საქმე №ა-935-შ-20-2021 8 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ც–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ვ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილებით გ.ც–ასა და ნ.ვ–ვას შორის თბილისის მმაჩის ბიუროში (საქართველო) 2015 წლის 22 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01153000501) გაუქმდა.
2. გ.ც–ას წარმომადგენელმა ადვოკატმა მ.ქ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 21 აგვისტოდან; განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
8. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვაიბლინგენის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის №10F 223/18 გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ც–ასა და ნ.ვ–ვას შორის თბილისის მმაჩის ბიუროში (საქართველო) 2015 წლის 22 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01153000501) გაუქმდა;
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი