Facebook Twitter

საქმე №ა-2843-შ-72-2021 12 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.თ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილებით მ.თ–ძესა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და თ.ტ–ძეს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა გ.ძ–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე იმყოფებოდა საქმის განხილვაზე, თუმცა უარი განაცხადა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაზე; შუამდგომლობაზე თანდართული კინგსის ოლქის კლერკის ოფისის კლერკის ნენსი თ. ს–ის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ განქორწინების გადაწყვეტილების დარეგისტრირების თარიღია 2020 წლის 15 ივნისი; დოკუმენტზე კლერკის მიერ ხელნაწერით ასევე ირკვევა, რომ 2021 წლის 8 იანვრამდე გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის საჩივარი არ წარდგენილა; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განჩინებით მ.თ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.თ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის №54317/2019 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.თ–ძესა და თ.ტ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი