისთვის საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nას-417-2020 სამოქალაქო საქმეზე გაცემული კანონიერ ძალაში შესული განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე და ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1, 19.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული უძრავი ნივთების განახლებული ამონაწერები, რომლითაც დადასტურდება თუნდაც ერთ-ერთ უძრავ ნივთზე ბანკის სასარგებლოდ პირველი რიგის იპოთეკის დაურეგისტრირებლობის ფაქტი. ბანკის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა დამატებით მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, ნების გამოვლენას აღარ საჭიროებს ბანკის საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში.
41.6. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, არ შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 22.3, 22.4 და 37-ე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულება, ბანკი უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც იძულებითი აღსრულება განხორციელდება ინვესტორის წინააღმდეგ ამავე აქტის 37-ე პუნქტით განსაზღვრული დავალიანების დაფარვის ფარგლებში, იმ ნაწილში, რომ აღნიშნული დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცევა მის საკუთრებაში არსებული, ამავე მორიგების აქტის მორიგების პირობების 19.1. და 19.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული იპოთეკის საგნები.
41.7. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების მიერ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, ან ინვესტორის მიერ, არ შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 და 30-ე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, მორიგების აქტი ჩაითვლება დარღვეულად და ბანკი უფლებამოსილი იქნება მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იძულებითი აღსრულება განხორციელდება მოპასუხეთა მიმართ ამავე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნარჩენი დავალიანების ფარგლებში, რომლის დასაფარადაც აღსრულება პრიორიტეტულად მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ შემდეგ იპოთეკის საგანზე, საკ. კოდით: ....... იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება წინამდებარე მორიგების აქტით აღიარებული ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე. ამასთან, ბანკი იძულებით აღსასრულებლად მიაქცევს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილებულია (დაკმაყოფილებული იქნება) ბანკის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ.
41.8. იმ შემთხვევაში, თუ მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე, მოპასუხეები, მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ, იგივე საფუძვლითა და არგუმენტით, კვლავ მიმართავენ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ბანკის, ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი შვილობილ(ებ)ის, პირდაპირი და არაპირდაპირი დამფუძნებლ(ებ)ის/აქციონერების, დამფუძნებლ(ებ)ის/აქციონერების პირდაპირი და არაპირდაპირი შვილობილ(ებ)ის, მათი სამართალმემკვიდრე(ებ)ის / უფლებამონაცვლე(ებ)ის, ნებისმიერი ისეთი პირების, რომელთა სამართალმემკვიდრე(ებ)ი / უფლებამონაცვლე(ებ)ი არიან ეს პირები და ყველა მათგანის ყოფილი/ახლანდელი დირექტორ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელ(ებ)ის, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენელ(ებ)ის მიმართ სისხლის სამართლებრივი წარმოების განახლების, ხელახლა წამოწყების, ან/და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფების (მათ შორის, ყადაღის) გამოყენების მოთხოვნით, მორიგების აქტი ჩაითლება დარღვეულად. მორიგების აქტი დარღვეულად ჩაითვლება დასახელებული სუბიექტებისთვის აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურად მიღებიდან (შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციის ჩაბარებიდან). დასახელებული ოფიციალური ინფორმაციის და ბანკის მიერ, მოპასუხეების სასარგებლოდ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირ(ებ)ის სასარგებლოდ, მ.ლ–ას სასარგებლოდ ან ინვესტორის სასარგებლოდ უკვე განხორციელებული შესრულებ(ებ)ის ნუსხის და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებ(ებ)ის სასამართლოსთვის წარდგენით, ბანკის სასარგებლოდ უნდა ამოიწეროს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც ბანკს უკან უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეების სასარგებლოდ, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირ(ებ)ის სასარგებლოდ, მ.ლ–ას სასარგებლოდ ან ინვესტორის სასარგებლოდ უკვე განხორციელებული შესრულება (მათ, შორის ერთმნიშვნელოვნად, საკუთრებაში გადაცემული ყველა აქტივის უკან დაბრუნება).
41.9. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეების და მ.ლ–ა მიერ, არ შესრულდება წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-11 - მე-16 პუნქტებით ან/და 30.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, მორიგების აქტი ჩაითვლება სრულად დარღვეულად. ბანკი უფლებამოსილი იქნება მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლისა და კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც უნდა გაუქმდეს მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-19 პუნქტის საფუძველზე გაცემული მინდობილობა და იძულებითი აღსრულება განხორციელდეს წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 41-ე პუნქტით განსაზღვრული წესით და ფარგლებში.
42. წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეები, მ.ლ–ა ან/და ინვესტორი უფლებამოსილი არიან მიმართონ საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომელიც აღსრულდება შემდეგი სახით:
42.1. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დაარღვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 27-ე ან/და 33-ე პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას გამოსასყიდი უძრავი ნივთების მოპასუხეების საკუთრებაში, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირის საკუთრებაში, ან ინვესტორის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, დასახელებული პირები, უფლებამოსილნი არიან მიმართონ საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც დამატებით უნდა წარადგინონ უძრავი ნივთების გამოსყიდვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხეების საკუთრებაში აღირიცხება მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-19 და 22-ე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთები.
42.2. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დაარღვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-19 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას ინვესტორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომელზეც დამატებით უნდა წარადგინოს მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მითითებული საფუძვლით, მორიგების აქტი მხოლოდ აღნიშნული პირობის ნაწილში ჩაითვლება დარღვეულად, ძალაში დარჩება მორიგების აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ინვესტორს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, გადახდილი მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს ბანკს მორიგების აქტით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან.
42.3. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი დაარღვევს მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე, 29-ე და 31-ე პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებას, მორიგების აქტი მხოლოდ აღნიშნული პირობ(ებ)ის ნაწილში ჩაითვლება დარღვეულად, ძალაში დარჩება მორიგების აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა. მოპასუხეები უფლებამოსილი იქნებიან, ან მ.უ–ას მიერ განსაზღვრული მესამე პირი უფლებამოსილი იქნება ან ინვესტორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, რომლის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით, ბანკს დაეკისრება პასუხისმგებლობა შემდეგი ოდენობით:
42.3.1. უძრავი ნივთთან (ს/კ ......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 364,504 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 182,252 აშშ დოლარი;
42.3.2. უძრავი ნივთთან (ს/კ ......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 491,656 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 245,828 აშშ დოლარი.
42.3.3. უძრავი ნივთთან (ს/კ ......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 715,444 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 357,722 აშშ დოლარი;
42.3.4. უძრავი ნივთთან (ს/კ ......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 391,630 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 195,815 აშშ დოლარი;
42.3.5. უძრავი ნივთთან (ს/კ .......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 379,762 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 189,881 აშშ დოლარი;
42.3.6. უძრავი ნივთთან (ს/კ .......) დაკავშირებით მორიგების აქტის მორიგების პირობების 23-ე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში, წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ დარღვევაზე - 217,006 აშშ დოლარი, ხოლო ამავე აქტის 29-ე ან/და 31-ე პუნქტ(ებ)ით განსაზღვრული პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში - 108,503 აშშ დოლარი.
43. მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
4. შეწყდეს წარმოება საქმეზე და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
5. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 14.04.2020წ. #29270 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან მიქაბერიძე
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი