Facebook Twitter

საქმე №ას-1266-2020 23 აპრილი, 2021 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნოტარიუსი ე.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ა (მოსარჩელე)

მხარდამჭერი - ნ.ჯ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნოტარიუს ე.შ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი ან ნოტარიუსი) სანოტარო ბიუროში თ.ჯ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე ან მსესხებელი), ქ.დ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოთხოვნის დამთმობი ან გამსესხებელი) და ლ.ჩ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მოთხოვნის დამთმობი ან გამსესხებელი) შორის, 2016 წლის 22 იანვარს, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 3 თვის ვადით - 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 30 000 აშშ დოლარი, სესხი იყო სარგებლიანი და ყოველთვიურად შეადგენდა 2.5%-ს. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე: ქ. თბილისი, ........... კორპუსი 2ბ, ბინა 5, ს/კ .......

2. მეორე მოპასუხემ ახალ მფლობელს, იპოთეკარს ნ.ზ–ს (ო–ძე) (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მოთხოვნის მიმღები ან კრედიტორი), 2016 წლის 17 ივნისის ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნა ნაწილობრივ დაუთმო, ხოლო მესამე მოპასუხემ მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა მოსარჩელის მიმართ, მთლიანად დაუთმო, კერძოდ, მეორე მოპასუხემ კუთვნილი 27 000 აშშ დოლარიდან დათმო 4000 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო, ხოლო მესამე მოპასუხემ - კუთვნილი 3000 აშშ დოლარი, სარგებელი და პირგასამტეხლო.

3. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 27 ივნისს იმავე ნოტარიუსის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 7525 აშშ დოლარი, რასაც ემატება სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.

4. 2016 წლის 28 ივნისს შედგენილია წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მსესხებელს განესაზღვრა ვადა, რომ კერძო აღმასრულებლის სადეპოზიტო ანგარიშზე ნებაყოფლობით დაერიცხა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება. ამავე წინადადებით, მოვალე გაფრთხილებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი ღონისძიებების თაობაზე.

5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 7 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, აუქციონზე შეძენილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მეოთხე მოპასუხე (მოთხოვნის მიმღები). უძრავი ქონება 19 000 ლარად გასხვისდა.

6. სადავო გარიგების დადების მომენტისათვის მოსარჩელე სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ ყოფილა, თუმცა მსესხებელს სადავო გარიგების დადების დროს, 2016 წლის 22 იანვარს, ფსიქიკური აშლილობის გამო, არ შეეძლო რეალური ვითარების სწორად აღქმა.

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2016 წლის 13 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

8. შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ 2018 წლის 30 მარტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით.

9. შპს „მ–ას“ მიერ 2016 წლის 14 ივლისს გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელე 2015 წლის 30 იანვარს ერთჯერადად იმყოფებოდა კონსულტაციაზე ფ.ჯ. ცენტრ „მ–აში“ სავარაუდო დიაგნოზი - დაუზუსტებელი ბოდვითი აშლილობა F22.9.

10. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხული მოსარჩელის ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ჩვენებითაც დგინდება, რომ მოსარჩელეს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა. ა.ა–ძის ჩვენებით, იგი არის მოსარჩელის ოჯახის ახლობელი. მსესხებელს ბავშვობიდან ამჩნევდა გარკვეული მოვლენების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას, რაც გამოიხატებოდა მისტიკურ ახირებებში და არარეალური ამბების შეთხზვაში. 2010 წელს მისი (მოწმის) დახმარებით მოითხოვდა ისეთი პიროვნების გაცნობას, რომელიც არ არსებობდა. დასახელებულმა მოწმემ ოჯახს შესთავაზა მოსარჩელის ფსიქიატრთან მიყვანა, ვინაიდან მისი ქცევები გარკვეულ ეჭვს იწვევდა, თუმცა ამაზე მოსარჩელე კატეგორიულ უარს აცხადებდა. 2015 წელს მამის გარდაცვალების დროს ის არაადეკვატურად იქცეოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მამის დაკრძალვის შემდეგ მან პირადად წაიყვანა მოსარჩელე ფ.ჯ. ცენტრ „მ–აში“ ფსიქიატრთან, სადაც მას დაუსვეს დიაგნოზი დაუზუსტებელი ბოდვითი აშლილობა და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა იგი არ ღებულობდა წამალს და, როგორც შემდგომში გაირკვა, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა. გამოკითხვის ოქმში მოწმე აღნიშნავს, რომ უცნობმა მამაკაცმა მოტყუებით დაატვირთინა ბინა იპოთეკით, იმ მოტივით, რომ მამას ცოცხალს დაუბრუნდებდა.

11. სასარჩელო მოთხოვნა და შესაგებელი

11.1. მსესხებელმა (მხარდამჭერი - ნ.ჯ–ა) სარჩელით მიმართა სასამართლოს გამსესხებლების, მოთხოვნის მიმღებისა და ნოტარიუსის წინააღმდეგ და მოითხოვა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2016 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2016 წლის 17 ივნისის ცესიის ხელშეკრულება და აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

11.2. მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. ნოტარიუსის განმარტებით სადავო გარიგებათა დადების დროს მოსარჩელე ქმედუნარიანი იყო და, მისი ადეკვატური ქმედებებიდან გამომდინარე, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2016 წლის 17 ივნისის ცესიის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

12.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 58-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე, 162-ე, 180-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით ნოტარიუსის, გამსესხებლებისა და მოთხოვნის მიმღების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დასკვნები, რომ სასარჩელო მოთხოვნათა დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმები სსკ-ის 50-ე, 54-ე, 58-ე მუხლებია და გაიზიარა წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების უდავოობა.

13.3. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მოპასუხის მიერ გაქარწყლების ვალდებულებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, ვერ წარადგინა მოსარჩელის მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, ხოლო რაც შეეხება ნოტარიუსის (პირველი აპელანტის) განმარტებას, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგოდ მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან აპელანტს მტკიცებულება დასკვნის წარდგენის შეუძლებლობის თაობაზე არ წარუდგენია.

13.4. აპელანტების (ნოტარიუსის) მტკიცებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნები შედგენილია და მოსარჩელე გამოკვლეულია სადავო ხელშეკრულების დადებიდან წლების გასვლის შემდეგ, ასევე მას მხარდამჭერიც წლების გასვლის შემდეგ ჰყავს დანიშნული, რაც არ იძლევა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ ნოტარიუსმა დაარღვია კანონი, იცოდა მოსარჩელის დაავადების შესახებ და ამაზე რეაგირება არ მოახდინა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ნების გამოვლენა, ამასთან, პირს გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს მის მიერ ნების გამოვლენის შედეგად, ე.ი მას უნდა ჰქონდეს უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. ნების გარეგნული გამოვლენა უნდა შეესაბამებოდეს პირის სურვილს, მიაღწიოს კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სსკ-ის 58–ე მუხლი არეგულირებს გარიგების ბათილობის საკითხს პირის მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის გამო: ბათილია მცირეწლოვანის ან პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ბათილია ნების გამოვლენა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი. ამდენად, კანონი ერთსა და იმავე სამართლებრივ შედეგს - გარიგების ბათილობას უკავშირებს მხარდაჭერის მიმღების მიერ და ფსიქიკურად დაავადებული იმ პირის მიერ ნების გამოვლენას, რომელსაც არ შესწევს უნარი, რეალურად აღიქვას ვითარება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით და საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმებით, მოსარჩელეს, მისი დაავადებიდან გამომდინარე, გარიგების დადებისას არ უნდა ჰქონოდა უნარი, გონებრივი მდგომარეობით სრულფასოვნად აღექვა საკუთარი ქმედების მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლენილია სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის წინაპირობები, რაც 2016 წლის 22 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების N160052776, 2016 წლის 17 ივნისის ცესიის ხელშეკრულების N160657382 და ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 27 ივნისს გაცემული N160696184 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველია.

13.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინების თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვაშია მოვალის სარჩელი მოპასუხეების: აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებლის - კ.გ–ის და მესამე პირის, ამ საქმის მიხედვით, მოთხოვნის მიმღების მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 07 ნოემბრის A16061801-017/001 განკარგულება, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......; საკადასტრო კოდი: .........; შემძენი 2016 წლის 3 ნოემბერს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მეოთხე აპელანტი (კრედიტორი). აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეჩერდა წარმოება მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვამდე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

13.6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა. ვინაიდან, სადავო ხელშეკრულებები კანონსაწინააღმდეგო გარიგებებია, რომელთა ბათილად ცნობა წარმოშობს მის თანმდევ შედეგს - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეჩერებულია საქმის წარმოების განხილვა წინამდებარე დავის კანონიერ ძალაში შესვლამდე და ჯერ კიდევ შემოწმების სტადიაზეა განკარგულების გამოცემის კანონიერება, რომელიც საფუძვლად დაედო კრედიტორის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წესით სარჩელის განხილვამდე, მიკუთვნებითი მოთხოვნის მართებულობაზე მსჯელობა შეუძლებელია. შესაბამისად, აპელანტების მტკიცება, რომ მოსარჩელეს მიკუთვნებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, უსაფუძვლოა. მოკლებულია.

14. ნოტარიუსის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. ნოტარიუსმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, sasamarTlos mocemul SemTxvevaSi sxva mtkicebulebebTan erTobliobaSi ar Seufasebia saqmeSi arsebuli is mtkicebulebebi, romliTac dasturdeboda, rom garigebis dadebis dros მსესხებელს aranairi qmeduunarobis niSnebi ar ჰqonda gamoxatuli. aRniSnuli faqtobrivad emyareba erTaderT mtkicebulebas, Sps `f. j. da n.p.c~-s 2018 wlis 30 martis daskvnas, romelic, marTalia, gacemulia specialistis mier, magram eqspertiza Catarebulia wlebis Semdeg da, saqmis Taviseburebebidan gamomdinare, ar SeiZleboda igi sasamarTlosTvis atarebdes kategoriul xasiaTs da sasamarTlos igi unda Seefasebina saqmeSi arsebul sxva mtkicebulebebTan erTobliobaSi da logikurobis თვალსაზრისით.

14.3. SeuZlebelia iseTi garigebis dadebis dros, rogoric aris sesxisa da ipoTekis xelSekruleba, pirs gamoxatuli ჰqondes fsiqikuri aSliloba da ipoTekarebi, romlebic saqmeSi aTamde mainc arian warmodgenili, Tanaxma iyvnen aseT pirs asesxon Tanxa. SeiZleba amis sapirispiro argumentad iTqvas, rom sesxisa da ipoTekis xelSekrulebis dros gasesxebuli Tanxis uzrunvelyofas uZravi qoneba warmoadgens, magram yvelas kargad moexseneba da maT Soris iseT saqmeSi Caxedul xalxs, rogoric ipoTekarebi arian, rom qmeduunaro pirTan dadebuli garigeba baTilia da SeuZlebelia ipoTekarebma aseTi riskis arsebobis SemTxvevaSi gaasesxon Tanxa da riskis qveS daayenon Tavisi fuli. mocemul SemTxvevaSi adgili ჰqonda ara erT an or ipoTekarTan gaformebul garigebas, aramed - saerTo jamSi, cesiebis CaTvliT aTamde, ipoTekarTan, aseve მოსარჩელის monawileobiT garigebebi gaformda sxva notariusebTanac, rac dadasturebulia saqmeSi warmodgenili da sisxlis samarTlis saqmidan gamoTxovili masalebiT da arasodes arc erT ipoTekars da arc sxva notariuss eWvi ar Seutania მოსარჩელის qmedunarianobaSi.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ნოტარიუსის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის (პირველი მოპასუხის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. უპირველესად, საკასაციო სასამართლო იმას აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (შდრ. სუსგ #ას-1610-2019, 07.02.2020 წ.).

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება (იხ. ამ განჩინების 13.3-13.6 ქვეპუნქტები). მან მიუთითა, რომ მოსარჩელეს ფსიქიკური აშლილობა არ ეტყობოდა, ამასთან, მას სხვა გარიგებებიც ჰქონდა დადებული, თუმცა იმ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, რომლებიც მოსარჩელემ წარუდგინა სასამართლოს და რომლებიც წინამდებარე განჩინებაშია ასახული, კასატორის მიერ დასახელებული ეს გარემოებები არ გამოდგება. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებშიც გადაჭრით არის მითითებული, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო შეეგნო თავისი ქმედება გარიგების დადებისას (სსკ-ის 58-ე მუხლი), რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც არ იწვევს პირის მხარდამჭერის მიმღებად აღიარებას და დროებით ხასიათს ატარებს. მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნების გამოვლენისას პირს ჰქონდა ცნობიერება დაკარგული ან იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში (იხ. ლ.ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 58, ველი 18, გვ. 340, თბილისი, 2017). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით დაასაბუთა საკუთარი მოთხოვნის კანონიერება და საფუძვლიანობა, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველს, რის გამოც მისი დასაშვებად ცნობა უარყოფილია (შეად. სუსგ #ას-1339-2019, 07.02.2020 წ.).

24. სამოქალაქო კანონმდებლობის მოწესრიგების შესატყვისად, ნებისმიერი გარიგების დადება ეფუძნება კანონის ფარგლებში მხარეთა ნების ავტონომიასა და ამა თუ იმ გარიგების დადების თაობაზე მხარის ინფრომირებულ, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას. პიროვნების ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები კი, როგორიც ფსიქიკური აშლილობაა, სწორედ გარიგების დადების მიმართ პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ, შესაბამისად, კანონმდებელმა ამ ვითარებაში მყოფი პირის მიერ დადებული გარიგება ბათილ სამართლებრივ ურთიერთობათა წრეს მიაკუთვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას სარგებლის მიმღები კონტრაჰენტის ინტერესების დაცვის კუთხით, უპირობოდ აუცილებელია, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდეს გარიგების დადებისას პირის ფსიქიკური აშლილობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგების აღქმას და შესაბამისი შედეგის მიმართ მისი ნების ნამდვილობას... ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, გარემოებათა შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ექსპერტიზის დასკვნას, არამედ იმასაც, თუ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად რამდენად ქმნის ფსიქიკური აშლილობის შესაბამისი ფორმით დაავადებული პირის მიერ საკუთარი ქმედების მნიშვნელობის გააზრების შესაძლებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს (იხ. სუსგ #ას-1635-2018, 30.04.2020 წ.).

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნებით ცალსახად დასტურდება მსესხებლის მიერ სადავო გარიგებათა დადების დროს ნების გამოხატვის და გაცნობიერების ნაკლი, რამაც სარჩელის წარმატება განაპირობა. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ექსპერტიზის ჩატარების დროსთან დაკავშირებით.

26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნოტარიუსი ე.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნოტარიუს ე.შ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, თ.ე–ძის (პ/ნ .......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 30 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური