საქმე №ა-65-შ-1-2021 9 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „რ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილებით შპს „პ“-ს (საქართველო, 0100, ქ. თბილისი, ........., იურიდიული მისამართი: თბილისი, . ......, ს/ნ: ........) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „რ–ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, ..........; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 1994 წლის 9 თებერვალი, ს/ნ: ........, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი: 300228..) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 5 536, 80 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციების - 1 106, 91 აშშ დოლარის, სულ - 6 643, 71 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 676, 06 ბელარუსული რუბლის გადახდა (რაც არის 280, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი), სულ - 6 923, 97 აშშ დოლარის ოდენობით.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „რ–ის“ წარმომადგენელმა დ.მ–მა, მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ბრძანებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2020 წლის 24 ივლისს.
4. ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადო წესით იყო ინფორმირებული. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია პასუხი სასარჩელო განცხადებაზე.
5. საქმეში არსებული ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის აღმასკომის იუსტიციის მთავარი სამმართველოს იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის უფროსის ა.ი. ძე კ–ის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა.
6. შუამდგომლობაზე თანდართული 2017 წლის 19 დეკემბრის №02/17/G ხელშეკრულების 8.1. და 8.2. პუნქტების შინაარსიდან დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ან თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაზე და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
7. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „პ“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: .......) (აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMqJn9uuFTCVD]blfSrExbIPvXPCaE372XfYWg3JLiI7 ).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით შპს „რ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინების ასლი და შპს „რ–ის“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს შპს „პ “-ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - თბილისი, ...... და 2021 წლის 19 მარტს ჩაბარდა კომპანიის დირექტორს - ლ.გ–ს.
10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „რ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
16. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და მეორე კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2017 წლის 19 დეკემბრის №02/17/G ხელშეკრულებაზე, რომლის 8.1. და 8.2. პუნქტების შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ან თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობაზე და ასევე ბელარუსის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
20. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „პ “-ს (საქართველო, 0100, ქ. თბილისი, .........., იურიდიული მისამართი: თბილისი, ......, ს/ნ: .....) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „რ–ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, ..........; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 1994 წლის 9 თებერვალი, ს/ნ: ......., გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი: 300228365) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 5 536, 80 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციების - 1 106, 91 აშშ დოლარის, სულ - 6 643, 71 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 676, 06 ბელარუსული რუბლის გადახდა (რაც არის 280, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი), სულ - 6 923, 97 აშშ დოლარის ოდენობით უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის №59-9/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „პ “-ს (საქართველო, 0100, ქ. თბილისი, ხუდადოვის ქ. 3/3, იურიდიული მისამართი: თბილისი, ........., ს/ნ: .....) შპს „რ–ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, 210002, ქ. ვიტებსკი, ........ ქ. №62ბ; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 1994 წლის 9 თებერვალი, ს/ნ: ......., გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი: 300228365) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 5 536, 80 აშშ დოლარის, საჯარიმო სანქციების - 1 106, 91 აშშ დოლარის, სულ - 6 643, 71 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 676, 06 ბელარუსული რუბლის გადახდა (რაც არის 280, 26 აშშ დოლარის ეკვივალენტი), სულ - 6 923, 97 აშშ დოლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი